planetanews Posted August 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2012 რომ არა ივანიშვილი…ამაზე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ,უფრო ზუსტად,მას შემდეგ,რაც მივხვდი,რომ ამ კაცს სააკაშვილის შეცვლა შეუძლია და ამასთან,ქვეყნის ისე მართვა,რომ ქართველმა ხალხმა რეალურად იგრძნოს თავი ბევრად უკეთ,ვიდრე დღეს გრძნობს.რა თქმა უნდა ამ პოსტში არ ვილაპარაკებ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებებზე,ამ პოსტში ვილაპარაკებ იმაზე,თუ როგორ განვითარდებოდა საქართველოში პოლიტიკური მოვლენები,ბიძინა რომ არ შემოსულიყო პოლიტიკაში,ანუ ჩემეულ ხედვას გაგაცნობთ.მიხეილ სააკაშვილი რომ ძალიან მშვიდად განაგრძობდა ქვეყნის მართვას (?!) , ეს ცხადია. დღეს,საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ დაინახა,ვინ არის ფსევდო ოპოზიცია და ვინ რეალური ოპოზიცია. ასე მკაფიოდ არ გამოჩნდებოდა,თუ რა და ვის თამაშს თამაშობს “ქდმ”, ასე კარგად არ გამოჩნდებოდა,თუ რას წარმოადგენს “ლეიბორისტული” პარტია. ასე ადვილად ვერ ჩამოვგლიჯავდით ნიღაბს “ახალ მემარჯვენეებს,” რომელიც დღეს პირადად ჩემთვის , ნაც.მოძრაობის შვილობილ პარტიას წარმოადგენს. არამხოლოდ პარტიები,პირადად ჩემს გარშემოც ძალიან ბევრმა ადამიანმა “იცვალა სახე”, თურმე,ძალიან ბევრი ყოფილა პარტიული,”ღრუბელ-ღრუბელ,მალვით…” თუმცა, ეს ყველაფერი, მთავარი მაინც არ არის.მთავარია,რომ მსოფლიო ვერ დაინახავდა,თუ რას წარმოადგენს რეალურად მიხეილ სააკაშვილი. დღეს ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ყველამ დაინახა,თუ როგორ ინიღბებოდა სააკაშვილი და მისი პარტია დემოკრატიის ნიღბით. ქვეყნის შიგნით,საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ მაინც იცოდა,რომ მიშა დემოკრატი კი არა,ჩვეულებრივი დიქტატორია. თუმცა,მსოფლიოსთვის ეს ასეთი აშკარა ნამდვილად არ იყო.”მასთ ქერის” ამოქმედებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საზოგადოებაზე . რა თქმა უნდა,”რუსთავი 2-ის” და “იმედის” “დაბოლებების” შემხედვარე,ხალხს ეგონება,რომ ყველაფერი კარგად იყო და ქვეყანა მხოლოდ ერთი,აღმშენებლობის მიმართულებით მიდიოდა. დღეს ყველამ იცის,თუ როგორ უსწორდება მიხეილ სააკაშვილი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.ყველამ დაინახა,თუ როგორ ცდილობენ მისი ქვეშემრდომები იმ სავსებით ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაძაბვას და ჩაშლას,რომელიც ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრაში მდგომარეობს.დავინახეთ,თუ რაზეა წამსვლელი სააკაშვილი მაშინ,როცა მის სკამს საფრთხე ემუქრება.თუმცა,ჩემი აზრით,სამწუხაროდ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და ეს მხოლოდ “ჟურნალი” იყო,”ფილმი,” აწი დაიწყება.ერთი რამ ცალსახად შემიძლია ვთქვა.ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ შემოსულიყო,კიდევ ძალიან დიდი ხანი მოგვიწევდა მიხეილ სააკაშვილის ატანა და ვინც ვერ გავუძლებდით,ყველანაირი გზით ვეცდებოდით საქართველოდან გაღწევას. ისიც ცალსახაა,რომ მიხეილ სააკაშვილი არასოდეს არ შეიცვლებოდა და თუ შეიცვლებოდა,ეს ცვლილება იქნებოდა ფორმალური და რეალურად,კვლავ სააკაშვილი გააგრძელებდა ქვეყნის მართვას,მის ქვეშემრდომებთან ერთად. დღეს რომ პოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად შეცვლილია,ვიდრე ეს იყო 2003 წლიდან დღემდე,ფაქტია. მიხეილ სააკაშვილს ასეთი ძლიერი ოპოზიცია,როგორიც დღეს ყავს , არასოდეს ყოლია და მიუხედავად იმისა,რომ პატივს ვცემ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს და ივანიშვილის შემდეგ,განსაკუთრებით,ირაკლი ალასანიას,ფაქტია,რომ ბიძინას გარეშე , ეს პარტიები , თუნდაც ყველა ერთად აღებული,ვერ მოახერხებდნენ იმდენს , რამდენსაც ახერხებენ დღეს.პირადად მე მადლობელი ვარ ამ კაცის,მადლობელი ვარ იმიტომ,რომ სასწორზე დადო მთელი მისი სრულიად უზრუნველყოფილი და მშვიდი ცხოვრება,მაშინ,როდესაც შეეძლო,ეცხოვრა ძალიან მშვიდად მასაც,მის შვილებსაც და თუ მისი შვილები ჭკვიანად მოიქცეოდნენ , მის შვილიშვილებსაც და ა.შ… http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ) სასწორზე დადო ერთადერთი მიზნით,უნდა,რომ საქართველო დააყენოს რეალური დემოკრატიის,რეალური განვითარების გზაზე,ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და სწორედ ამიტომ,მე ბოლომდე ვიქნები იმ ბრძოლაში ჩართული,რასაც უსამართლობის,უიმედობის,ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ქვია… View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts