Jump to content
Planeta.Ge

როგორი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობა


Recommended Posts

რუსეთმა მართალია მოიწონა ხელისუფლების შეცვლა,მაგრამ თავისი შეუსრულებელი პირობებიც წამოაყენა .

http://planeta.ge/topic/70828-ფანჯიკიძე-რუსეთთან-დიპლომატიუ/

მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებლად მიიჩნია და ამ ეტაპზე პროგნოზების გაკეთებაც კი პრობლემურია.

ნორლანდი ივანიშვბილთან ყოველდღიურად თათბირობს. ამერიკამ სიტუაციის განმუხტვას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ,მაგრამ ჩრდილოეთის დათვის დილემა აუცილებლად იქნება.

როგორ გესახებათ თქვენ ეს თემა ?

ტროლ-პოსტებს წავშლი. დროა საუბარი დავიწყოთ . :)

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთთან მოლაპარაკებებს დავიწყებთო, არჩევნებამდე გვპირდებოდა ბიძო, პირველ რიგში ბაზარს გავხსნით მერე ტერიტორიებსაც დავიბრუნებთო.......

გაინაღდა პრემიერობა და მეორე დღეს ამერიკელ გენერლებს შეხვდა ჩვენი უფროსი მეგობრები ხართო და ნატო გარდაუვალიაო...

როგორ შეიძლება ნატოზე და რუსეთზე ერთდროულად ფიქრი მე "ოცნების" დონეზეც ვერ წარმომიდგენია....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ შეიძლება ნატოზე და რუსეთზე ერთდროულად ფიქრი მე "ოცნების" დონეზეც ვერ წარმომიდგენია....

აი, სწორედ, მეც მაგას ვფიქრობ... ბიძინამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა - უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ნატოსთან ურთიერთობა ჩვენ, რუსეთთან (მეგობრულ) ურთიერთობაში ხელს არ გვიშლისო... რავი, რეალურია კი..?! ახლა, ივანიშვილმა, რუსეთ და ამერიკას შორის არსებულ ე.წ. "ცივი ომ"-ს ბოლო თუ მოუღო, არ ვიცი.. :ravic:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, მაგრამ როგორ შეიძლება რუსეთთან დაახლოება აფხაზეთის არაღიარების პირობებში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი ოკუპანტი მხარეა ამასთან აღიარებული აქვს საქართველოს ნაწილი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქედან ნებისმიერი ოფიციალური მოლაპარაკებების წარმართვა ნიშნავს იმ "ოცნების" აღიარებას რომელიც რუსეთს შესრულებული გონია. რუსეთი მოლაპარაკებისას საქართველოს ხელისუფლებას განიხილავს როგორც არაოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციას და რაც არ უნდა კარგი და დახვეწილი ფორმულირება მოუგონონ ბიძინას მინისტრებმა ვიღაც ვიღაცეების დასაბოლებლად ფაქტი ფაქტად რჩება....და ლაპარაკები "სახალხო დიპლომატიაზე" ნაბიჯ ნაბიჯ დათმობებზე ვაჭრობის დაწყებაზე ეს ადრეული შევარდნაძის პოლიტიკის რეამინაციას მაგონებს(რასაც მეტრორუსეთუმეები დღეს პირდაპირ ვერ გაბედავენ): "რაღაც რაღაცეების(კულუარულად) დათმობა მიზნის მისაღწევად. ისე რომ მხოლოდ იმ განცხადებების გამო რომ "სააკაშვილი ხიხია ჩვენ კარგები ვართ და მიშამ დაიწყო ომი+ჩვენ კი გვიყვარს დოსტოევსკი და ზიკინა" ამიტომ ვიმეგობროთ იმ ქვეყნისათვის სასაცილოა რომელშიც ვაინახი გოგონას ელზა კუნგაევას გამაუპატიურებელი და მკვლელი პოლკოვნიკი ბუდანოვი ეროვნული გმირია(არაფერს ვამბობ 75 000 ბავშვის მკვლელობას იჩკერიაში კოლონიალური ომის დროს რისთვისაც პუტინს ტაშს უკრავდა როგოც რუსი ნაციონალისტი ისე რუსი ლიბერალი)... შევარდნაძეც ჩამოსვლის პირველ თვეებში "ეროვნულს აწვებოდა" და ზაპადნიკი იყო მერე შექმნა პირობები სადაც დათმობები(ესენგე, სამშვიდობო სტატუსი და ა.შ.) გამართლებული იქნებოდა. ჯერ უნდა მოხდეს სახელმწიფოს იმ ჩანასახის სრული დესტრუკტაჟი რომელიც არი, "გაიწმინდოს" პოლიცია და ჯარი(ან ის რასაც ესენი დატოვებენ) არალოიალური ელემენტებისაგან დაზვერვამ და ტელევიზიებმა შეცვალონ პროდასავლური რიტორიკა(თავის დროზე ეს საქმე ედუარდის პერიოდში კვარაცხელიამ ითავა ეხლა ალბათ ქუცუნაშვილი, მიქიაშვილი, დავითაშვილი, ხაინდრავა. წინა კანდელაკი, პეწია მამრაძე ან მათი ინკარნაციებით და მსავსებით გაავსებენ ტელევიზიებს) და შემდეგ მოლაპარაკებებიც დაიწყება ასე თვლის რუსეთი. რაც შეეხება განცხადებებს ნატოზე: ბიძინა ზაპადნიკი არაა მაგრამ სულაც არაა სულელი, მან იცის რომ ნატოში შესვლას რეფერენდუმზე მოსახლეობის 73% ხმა დაუჭირა რასაც(რეფერენდუმის შედეგებს) კანონის ძალა აქვს. რომ ეთქვა ნატოს არაო კანონის დარღვევა იქნებოდა ამიტომაა ეს განცხადებაც....მთავარია დესტრუკტაჟი სისტემისა და მოსახლეობის შემზადება ეს იყო რუსეთის "სიგნალი". ამას ლუბა, სახარა ქუცნაშვილი, ალასანია და სხვები ერთ წელში შეასრულებენ....ისე რომ როგორც ამბობენ ინგლისელები "მოლაპარაკებისათვის მზადყოფნ ალყაშემორტყმული ქალაქს დანებების გზა ნახევრად გავლილი აქვს".- A city thet parleys is half gotten Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ გესახებათ თქვენ ეს თემა ?

 

აფრენთ,ან სიამაყე ან ჭკუა არა გაქთ! "კრემლს" არ უნდა, და რაზე ეტენებით? რა მთლათ გამათხოვრდით? :facepalm: :dash2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფრენთ,ან სიამაყე ან ჭკუა არა გაქთ! "კრემლს" არ უნდა, და რაზე ეტენებით? რა მთლათ გამათხოვრდით?

მშვიდი ნერვებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაზე შეიძლება ლაშა საუბარი,სანამ ეს ორი კუთხე ოკუპირებული აქვთ? მეორეც,კარგი იქნება თუ რუსული ბაზარი გაიხსნება,მაგრამ მაგ ხალხს იმპერიული მენტალიტეტი აქვთ(მთავრობას)და არა მგონია თანაბარუფლებებზე დათანხმდნენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაზე შეიძლება ლაშა საუბარი,სანამ ეს ორი კუთხე ოკუპირებული აქვთ? მეორეც,კარგი იქნება თუ რუსული ბაზარი გაიხსნება,მაგრამ მაგ ხალხს იმპერიული მენტალიტეტი აქვთ(მთავრობას)და არა მგონია თანაბარუფლებებზე დათანხმდნენ.

 

მართალი ხარ. მაგრამ, ხალხვაც აქ ეს იმპერიული, მენტალიტეტი. :+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...