planetanews Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/196717_253338391436271_621544928_n.jpgგუშინ, 15 საათზე კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, საპარლამენტო სიის პრეზენტაცია მოახდინა. როგორც იცით კოალიცია საკმაოდ მრავალფეროვანია, შესაბამისად სიის გაცნობისასაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მრავალფეროვნება თავს იჩენდა. საარჩევნო ბლოკში 3 სრულუფლებიანი წევრია: “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”, “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტი”, ამავე დროს კოალიციის ცალკეული წევრები არიან, კონსერვატიული და ხალხის პარტიის ლიდერები, ასევე ეროვნული ფორუმი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი. ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის დასაწყისი ასე გამოიყურება:1. კახა კალაძე2. მანანა კობახიძე3. ირაკლი ალასანია4. დავით უსუფაშვილი5. გოგი თოფაძე6. გუბაზ სანიკიძე7. ზვიად ძიძიგური8. ივანე კიღურაძე9. დავით საგანელიძე10. ირაკლი ღარიბაშვილი11. კობა დავითაშვილი12. გია ჟორჟოლიანი,13. გიორგი გაჩეჩილაძე14. მაია ფანჯიკიძემთელი გუშინდელი დღე სოციალურ ქსელებში ხალხის განწყობებს ვაკვირდებოდი. სიმართლე გითხრათ, უკვე ჩამოყალიბებული ოპოზიციური ელექტორატისგან სრული თანხმობის პოზიცია არის ივანიშვილის სიის განხილვისას. შეიძლება ითქვას ყველაზე კრიტიკოსი მეოცნებეებისგანაც სრულიად პოზიტიური დამოკიდებულება იგრძნობოდა.რაც შეეხება ნაციონალების მომხრეებს, ისინი კალაძის “პირველნომრობას” ირონიით იხსენიებდნენ, სხვა შენიშვნები კი პრინციპში არც მათგან მოდიოდა.ცალკე თემაა, მე როგორ წარმომედგინა ოცნების სია, მაგრამ კალაძის ადგილზე ამ სიაში და ამაზე ნაციონალურმა რეაქციამ ჩემი ვარაუდები გაამყარა. თუ რა ვარაუდები ამას ეხლავე გეტყვით.კალაძე პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია, ანუ ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრი. კოალიციის ლიდერის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცნობადი სახე, ამავდროულად პოლიტიკაში შემოსული ფიგურა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ – ახალი სახე, ახალი სისხლი, თუ რაც გინდათ ის, რასაც ასე ძალიან ითხოვს როგორც ე.წ ნეიტრალები და ასევე უდიდესი რაოდენობის ოპოზიციური ელექტორატი.კახი კალაძე – იტალიური მილანის ცენტრალური მცველი, წლების განმავლობაში ევროპული გრანდის ღირსებას იცავდა, 2-ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. იცის პრინციპების ფასი და გამარჯვებისთვის ბრძოლა.რატომ კალაძე?გარდა ზემოთჩამოთვლილი არგუმენტებისა კალაძის კოალიციის სიის პირველნომრობას სხვა დატვირთვაც აქვს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სიის 50% ახალი პარტიის ანუ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებს უნდა დაეკომპლექტებინათ. ათეულში კი პარტიის ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ. ეს წესი, სამართლიანად შესრულებულიყო, საჭირო პირველი ნომერი ყოფილიყო ვინმე სხვა, მეორე კი მანანა კობახიძე(ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო), ირაკლი ალასანია(თავისუფალი დემოკრატები), შემდეგ დავით უსუფაშვილი(რესპუბლიკური პარტია) და ა.შ.ასე რომ ჩემი აზრით კახი სიის ლიდერობის შესანიშნავი ვარიანტი იყო.სიის დასაწყისის ისე გადანაწილად, როგორც ლიდერმა განმარტა. პროპორციაც ნათლადაა დაცული, ყოველი 4 წევრიდან 2 ახალი პარტიის სახეა.საინტერესოა თქვენი აზრიც, შეგიძლიათ კომენტარებში დააფიქსიროთ – რას ფიქრობთ ქართული ოცნების საპარლამენტო სიაზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts