planetanews Posted September 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/08/chiora2-300x199.jpg„ნაციონალურმა მოძრაობამ” უწყებათაშორის კომისიას იმ დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია , რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან ჰქონდა ადგილი.როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უწყებათაშორის კომისიასა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ.ასევე, თაქთაქიშვილის თქმით, კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია “ინფო9″-ის საქმიანობაზე, რომელიც თაქთაქიშვილის თქმით, 8 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობისას ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაში ხელს აქტიურად უშლიდა..“კომისიას მივაწოდეთ ინფორმაცია ასევე 27 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, კერძოდ, ომალოში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, პეტრე ცისკარიშვილის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრისას “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ზვიადაურმა ცისკარიშვილის შეხვედრისას მანქანით ჩაიარა. ისინი სპეციალურად გაჩერდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს”, – აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.მანვე დასძინა, რომ მოითხოვს “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალურ მოძრაობას” მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ზომებს იღებენ, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts