newstudio Posted October 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2012 „გალფი“ „ქართული ოცნების“ გათვლებს რეალისტურს უწოდებს და საწვავის გაიაფებას არ გამორიცხავს commersant.ge საქართველოში მოქმედი ნავთობ–იმპორტიორები „ქართული ოცნების“ დაპირების შესრულებას საწვავის გაიაფების შესახებ შესაძლებლად მიიჩნევენ. შეგახსენებთ: commersant.ge–სთან საუბარში კოალიციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან იზორია აღნიშნავს, რომ მათი ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ საწვავის ფასი საშუალოდ 20 თეთრით შემცირდება. იზორიას თქმით, ბაზარზე საწვავის ფასი ხელოვნურადაა გაზრდილი და მონოპოლიური სიტუაცია საწვავის ღირებულების შემცირების საფუძველს არ იძლეოდა. მათი ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ კი ბაზარზე მონოპოლია აღარ იარსებებს და კონკურენტუნარიანი გარემო კომპანიებს იძულებულს გახდის მომხმარებელს საწვავი გაცილებით დაბალ ფასად შესთავაზონ. იზორიას განცხადებაზე კომენტარი ნავთობ–კომპანიების წარმომადგენლებს ვთხოვეთ. „გალფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტის ოთარ ქათამაძის განცხადებით, საწვავზე ფასის 20 თეთრით შემცირება რთული იქნება, თუმცა "ერთობლივი გადაწყვეტილებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია". ქათამაძის თქმით, ზოგადად, „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ძალიან ბევრი რეალისტური. "რომპეტროლის" კომერციული დორექტორის თენგიზ ჭიჭინაძის განცხადებით, თუ კოალიციის მხრიდან მსგავსი განცხადება გაკეთდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ამისთვის შესაბამისი მექანიზმი ექნებათ. http://commersant.ge/index.php?id=11829 პ.ს. აქამდე სად ვიყავითო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2012 ეხლა ხო? დამპლები.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.