planetanews Posted August 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2012 ალბათ, ყველას გახსოვთ,ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ინტერვიუ ია ანთაძესთან,სადაც მან თქვა,რომ “შუა უნდა გაიკრიფოს”. დღევანდელი გადმოსახედიდან,შუა უკვე გაკრეფილია ! გაკრეფილია სწორედ იმ გაგებით,რა გაგებითაც ივანიშვილმა თქვა. კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის პოლიტიკაში შემოსვლამდე,ასე თუ ისე ფსევდო ოპოზიცია ინარჩუნებდა ოპოზიციურ სახეს და ფართო მასებისათვის ისინი რეალურ ოპოზიციად რჩებოდნენ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ძალიან მალე, ლეგენდა, სხვადასხვა “ოპოზიციური” ძალების ხელისუფლებასთან თუნდაც კონსტრუქციული დაპირისპირების შესახებ,დაინგრა.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/396066_466792233345680_532431663_n.jpgგიორგი თარგამაძის ფსევდო ოპოზიციონერობის შესახებ,მანამდეც ცნობილი იყო,თუმცა ის იმდენად არ აქტიურობდა რეალური ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ,რამდენადაც დღეს.დარწმუნებული ვარ,ეს სწორედ იქიდან იყო გამოწვეული,რომ სააკაშვილის სკამს საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც კი მიშას გუნდის ხელისუფლებაში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თარგამაძე მაშინვე “მინი მიშად” გადაიქცა. ეს იგრძნობა როგორც მის პიარ სვლებში (ავტობუსის ტარება და ა.შ…) ისე მის რიტორიკაში. “ქდმ-ს” ლიდერის წარსული რომ საკმარისზე მეტად ბუნდოვანია, უფრო სწორად ამაზრზენი, ამაზე მრავალგზის თქმულა და დარწმუნებული ვარ,მრავალგზის ითქმება , თუ რა თქმა უნდა ოქტომბრის შემდეგ თარგამაძე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ აქტიურობას გააგრძელებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს,რომ თარგამაძე,როგორც ჟურნალისტი,ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი და პატივსაცემი იყო,თუმცა მან აბსოლუტური დეგრადირება განიცადა პოლიტიკაში “გადახტომის” შემდეგ , პატარკაციშვილიც დაივიწყა და იმედის დარბევაც,სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/55740.jpgთორთლაძეზე,”ედპ-ზე” და მსგავს უფუნქციო და უსახურ წარმონაქმნებზე,ვთვლი რომ არ უნდა შევჩერდე. ასეთივეა ჩემთვის ლეიბორისტული პარტია,თუმცა ერთ-ორ სიტყვას მაინც ვიტყვი მათზე. ძვირფასო შალვა ჰუდ (მდიდარს წავართმევ,ღარიბს მივცემ) და ძვირფასო ლეიბორისტებო,თქვენი ამბავი ჩემთვის,ახალგაზრდა ბიჭისთვის,რომელიც დიდად არ არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში,დიდი ხანია ცნობილია. ცნობილია იმ მარტივი მიზეზით,რომ კარგად ვიცნობ ჩვენს უახლეს პოლიტიკურ ისტორიას,კარგად ვიცი,თუ რა თამაშს თამაშობდით შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს,შემდეგ როგორ დაუთმეთ სააკაშვილს საკრებულოს სკამი (საიდანაც სააკაშვილი “გაიქაჩა”) და ახლა როგორ ცდილობთ ებრძოლოთ ივანიშვილს,რომლისთვისაც თქვენ გაკოტრებული პოლიტიკოსები ბრძანდებით დ არც თქვენთან თანამშრომლობა სჭირდება და არც თქვენი ყიდვა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს , მის მიმართ არასოდეს,არცერთი წამით არ ვყოფილვარ დადებითად განწყობილი.არც მაშინ,როცა ხელისუფლებაში იყო და მიშა “რკინის ლედს” უწოდებდა და არც ახლა,როცა ოპოზიციაშია.მიუხედავად იმისა,მე მომწონს ბურჯანაძე თუ არ მომწონს,უნდა ვთქვა,რომ მისმა გადაწყვეტილებამ,არჩევნებში არ მონაწილეობის შესახებ, სასიამოვნოდ გამაკვირვა. იმაში რა თქმა უნდა ეჭვი არ მეპარება,რომ ბურჯანაძე ნამდვილად ოპოზიციონერია და ზემოთ ნახსენები ადამიანების მსგავსად სააკაშვილის თამაშს არ თამაშობს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს და ძალიან მიხარია,რომ ეს ორი ადამიანი “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობს.და ბოლოს , საწყენია,რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე არ (ან ვერ) მოხვდა “ოცნებელების” რიგებში. მე მას არ ვიცნობ,თუმცა ყოველთვის დადებითად ვიყავი და ახლაც დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ.P.S ძალიან მინდა,ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკას დაუბრუნდეს . View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts