lasha_alo Posted September 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2012 ნატო რუსეთის სამხედრო წვრთნების ჩატარებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა მოსკოვს მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს , - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, აშფოთებს თუ არა ნატო-ს, რომ წვრთნები საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს ჩატარდება და საარლამენტო არჩევნებს დაემთხვევა, რასმუსენმა უპასუხა, რომ ურთიერთნდობის ძირითადი საფუძველი მაქსიმალური გამჭვირვალობაა. "უნდა ვიცოდეთ, რა არის წვრთნების მიზანი, ასევე, სად და როგორ ჩატარდება. ჩვენ რუსეთისგან არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს", - განაცხადა რასმუსენმა."ევრონიუსი" საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალიანსის გეგმებითაც დაინტერსდა: "ნატო დაინტერესებულია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს. ეს, რასაკვირველია, რუსეთს ძალიან აწუხებს. რამდენად შორს წასასვლელად არის ალიანსი იმ გზაზე, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესების ზონად მიიჩნევს?"ანდერს ფოგ რასმუსენის განმარტებით, ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს ქარტიაში ჩადებულ ძირითად პრინციპს, რომელსაც ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებმა 1999 წელს მოაწერეს ხელი. "იქ მკვეთრად განსაზღვრულია ყველა სახელმწიფოს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ვიმედოვნებ, რუსეთში ეს ახსოვთ. ასე, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. მან კი საკუთარი ინტერესი უკვე დააფიქსირა. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო მის რიგებში იქნება, თუ ის ამისთვის აუცილებელ პირობებს შეასრულებს", - აღნიშნა რასმუსენმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted September 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2012 რეფერენდუმს რომელზეც საქართველომ უმრავლესობით გამოთქვა ნება რომ სურს ჩრდილოატლანტიკური ბლოკში ყოფნა კონსტიტუციით გააჩნია კანონის ძალა, ისე რომ მის კრიტიკა ან შეცვლა(რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ შალიკომ, გუბაზამ კუკავამ და საშიშია მისი სახელის ხსენებაც კი: ბორია-ბიძინამ,) შეუძლებელია საკანონმდებლო აქტით სხვა რეფერენდუმის გარეშე. კოლლაბორაციონისტების და მეტრორუსეთუმეების "აზრი" მხოლოდ რუსეთს აინტერესებს. სხვა საკითხია როდის მოხდება გაწევრიანება....საქართველოს ორი გზა აქვს ან რუსეთის კოლონიად დაბრუნება ან ევროპული ცივილიზაციის ნაწილად გახდომა....საქართველო ერთხელ შეცდა რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით(რომლის ანულირება რუსეთმა 1801წლის საქართველოში მეფობის გაუქმებითა და ანექსიით მოახდინა), მეორედ აღარ შეცდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2012 რეფერენდუმს რომელზეც საქართველომ უმრავლესობით გამოთქვა ნება რომ სურს ჩრდილოატლანტიკური ბლოკში ყოფნა კონსტიტუციით გააჩნია კანონის ძალადარწმუნებული ხარ, რომ რეფერენდუმი იყო ის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted September 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2012 http://s53.radikal.ru/i139/1209/ef/485435bab810.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.