Jump to content
Planeta.Ge

არჩევნები საქართველოში


Recommended Posts

ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდად მიდის...

 

კი არის დარღვევები.. მაგრამ სერიოზული არაფერი..(პირობითად)

 

 

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მიეცა საშუალება, გააკეთოს დემოკრატიული არჩევანი

10:58 01-10-2012

საქართველოს მიეცა საშუალება, გააკეთოს დემოკრატიული არჩევანი,- ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, კოჯრის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ არჩევნებში ხმა მისცა.

"ქართველ ხალხს მიეცა საშუალება, გააკეთოს დემოკრატიული არჩევანი. ქართველმა ხალხმა დიდი გაჭირვება გამოიარა, მაგრამ 20-წლიანმა პოლიტიკურმა კულტურამ მას მისცა გამოცდილება და დღეს მიძმე გამოცდას ჩააბარებს. საქართველოში ახალი დრო დგება. ქართველი ხალხის სიბრძნით, სამართლიანი არჩევნებით ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლას შევძლებთ, მოვახერხებთ, დავიბრუნოთ თავისუფალი საქართველო",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. თავად ეკატერინე ხვედელიძეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ხმას არ ძლევს. მას ამ დროისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს, არ სარგებლობს.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოკლე კომენტარი გააკეთა გურჯაანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზეც.

როგორც მან აღნიშნა, კოალიციიდან გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. "ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი. დაღუპული ბავშვის მამას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ",-აღნიშნა ივანიშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ხალხი არის

2. მიშისტებს ეს არ სიამუვნებთ

3 ციცო დეიდები აქტიურობენ და ხშირად უტიფრად

4 მიშას უმცირესობების იმედი აქვს .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს საარჩ. უბანზე ბევრი ხალხი იყო, სულ 7 კორპუსია, დააახლოებით ნახევარი საათი მომიწია რიგში დგომა,

სიმშვიდე, პატარა ჩოჩქოლი იყო, რაღაცაზე ყაყანებდნენ მერე გაჩუმდნენ,

 

რავი, ვცდილობ არ ვინერვიულო, მაგრამ არ გამოდის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციცოები

რეგიონებში მცირე პრობლემები

ზოგადად პროცესი ნორმალურად მიდის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პანკისის ხეობის სოფელ დუისში N5 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში შს სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა დახურული ბაზიდან ამოღებული დოკუმენტები მოიპოვა. უბანზე მყოფმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა გელა მთივლიშვილმა მოახერხა და 22 ცალი ახმეტის საოლქო – საარჩევნო კომისიაში წარსადგენად წამოიღო.

 

დოკუმენტები, სადაც ამომრჩევლის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული, საარჩევნო უბანზე მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შალვა ცათიაშვილს და კომისიის ერთ–ერთ წევრს ჰქონდათ. ტელეკომპანია „მაესტროს“ კამერამ დააფიქსირა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ასეთი რამდენიმე ასეული ცალი დოკუმენტი ჰქონდათ.

 

მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა დოკუმენტების გადაღება მოახერხეს, საარჩევნო უბანზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე წარმომადგენელმა, დუისის რწმუნებულმა მერაბ ქავთარაშვილმა ჟურნალისტები დაადანაშაულა, რომ აღნიშნული დოკუმენტები პროვოკაციის მიზნით კენჭისყრის შენობაში მათ მიიტანეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ზურა უძილაური ადასტურებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია შს სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან არის ამოღებული და ხელმისაწვდომია მხოლოდ შსს–თვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპეციალურად დავრჩი საქართველოში არჩევნების გამო:

 

რომ მიმეღო მონაწილეობა:

 

ვთვლი რომ ქვეყნის მომავლის კეთილდრეობისტვის უკეთესია თუ კონსტიტუციური უმრავლესობით ვერცერთი ძალა ვერ მოვა:

 

40-40 %-ის ფარგლლებში ოცნება და ნაციონალური მოძრაობა:

 

უკეთესია კიდე 2 ძალა თუ სევა პარლამენტში:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალქალაქში „კვირის რეპორტაჟის“ გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრიეს

 

ახალქალაქის №40-ე საარჩევნო ოლქის, ვაჩიანის № 25-ე უბნის თავმჯდომარემ ვაჰან ბეგრაგიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ, ვინმე ფედია ტოროსიანთან ერთად სტუდია ჯი-ენ-ეს-ის გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრია. კომისიის თავმჯდომარე და ტოროსიანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება, ჟურნალისტ ზვიად თხელიძეს და ოპერატორ ნოდარ ხარანაულს თავს მოულოდნელად, სრულიად უმიზეზოდ დაესხნენ თავს და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, თუმცა მოხმდარ ინციდენტზე სამართალდამცველები რეაგირებას ამ დრომდე არ ახდენენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ეგეთი კითხვა , ვთქვათ რიგია საარჩევნო უბანთან და მოვიდა 8 საათი, რა ხდება მაშინ, აღარ მიაცემინებენ ხმას ვინც ვერ მოასწრო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Kaspar Schmidt

ერთი ეგეთი კითხვა , ვთქვათ რიგია საარჩევნო უბანთან და მოვიდა 8 საათი, რა ხდება მაშინ, აღარ მიაცემინებენ ხმას ვინც ვერ მოასწრო?

 

რვაზე კარები იხურება და მორჩა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"დღეიდან საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა", - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი "ამომრჩეველთა ლიგის" მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლების შედეგებს. მისივე განმრატებით, მოსახლეობის ასეთი აქტივობა საქართველოს არ ახსოვს.

"დღეიდან საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა და როგორც იქნა ეს მოხდა მშვიდობიანი და არჩევნების გზით. აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ გამარჯვება იქნებოდა ძალიან სერიოზული, რაც მოქალაქეთა აქტივობიდან ჩანდა. აბსოლუტური უმეტესობა ვინც საარჩევნო უბანთან მიდიოდა ხმას აძლევდა "ქართულ ოცნებას" და ეს ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში", - განაცხადა სოზარ სუბარმა. ის დარწმუნებულია, რომ იგივე შედეგები დაიდება, ცესკო-ს მიერ ხმების დათვლის შემდეგაც.

 

Kaspar Schmidt

საქართველოში არა ვარ და რა ხდება თბილისში, რიგებია საარჩევნო უბნებთან?

 

მოვიგეთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში არა ვარ და რა ხდება თბილისში, რიგებია საარჩევნო უბნებთან?

კი და თან ამას საარჩევნო შტაბის მცირე ფართი ემატება და ხალხი ვეღარ ეტევა....

 

ის დარწმუნებულია, რომ იგივე შედეგები დაიდება, ცესკო-ს მიერ ხმების დათვლის შემდეგაც.

კი თუ არ გააყალბეს...

 

აუ ხელისუფლების არხები ეგზიტპოლებს ცვლიან და შესამჩნევად დაბალ შედეგებს აჩვენებენ.... ამათი რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...