planetanews Posted September 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/08/teaculukiani-300x225.jpg„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი წინასააჩევნო კამპანიას აგრძელებს. დღეს წულუკიანმა დადიანის 160 ნომერში, მე-11 სკოლის მიმდებარე სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობასთან ერთად, რომელიც ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, სოციალურ თანასწორობას და სამართლიან ტარიფებს გულისხმობს, დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო პრევენციულ მექანიზმებზეც ისაუბრა .„მე ვიბრძვი არა ჩემიანებისთვის, არა პირადი კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი ნაძალადევის უკეთესი მომავლისთვის. მე ვაპირებ 4 წლის მანძილზე ყველა თგვენთაგანის უფლება დავიცვა. ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა 20 დღე, ეს გარდაუვალია , ამისათვის კი ყველანი უნდა დავირაზმოთ და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან“_ მიმართა შეკრებილ საზოგადოებას თეა წულუკიანმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts