planetanews Posted September 10, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/09/didube-giorgi-lortqifanidze-memarjveneebi-300x199.jpg”ახალი მემარჯვენეების” დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა ლორთქიფანიძე სოხუმის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობა მას ამ ქუჩის ყველაზე მწვავე პრობლემაზე – ანტისანიტარიაზე ესაუბრა. ” ამ ქუჩის მცხოვრებთათვის ეს მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც ვერა და ვერ მოგვარდა. სოხუმის ქუჩის #7 -ში ოდესღაც ამოთხრილი ქვაბული ნაგვის ბუდედ არის ქცეული. აქ წყლის მილიც გასკდა და ტერიტორია დაჭაობდა, საიდანაც აუტანელი სუნი და კოღოები მთელს ქუჩას აწუხებს. ასეთი რამ წარმოუდგენელია დიდუბის ცენტრში და თავიდან ბოლომდე ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობას წარმოადგენს”,- განაცხადა გოგა ლორთქიფანიძემ. ის მოსახლეობას დაპირდა, რომ ამ საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე დააყენებს და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts