planetanews Posted August 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 25, 2012 http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/388117_343362089078608_2048487128_n.jpgმეგობრებო, მიშა და მისი “იდეოლოგები” თავიანთ გამოსვლებში და დებატებში იმეორებენ “ნაცებისთვის” ჩვეულ საოცრად აბსურდულ ბრალდებებს – რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” სურს საქართველოს წარსულში დაბრუნება, ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შეფერხება, კრიმინალების ციხიდან გამოშვება, კორუმპირებული სისტემის აღდგენა და ასე შემდეგ… მართალია, ამ სულელური, უსაფუძვლო და არაარგუმენირებული, უსამართლო ბრალდებების არავის არ სჯერა, მაგრამ მიშას სხვა გამოსავალი არ აქვს – მან უნდა გამოიყენოს ნებისმიერი ბინძური მეთოდი მთავარი კონკურენტის გასანეიტრალებლად. შეიძლება ზოგიერთს გაგიკვირდეთ, გაგეცინოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ზემოთ აღნიშნული ე.წ. ქვეყნის წარსულში დაბრუნების საბრალდებო “შავი-პიარი” პლაგიატობით გამორჩეულმა მიშამ, თავის “იდეოლოგებთან” ერთად “მოიპარა” ბილ კლინტონისგან და ისინი გააფთრებულები, თუმცა უშედეგოდ, მიმართავენ ათასგვარ ბინძურ მეთოდებს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მისაღწევად…ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც, რა შუაშია მეგობრებო, ბილ კლინტონი? შეგახსენებთ, რომ 1996 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ბილ კლინტონმა თავისი ძლიერი მეტოქე – ბობ დოული წარმოაჩინა ადამიანად, რომელიც თითქოს პროგრესის მოწინააღმდეგე იყო და რომელსაც თითქოს ამერიკის წარსულში დაბრუნება სურდა, რითაც დოულის ნეგატიური იმიჯის ჩამოყალიბება მოხდა. (დოულმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ის იქნებოდა ერთგვარი ხიდი ამერიკის წარსულთან, რაშიც ის უბრალოდ გულისხმობდა, ამერიკის დიდების აღდგენას, ღირსეულ ეპოქას და ა.შ… თუმცა მისი ეს გამონათქვამი ბილ კლინტონმა თავის სასარგებლოდ და დოულის საწინააღმდეგოდ გამოიყენა…)მიშას ალბათ არ სურს იმის დაჯერება, რომ დღეს საქართველოში სულ სხვა რეალობაა, ახლა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებია და მას ყავს დაუმარცხებელი მეტოქე, მისგან განსხვავებით, სუფთა წარსულისა და ძლიერი რეპუტაციის მქონე ღირსეული ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი, რომლის გამარჯვება ისეთივე გარდაუვალია, როგორც შემოდგომის დადგომა… სასოწარკვეთილებაში მყოფ მიშას არც იმის აღიარება სურს, რომ საქართველოში, თამამად შეიძლება ითქვას – ბოლო 10 წლის მანძილზე მომხდარი უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი პროგრესი და განვითარება პირდაპირ უკავშირდება ერთი ადამიანის სახელს – ბიძინა ივანიშვილს! მიშას არც იმის აღიარება სურს, რომ სწორედ, ბიძინა ივანიშვილის თანადგომითა და დაფინანსებით განხორციელებული პოლიციის რეფორმა (საპატრულო პოლიცია), ჯარის რეფორმა (სამხედრო ბაზების მშენებლობა, ჯარის ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯარისკაცების სრული ეკიპირება და აღჭურვა) 400 სკოლის რემონტი და კომპიუტერიზაცია, 550 ეკლესია-მონასტრის აღდგენა-რესტავრაცია, ათეულობით თეატრებისა და მუზეუმების გადარჩენა და მათი რეკონსტრუქცია, უამრავი სპორტულ, კულტურული თუ გასართობი ცენტრების (დიდველის სამთო-სათხილამურო კომპლექსები, ატრაქციონების პარკები, დელფინარიუმის მშენებლობა, ბაღებისა და საზოგადოებრივ-კულტურული ადგილების მოწყობა…), სოფლის მეურნეობის განსავითარებლად 1 მილიარდი დოლარის სახელმწიფოსათვის უანგაროდ შეთავაზება, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 100 მილიონი დოლარის უანგაროდ შეთავაზება, თბილისში ახალი უფასო რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა და ქვეყნის ყველა რეგიონში ასევე უფასო საავადმყოფოების მშენებლობა, შემდგომში მათი ფინანსირება, თანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, საუნივერსიტეტო ქალაქის (კამპუსის) მშენებლობა, ათიათასობით ადამიანის ფინანსური დახმარება და მათი ხელშეწყობა, უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და მრავალი სხვა… უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ კაცს – ბიძინა ივანიშვილს! მიშას არ სურს იმის აღიარება, რომ 2004 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ყველა ამ პროგრესული პროექტის ავტორი და დამფინანსებელი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი! დიახ, ბიძინა ივანიშვილი აშენებდა და აძლიერებდა ქართულ სახელმწიფოს! დიახ, ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ქართველ ხალხს! დიახ, ბიძინა ივანიშვილი აშენებდა ქვეყანას და არა მიშა! მეგობრებო, მიშა ამ ყველაფერს მხოლოდ იბრალებდა! მიშა ატყუებდა ქართველ ხალხს, რომ თითქოს ის აკეთებდა ამ ყველაფერს და არა ბიძინა ივანიშვილი. დიახ, სწორედ მიშა არის შენიღბული დესტრუქტორი და ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი! მტიცება არ სჭირდება, რომ მიშას, თავის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რეალურად არავითარი სარგებელი არ მოუტანია ხალხისთვის, ქვეყნისთვის, ამ ბოლო 9 წლის მანძილზე რეალურად არავითარი შვება არ უგრძვნია მოსახლეობას, (თუ რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით 21-ე საუკუნის საქართველოში მიშას მიერ ხალხისათვის ყოველდღიურად დამადლებულ გაზს, დენსა და წყალს, რომელიც თანამედროვე დროში მცხოვრები ადამიანისთვის ელემენტარულზე ელემენტარული საარსებო პირობაა და რომელთა უზრუნველყოფაც უშუალოდ მიშას, როგორც ქვეყნის პირველი პირის პირდაპირი მოვალეობაა, მისი ვალდებულებაა!!!) პირიქით – მიშამ, თავის “იდეოლოგებთან” ერთად ქვეყნის, სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევა განაგრძეს! შევარდნაძის შემდეგ სწორედ მიშამ გააგრძელა ხალხის გაღატაკება, დაშინება-დამონება და ერის დეგრადირება…რა თქმა უნდა, მიშას არ სურს გაიაზროს, რომ დღეს სულ სხვა რეალობაა ქვეყანაში, რომ მას ვერანაირი “შავი-პიარის” ანალოგიები ვეღარ უშველის, რადგან მისი და ნაციონალური პარტიის დამარცხება გარდაუვალია!ჩვენ, ყველამ ერთად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავასრულოთ ჩვენი ქართული სახელმწიფოს ნგრევა და ხალხის განადგურება, ეს უსამართლობა… ოქტომბრის არჩევნებში ხალხმა უნდა მოიპოვოს რეალური თავისუფლება და აღადგინოს სამართლიანობა, ხალხმა უნდა გაიმარჯვოს ბიძინა ივანიშვილთან ერთად!შეგახსენებთ,ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ “ქართუს” ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts