planetanews Posted September 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/09/are-300x205.png საფეხბურთო მატჩის გამო, ხვალ ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობა შეიზღუდება-ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიამ მიაწოდა.მერიის ინფორმაციით, 14.00-15.00 საათის შემდეგ წერეთლის გამზირზე კარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება, აიკრძალება პარკინგი.19.00 საათიდან კი, მეტრო “წერეთლიდან” თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტება. სატრანსპორტო მოძრაობა ასევე შეწყდება ყიფიანისა და ცაბაძის ქუჩებზე.როგორც მერიაში აცხადებენ, სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ. ალტერნატიული მარშრუტების გაგება მერიის ცხელ ხაზზეა შესაძლებელი: 272 22 22.ასევე საგანგებო რეჯიმში იმუშავებს მეტროპოლიტენი. ერთი საათით გახანგრძლივდება სამუშაო დრო. კერძოდ, ღამის პირველ საათამდე იმუშავებს, რათა მგზავრები გადაიყვანოს. ასევე, დაემატება ვაგონები, რომლებიც 7 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, თამაში, 21:30 საათზე “დინამო არენაზე” გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts