planetanews Posted September 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2012 ”ახალი მემარჯვენეების” ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გორგილაძე სოფელ მახუნწეთის მოსახლეობას შეხვდა.წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობამ იმ პრობლემების გაცნობით დაიწყო, რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: ეს არის ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც ტრანსფორმატორის უქონლობის გამო პრობლემურია. ”21-ე საუკუნეში რომ შუქი კიდევ პრობლემაა, ეს ამ ხელისუფლებისთვის მეორეხარისხოვანია. მაგრამ მარტო ეს არ არის მახუნწეთელთა მთავარი პრობლემა : უმუშევრობა, ჯანდაცვის ხელმიუწვდომობა, განათლება – ეს არასრული ჩამონათვალია. ამიტომ მიგვაჩნია მემარჯვენეებს, რომ სწორედ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა და განსაკუთრებით ”თითო საწარმო ყველა სოფელში” არის გარანტია, რომ ადამიანები დასაქმდებიან და ოჯახები შეძლებულად იცხოვრებენ”- განაცხადა გელა გორგილაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts