Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: ეკლესია და პოლიტიკა


Recommended Posts

ქართული საზოგადოებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. ამის ნათელი დადასტურებაა იმ არაერთი კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში ტარდება. კითხვაზე თუ ვინ არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში 90%-ზე მეტი ეკლესიისა და მისი მეთაურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სასარგებლოდ სცემს პასუხს.

არვიცი რამდენად რეალურია ეს რიცხვები, მაგრამ თუ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის განცხადებებსა და ქმედებებს მივადევნებთ თვალს, ამაში ნამდვილად დავრწმუნდებით. ყველაფერი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთერთი მთავარი დაპირებით დაიწყო, რომლის მიხედვითაც გამარჯვების შემთხვევაში ქდმ და გიორგი თარგამაძე საპატრიარქოსთვის დაფინანსების 4-ჯერ გაზრდას აპირებს.

ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვას არც ნაციონალური მოძრაობა ერიდება.

ამის მაგალითები არაერთია, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში.

1) დიდგორობა, რომელიც პრეზიდენტმა ნაც. მოძრაობის პირად დღესასწაულად გამოაცხადა.

2) ბახმაროში დოღი, რომელსაც უხსოვრი ისტორია აქვს, და ფერიცვალობის დღესასწაულს უკავშირდება.

3) ბაგრატის ტაძარზე ჯვარის აღმართვა. პროცესში სააკაშვილმა პირადათ მიიღო მონაწილეობა.

ნაციონალურ პოლიტიკაში მარტივი წესებია: თუ პრეზიდენტი და პარტია არ მოგწონს, ე.ი ჩემიანი არ ხარ, შენ ჩარეცხილი ხარ, რუსეთუმე და წარსულის გადმონაშთი. დიახ, ეს ეხება ყველას, ვინც გზების დაგებითა და პლეხანოვზე კედლების “შეკერვით” არ არის კმაყოფილი. პარტიამ ეს პოლიტიკა ეკლესიაშიც შეიტანა. პირველი სამიზნე რუისელ-ურბნისელი მეუფე იობი აღმოჩნდა, თავისი ეპარქიის სამღვდელოებითურთ. მეუფე კოალიცია ქართული ოცნების გორისა და მცხეთის აქციებს დაესწრო, ბიძინა ივანიშვილი დალოცა და გამარჯვება უსურვა.

ამას მოყვა ბინძური კამპანია მეუფე იობის წინააღმდეგ, პარტიის მიერ დაკვეთილი – რასაკვირველია შემსრულებელი აქაც ნაცნობია – სახელისუფლებო ტელევიზიები(რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი), რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა აქტიურად იყენებს საკუთარ საარჩევნო კამპანიაში.

თითქოს სასულიერო პირს არ აქვს უფლება სამოქალაქო პოზიცია გამოხატოს, ეს პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავსო, და ამისთვის სინოდმა სპეციალური გადაწყვეტილებაც მიიღო, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირს ეკრძალება აქციებზე გამოჩენა.

მოდით ისტორიას გადავხედოთ. თევდორე მღვდლით დავიწყებ, რომელმაც მტრის შემოსევის დროს ანაფორა გაიხადა, იარაღი აიღო და ასე დახვდა დამპყრობელს. შემდეგ იყო ამბროსი ხელაია, რომელიც აქტიურად ერეოდა დამოუკიდებელი საქართველოს ქართულ პოლიტიკურ ველში. პატრიარქმა საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გააგრძელა პოლიტიკაში ყოფნა დიპლომატიური საქმიანობით. შევეხოთ გიორგი ჭყონდიდელსაც, რომელიც იმდენად აქტიურად იყო ჩართული დავით აღმაშენებლის დროს ჩართული პოლიტიკაში, რომ მწიგნობართუხუცესის თანამდებობაც მიიღო. (მაშინ ორივე თანამდებობა, ჭყონდიდელობაც და მწიგნობართუხუცესობაც, საკმაოდ მაღალ იერარქიას უსვამდა ხაზს).

ბოლოს კი ჩვენს პატრიარქზე ვისაუბრებ, იგიც აქტიურად არის პოლიტიკაში ჩართული, ამის ნათელი მაგალითია მისი ავტორიტეტი მსოფლიო პოლიტიკოსებში. მინდა გავიხსენო პერევის ამბებიც, როდესაც სოფელი რუსების მიერ იყო ოკუპირებული და პირადათ პატრიარქის მოსკოვში ვიზიტისა და მოლაპარაკებების შემდეგ, მათ გაიყვანეს ამ სოფლიდან ჯარები. განა ეს არ არის პოლიტიკა?

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/31aa27346c49d5894372be0a1545f563.jpg

მე ნამდვილად არ ვარ მომხრე ეკლესიის პოლიტიზირების, რასაც პირველ რიგში ახდენს ნაციონალური მოძრაობა. ამის მაგალითები ზევითაც დავწერე. მაგრამ საგანგაშო ის არის, რო გაურკვეველი ლობისტურკი კავშირების გამოყენებით, ხელისუფლება ცდილობს ეკლესია გაყოს. ტაძრების “გახსნით” კი ნაციონალური მმართველობა ეკლესიის საკუთარ PR-ში ჩართვას აქტიურად აპირებს.

ამავე დროს ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ეკლესიით მანიპულირებას, მაშინ როდესაც კაცმა რომელმაც სამების საკათედრო ტაძარი ააშენა, მის კურთხევაზე მხოლოდ იმიტომ არ მივიდა, რომ არ სურდა მისი ქველმოქმედების პრეზენტირება. ხოლო ქართველების დიდმა ნაწილმა ოქტომბრამდე არც კი იცოდა სამების აღმშენებლის ვინაობა.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...