Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - განათლების სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/ganatleba2-300x200.jpgმოვუწოდებთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და მუქარისაგან იმ ადამიანების მისამართით, რომელიც ემსახურებიან საგანმანათლოებლო სისტემას და უშუალოდ ზრუნავს მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდაზე , ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან განათლების სისტემის წარმომადგენელებზე თავდასხმები გაძლიერდა,. მათი მხრიდან ადგილი აქვს როგორც მასწავლებლების, ასევე დირექტორების დაშინებას, თავად პარტიის ლიდერი კი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პედაგოგებს დასჯითა და დაკავებით ემუქრება,

„2012 წლის 7 სექტემბერს კი სკოლის დირექტორის მიმართ მუქარის მორიგ ფაქტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლაშიადგილი ჰქონდა „ კერძოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა საჯარო სკოლის ტერიტორია. ამავდროულად, მან აქციაში ჩართო არასრულწლოვანი მოსწავლეები. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა სკოლის დირექტორისთვის, რომელმაც პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენელს სრულიად სამართლიანად სასწავლო დაწესებულების ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა თუმცა, აქციაში მონაწილეე სხვა პირებისაგან განსხვავებით, სკოლის დირექტორის მითითებას ხიდაშელის მკვეთრი პროტესტი მოჰყვა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს პასუხისმგებლობით დაემუქრა.“ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...