Jump to content
Planeta.Ge

შფოთი, რძე და ფილთაქვა


Recommended Posts

აღშფოთებულები ვართ, მავანი შეშფოთებული და დანარჩენი განრისხებული...

 

რას ელოდებოდით?

 

 

ან ახლა რას ელით?

 

 

 

პირადად მე, არც არაფერს განსაკუთრებულს, არც არაფერს კარგს, არც არაფერს საიმედოს, არც ცუდს, არც კარგს, არც უკეთესს და არც უარესს... უფრო მეტიც, ამ დღეების განმავლობაში ნერვიც არ გამტოკებია სიმართლე რომ გითხრათ.

 

აბა დაძაბეთ გონება ცოტა უფრო მეტად, ვიდრე გჩვევიათ ხოლმე ჩვეულებრივ შემთხვევაში და სთქვით ხმამაღლა და მოურიდებლად - რისი იმედი გაქვთ?

 

 

თქვენ ნამდვილად გჯერათ, რომ სახელმწიფო სამსახურში საქართველოს მოქალაქეთა განსაკუთრებით ბნელი და ბინძური ნაღები მასა ჩადგა, ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება და შეუჩერებლად რყვნის და აუპატიურებს საქართველოს მოქალაქეთა დარჩენილ უწმინდეს მასას?

თქვენ მართლა გჯერათ ამის?

თქვენ გჯერათ, რომ ახლა ხელისუფლებაში მოვა ეს მეორე უწმინდესი მასა, დასჯის ამ ბინძურთ და ღერი სარეველას გარეშე დარჩენილი ქვეყანა აყვავდება, გაიზრდება, დაეწევა და გაუსწრებს ამერიკას?

 

 

არავისტი ვარ ხომ?

 

 

ნურას უკაცრავად...

 

 

 

 

 

არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად...

 

მაგნიტი ისევ იზიდავს, ბორბალი ისევ ტრიალებს, ფულს და ძალაუფლებას ისევ აქვს სუნი და 2+2 ისევ ოთხია... დღეს უბრალოდ დაიწერა, რომ 1+1 ორი ყოფილა...

 

 

 

რძე ისევ გადმოდის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგნიტი ისევ იზიდავს

მიტინგში ცუდი რა არის?

მიტინგი, თუ გამოსვლა, არის საზოგადოების მიერ პროტესტის გამოხატვის ფორმა ხო, რატოა საქართველოში ასცოირებული მხოლოდ და მხოლოდ გადატრიალებასთან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად...

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, არა? :)

 

ჯერ ადრეა, მაგრამ შეგახსენებთ თემას ყოველი შემთხვევისათვის

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც ცვლილება აუცილებელია, თვით ამ ცვლილების ფაქტიც კი სასარგებლოა.

თორემ ვიცი მე, 3 თის თავზე სულ ბოდიში და დედის დრაგის გინება მექნება ატეხილი :)

მაგრამ იგივე იყო 2003 ში.

აუტანელი იყო უკვე იქაურობა. ჩამყაყებული და ჩაბანძებული.

მოსახდენი მოხდა. ცვლილება მოხდა.

რაღაც გაკეთდა, რაღაც გაფუჭდა. მაგრამ მაინც გავიზარდეთ.

შემდეგ ეტაპზე გადავედით.

ეხლაც იგივეს ველი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ამასთვის და ამნაირებისთვის ცოცხი საცოდაობაა...ამათ გაუკაფავი მსხლის ჯირკი....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ელოდებოდით?

უკეთესობას

 

ახლა რას ელით?

უკეთესობას

 

 

ვისაც იმის იმედი აქვს რომ ქვეყანა ერთბაშად აყვავდება ძალიან ცდება

მინიმუმ 3 წელი მაინც დაგვჭირდება რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს (გაუმჯობესებაში აღმშენებლობას ან პენსიების მომატებას მაღალი ინფლაციიის ფონზე არ ვგულისხმობ ეს ხალხის დაკმაყოფილებაა)

 

 

 

 

2+2 ისევ ოთხია.

გეშლება

მანამდე 5 იყო დსმმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაეწევა და გაუსწრებს ამერიკას?

საბჭოთა კავშირის დევიზი იყო დავეწიოთ და გავუსწროთ ევროპასო...ამაზე ღადაობდნენ დავეწიოთ მარა ნუ გავასწრებთო თორე შარვალი გვაქვს უკან გამოხეული და დაგვინახავენო :D :D

 

პირადად მე, არც არაფერს განსაკუთრებულს, არც არაფერს კარგს, არც არაფერს საიმედოს, არც ცუდს, არც კარგს, არც უკეთესს და არც უარესს...

როგორც არი ესე ვეღარ დარჩება....ან უკეთესი იქნება ან უარსი სხვა გზა არაა.... მე უარესისკენ უფრო ვიხრები

 

 

პ.ს. სათაურმა დაგლიჯა :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაც ცვლილება აუცილებელია, თვით ამ ცვლილების ფაქტიც კი სასარგებლოა.

თორემ ვიცი მე, 3 თის თავზე სულ ბოდიში და დედის დრაგის გინება მექნება ატეხილი :)

მაგრამ იგივე იყო 2003 ში.

აუტანელი იყო უკვე იქაურობა. ჩამყაყებული და ჩაბანძებული.

მოსახდენი მოხდა. ცვლილება მოხდა.

რაღაც გაკეთდა, რაღაც გაფუჭდა. მაგრამ მაინც გავიზარდეთ.

შემდეგ ეტაპზე გადავედით.

ეხლაც იგივეს ველი...

ა ხო ვთქვი, ეს კაცი საპრეზიდენტოა-მეთქი.. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...
  • 3 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...