Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის გენ.მენეჯერის პრეტენზია კაციტაძეს


Recommended Posts

დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუკში,ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ,მამუკა კაციტაძის მიმართ,საკუთარი პრეტენზიები დააფიქსირა :

1.:))) ახლა მოვისმინე კაციტაძის განცხადება, თითქოს მე და ჩემი მეუღლე არ მოვხსნილვართ საკონსულო აღრიცხვიდან 2005 წლის შემდეგ!!! და ჩემს განცხადებას “აჟიტირებული” უწოდა.

ხომ არ იცის კაციტაძემ როგორ ვიყარე კენჭი ჩუღურეთის რაიონში ჩემი მისამართის მიხედვით 2008 წელს, ან როგორ ვიყავი რეგისტრირებული 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს?!

ასევე, თურმე მე უნდა მეზრუნა ჩემთვის უცნობი 3 ზედმეტად ჩაწერილი პირის ჩემი საცხოვრებელი მისამართზე რეგისტრაციის მოხსნაზე, ხოლო თუ არ იცი და ვერ იზრუნე, ასდუკის მოვალეობა “ამომრჩეველთა სიების დაზუსტება” ეს არ ყოფილა.

ნუ ნერვიულობთ, საქმით დაკავდით და შეცდომები გამოასწორეთ!

2.არ ან ვერ ჩერდება ბატონი მამუკა. არის ასეთი “საქართველოს კანონი საქართველოში მოქალაქეთა რეგისტრაციის წესის შესახებ” (ამ კანონის შემუშავების ჯგუფში ვიყავი ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და ვიცი კარგად!), რომლის მიხედვით პირი, რომელიც იცვლის საცხოვრებელ მისამართს 6 თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს ახალი საცხოვრებლის მიხედვით.

ასევე არსებობს “საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესი”, რომელიც კანონის შესაბამისად განასხვავებს “საკონსულო აღრიცხვას” და “რეგისრაციას” და რომელიც ამბობს, რომ ეს ორი რამ ერთი და იგივე არ არის და რომ საკონსულო აღრიცვაზე დაყენება არ იწვევს საცხოვრებელი ადგილიზე რეგისტრაციიდან მოხსნას. და რომ ამის შესაბამისად ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციამ უნდა გააუქმოს ძველი რეგისტრაცია, და ფაქტია, რომ ეს კანონი შევასრულე 2008 წელს და ნამდვილად, ამ დროიდან, კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული ვარ თბილისში.

პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი, მხოლოდ მისი “დათარიღება” არ არის, არამედ სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მოქალაქის იმ დროისათვის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის დადასტურებაა.

კითხვა, თუ რატომ ვიყავი “კარდაკარამდე” (2012 წ. 1 აგვისტომდე) რეგისტრირებული თბილისში, ხოლო “კარდაკარი”-ს შემდეგ – საზღვარგარეთ, კვლავ ღიად მრჩება.

მომწონს პროგრესი – საჯაროდ პირობა მივიღე, რომ “კარდაკარი”-ს შემდეგ “რეგისტრირებული” 3 უცხო პირი, აუცილებლად მოიხსნება რეგისტრაციიდან.

3. რაში ჭირდება კაციტაძეს ტყუილი, როდესაც საჯაროდ აცხადებს, რომ მე 2005 წლიდან კვლავ ისრაელში საკონსულო აღრიცხვაზე ვიმყოფები და რატომ მწამებს ცილს, რომ თითქოს მე 2005 წლის შემდეგ არ მოვხსნილვარ საკონსულო აღრიცხვიდან და არ განმიხორციელებია რეგისტრაცია თბილისში და რატომ უწოდებს ჩემს სამართლიან მოთხოვნას “აჟიტირებულს”?!

ეს არის ჩემი პირადობის მოწმობა, რომელიც 2009 წელს არის გაცემული და რომლის მიხედვითაც სამოქალაქო რეესტრის მიერ მე თბილისში ვარ რეგისტრირებული.

კვლავ ვსვამ კითხვას – რატომ აღმოვჩნდი 2012 წლის აგვისტოში, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, საზღვარგარეთ.

ვითხოვ, გამოსწორდეს ჩემგან დამოუკიდებელი “შეცდომა” და საარჩევნო სიაში შევიდეს შესწორება, სადაც აღარ იქნება მითითებული, რომ ვიმყოფები საზღვარგარეთ.

და ბოლოს – რატომ ნერვიულობს კაციტაძე?!

და სულ ბოლოს – ჩემი რჩევა: რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ აჟიტირებულად, მით უფროანაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

აღნიშნული განცხადებები ლაშა ჟვანიამ , ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განათავსა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...