Jump to content
Planeta.Ge

newstime.ge: My Political Estabishment – თავიდან ფეხებამდე


Recommended Posts

http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/09/582684_404748692920153_992996381_n.jpg

“პოლიტიკა ბინძური საქმეა შვილო” – ეს სიტყვები პირველად მაშინ გავიგე როცა პირადათ დავადასტურე, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავირიცხე. 1 წლის წინ. არვიცი ჩვენმა, ერთმა უწყინარმა ფაკულტეტის სახელმა, რატომ გამოიწვია ამდენი მღელვარება, მაგრამ ფაქტია, რომ კარგა ხანია ყველა “ისე” მიყურებდა. მე არ მიკვირდა, რადგან ამას დაბალ დონის სამოქალაქო ცნობიერებას ვუკავშირებდი. ჰო, იმ სიტყვების ავტორი ბაბუაჩემი იყო.

არა, სამოქალაქო ცნობიერების აღქმა, რომ საზოგადოებრივი კრიზისის საკითხია ეს ამბავი პირველად ალბათ არც თქვენ გესმით. ნუ, არც მე დავიწყებ ამ აღქმის, უფრო სწორად აღუქმელობის კრიტიკას. ეს საზოგადოების ბრალი იყო, რომელიც მაშინ იყო.

რა ხდება დღეს?

საზოგადოერივი ცნობიერება არანაკლებ დაბალ ნიშნულზეა ვიდრე ეს ჩვენი ბაბუების დროს იყო. ასე რომ, წარსულზე ლაპარაკით თავს აღარ მოგაწყენთ. რეალობაზე ვისაუბრებ. გაიგე ის, რაც ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე.

15 წლის არც ვიყავი, როცა მეგობრები “პოლიტიკოსს” მეძახდნენ, მხოლოდ იმიტომ დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკური ნიუსებითა და კარგად ვსწავლობდი ისტორიას. როცა სხვები Counter Strike-ს თამაშობდნენ მე გაზეთებს ვკითხულობდი. ამ დროიდან უკვე მქონდე ჩემი აზრი და შესაბამისად პოზიციაც სხვადასხვა ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებით.

ამ დროს ზოგი დამცინოდა, ზოგს უკვირდა რატომ უნდა ვყოფილიყავი ამ ასაკში მაგალითად საპარლამენტო არჩევნებით, ან აშშ-ს არჩევნებით, ან ეკონომიკური პოლიტიკით. მე ვთვლიდი, რომ სულაც არ მქონდა რაიმე კავშირი პოლიტიკასთან, უბრალოდ მქონდა ჩემი პოზიციები, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მქონდა ინფორმაცია.

როცა ჩავაბარე, ხალხი ისე მიყურებდა თითქოს, აშშ-ს რომელიმე პოლიტიკურ სკოლაში ვსწავლობდი. არადა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუში მეტნაკლებად “ბულკი” ფაკულტეტია. ანუ სახელს დიდწილად ვერ ამართლებს აქტივობის მხრივ. დიდწილად რადგან ვამბობ, ე.ი არსებობს კიდევ რაღაც სხვაც. ეს ის სხვაა, რასაც ორთქლის გამოშვება ქვია და მერე ამ ორთქლში ჩახრჩობა. ანუ ისტორიულად წმინდა ქართული პონტი. ეს კარგად გამოჩნდა თვითმართველობის არჩევნებზე.

ამ ორთქლის გამოც კი ჩვენი ფაკულტეტი თსუში გამორჩეულია და ძალიან მიყვარს. თამამად ვადასტურებ, რომ 1 წლის შემდეგ ვარ იქ სადაც უნდა ვიყო. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქ იდეალური სწავლაა, რომ დაამთავრებ მერე სამსახური გარანტირებული გაქ, ძლიერი სპეციალისტი იქნები და ასე შემდეგ.. არა, ძალიან შორს ვარ. მაგრამ ამით თსუს კი არ ვლანძღავ, არამედ რეალობას. აქ რაღაც-რაღაცეები ვისწავლე და კმაყოფილი ვარ ამით.

“პოლიტიკაფობია” უნივერსიტეტშიც გრძელდება, ოღონდ ბევრად მეტი ეფექტითა და ხმაურით. “შენ პოლიტიკა გაინტერესებს? რატომ? სხვა საქმე არ გაქვს? წადი, დალიე!” ესეც კადრები აქაური რე-აქციებიდან.

თუმცა მე ამ აზროვნებას არ დავუკავშირებდი უშუალოდ პოლიტიკისადმი unpolite დამოკიდებულებას. ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაუცხოვებას ნიშნავს. ამაზე ადრეც მისაუბრია, როცა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ვწერდი.

http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/09/mega-wallpapers-collection-n5-37.jpg?w=593&h=370

ახლა რეალობა განვიხილოთ. დღეს პოლიტიკური სპექტრი იმდენა პოლარიზებულია, რომ ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება, ვარდების რევოლუციის დროს, რომ ვიხსენებ იყოთუ არა მაშინ ამაზე უფრო მძაფრი ორპოლუსიანობის შეგრძნება.

არვიცი ალბათ არა. დღეს პოზიციების გაყოფა შეინიშნება ყველგან, დაწყებული ტელევიზორის მონიტორიდან, გაგრძელებული ვებ-საიტებამდე და საბოლოოდ გაყოფილია საზოგადოებაც. მე არ ვიტყვი ვის რამდენი მხარდამჭერი ყავს, რადგან სუბიექტური შეიძლება ვიყო, თუმცა შეგიძლიათ გადახედოთ სოციოლოგიას და უბრალოდ ციფრებს სტატისტიკიდან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პოლიტიკა უკვე ჩვენს ცხოვრებაშია, ის ურთიერთობებს ქმნისა და წყვიტავს.

რამდენიმე დღის წინ ერთერთმა საჯარო მოხელემ, როცა მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ვიყავი მითხრა, გულისტკივილით მითხრა, რომ დღეს საზოგადოება ძალიან პოლიტიზირებულია, თან დასძინა ახალგაზრდები რატომ უნდა იყვნენ პოლიტიკით დაიტერესებულიო.

ამაზე მარტივი პასუხი მაქვს, თითოეული ადამიანის, ადამიანთა ჯგუფისა თუ უბრალოდ რომელიმე კლასის ინტერესთა დარღვევა საქართველოში პოლიტიკას ეხება უკვე. ეს კარგი, მაგრამ უარესი პრობლემაა, ის რომ ამ ინტერესთა დაბალანსებაც უშუალოდ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს თვითმართველობა. ეს მარტო ახალგაზრდებს არ ეხებათ. ასეთი იყო ჩემი პასუხი, იმ საჯარო მოხელისადმი, რომელმაც თითქოს ჩემი მისამართით აგრესია “გამოისროლა”. (ყოველშემთხვევაში მე ასე ვიგრძენი)

ჩემი აზრით დღეს ელექტორატის მინიმუმ 95%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს ვის აძლევს ხმას. პოზიციები გამოკვეთილია ჩემშიც. პრინციპში ამიტომაც ვუჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას.

რა ხდებოდა ქართული ოცნების დაბადებამდე ჩემთან?

ზაფხული იყო უკვე, როცა დავიწყე მომავალ პოლიტიკაზე ფიქრი, 1 წელიწადში არჩევნები იყო. არა სიმართლე გითხრათ იმ რეალობიდან, რაც მაშინ იყო დიდი საფიქრელი არც არაფერი იყო, წარმოდგენლი მქონდა სტანდარტული პუტინიზაცია, სკამების კარუსელი, ქდმ და კოლეგა ფსევდო ოპო პარტიები 20% ჯამში და 80% ნაციონალები.

მე ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი არ მქონდა. არ გეგონოთ, რომ არ შემეძლო პარტიის მშობლიურ სამკვეთლოზე მოხვედრა, ან სტუდენტური თვითმართველობის ლიდერად ჩამოყალიბება, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, რომ ამას აზრი არ ექნებოდა. თუ აქტიურ ცხოვრებაში ჩავერთვებოდი, ნელნელა პრინციპული შეუთავსებლობა მაინც მოხდებოდა ჩემსა და მათ შორის. ანუ მთელი დროის მანძილზე “ნაგროვებს” ერთად გახეთქავდნენ და ეს შეიძლება ჩემი სიკვდილითაც დასრულებულიყო. რაზეც მე არ წავიდოდი.

რას ნიშნავს პრინციპული შეუთავსებლობა? ყველაფერს იმას რასაც აკეთებენ დღეს. ამას მე ვერასოდეს გავაკეთებდი, არ შემეძლო, დამეჭირა, ჩამეშვა, მომეკლა იმიტომ, რომ ის განსხვავებულად ფიქრობდა. თან ამ დროს ვიცოდე, რომ ის სწორად ფიქრობს. ვერ დავუშვებ უსამართლობას, როცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკური მოტივით ხორციელდება.

იყო მეორე გზაც. ვყოფილიყავი ჩვეულებრივი კრიტიკოსი, რომლის ლაპარაკიც ხელოვნურად დაავადმყოფებული საზოგადოების წიაღში ჩაიკარგებოდა. ვიშოვნიდი რამე სამსახურს კერძო სექტორში და ცხოვრების დინებას მივყვებოდი.

“ერთადერთი, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის საჭიროა, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ.”

ედმუნდ ბერკი

თუ პირველ ვარიანტს ავირჩევდი უარი უნდა მეთქვა საკუთარ თავზე. ხვდებით ეს რასაც ნიშნავს? მე ვკარგავდი საკუთარ თავს. ეს კი სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. აშკარად გარდაუვალი ფსიქიკური განადგურება მელოდა.

ხოლო თუ მეორე ვარიანტს ავირჩევდი, დროში დავიკარგებოდი, რადგან არ მქონდა საკმარისი რესურსი რამე შემეცვალა. ამ შემთხვევაშიც თავის დაკარგვასთან მივდიოდი ალბათ.

ასეთ დროს ბევრი ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა. “აქ აზრი არ აქვს ყოფნას”-პრინციპით. ისე მე წასვლა არასოდეს მიფიქრია. რადგან იქ ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი, სულ ყველამ რომ წავიყვანო მაინც…

http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/09/526241_444907228867514_439002671_n.jpg?w=593&h=352

ოქტომბერში პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. ავტორიტეტი, რომელიც აქამდე გრაფი მონტე კრისტოს როლში იყო და აქედან აშენდება სახელმწიფოს. ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ქართველი მილიარდელია, რომელსაც ფორბსის მონაცემებით 6.4 აშშ დოლარის აქტივი აქვს. “ძლიერი მენეჯერი, რომელმაც იცის ბიზნესის კეთება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამავდროულად იგი დიდი ქველმოქმედი და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია. მან 1.3 მილიარდი ლარის ოდენობით ინვესტიცია ჩადო საკუთარ ქვეყანაში და ფაქტობრივად ფეხზე დააყენა, საბჭოთა კავშირიდან გათავისუფლებული ქვეყანა.”- ასე იცნობენ მას როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში. ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნება” დაარსა, მანდ მოამზადა გუნდი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას აპირებს. კოალიციამ საარჩევნო კამპანია ამაღელვებლად დაიწყო, 27 მაისს თბილისში 150 000-იანი მანიფესტაციით. ამავე რეჟიმში გაგრძელდა კამპანია სხვა ქალაქებშიც. ქუთაისი – 55 000 ადამიანი, ოზურგეთი – 30 000 ადამიანი, გორი – 15 000 ადამიანი, მცხეთა – 10 000 ადამიანი, ბათუმი – 60 000 ადამიანი. ივანიშვილის შემდეგი აქცია 19 აგვისტოს რუსთავში ჩატარდა, სადაც 20 000-მდე ადამიანი იყო. ხალხმრავალი აქციები გაიმართა სვანეთისა და რაჭის პატარა ქალაქებში.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სამართლიანობას ჰპირდება, ასევე ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას, ასევე ყველაზე მთავარს, ის სამუშაო ადგილების შექმნის გარანტია.

თუმცა მოდი სიმართლე ვთქვათ. ამას ხომ ყველა ოპოზიციური მოძრაობდა ჰპირდებოდა ხალხს საარჩევნოდ? აი ყველა 2003 წლიდან, სააკაშვილის ჩათვლით. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ და მისმა პოლიტიკურმა establishment-მა სწორედ იმიტომ მოახდინა ჩვენი რეალობის შეცვლის პერსპექტივის გაჩენა, რომ ყველა სხვა ლიდერისგან განსხვავებით მან ნამდვილად გააერთიანა ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. მან დაამკვიდრა უკვე იმედგაცრუებულ და წაგებულის სინდრომმორგებულ საზოგადოებაში მომავლის იმედი. რატომ? ამის მიზეზი არ არის მისი უსაზღვრო კაპიტალი და ფინანსური რესურსები. ეს ბიძინა ივანიშვილის პიროვნების ნდობის კაპიტალია, რომლის ნაკლებობაც ყოველთვის შეინიშნებოდა ქართული პოლიტიკაში. ამიტომ არავის შეეძლო რეჟიმის დამარცხება გარდა პიროვნებისა, რომელსაც აქვს უსაზღვო ნდობის კაპიტალი.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის პიროვნების ავტორიტეტის ხარჯზე აქვს ჩემი ნდობა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდსა და მათ მოღვაწეობას ამ კამპანიის დროს. მე დავრწმუნდი, რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს ქართველებს დაუბრუნოს წართმეული ღირსება! არა, არ მინდა ეს გაცვეთილი ფრაზებიდან გეგონოთ… რადგან 20 ლარიანი ვაუჩერების იმედათ დარჩენილ ერს, არამგონია ღირსებასგან რაიმე საერთო ჰქონდეს შერჩენილი. მე მჯერა, რომ კაცი, რომელმაც მაკროეკონომიკურ სამყაროში იმპერია შექმნა ჩვენთანაც შექმნის სამუშაო ადგილებს, სადაც ჩემი თანამოქალაქეები დასაქმდებიან. ის შექმნის ხარისხიან განათლებას, და არა მხოლოდ შერჩევით, პარტიული კუთვნილებით ან ნაცნობობით მოხდება განათლების მიღება, არამედ ყველა ნიჭიერსა და მონდომებულს შეეძლება მიიღოს ცოდნა და შემდეგ უკვე გამოიყენოს. მოკლედ მე ბიძინა ივანიშვილში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვხედავ საქართველოს მომავალ განვითარებას. აღარ არსებობს გეგმა B…

მიშა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ამბობს, რომ დღეს წყდება მათი გრძელვადიანი მომავლის ბედი..

ეს არ არის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა?

მიშა მართალი ხარ მართლა წყდება დღეს იმ ახალგაზრდების ბედი, ვინც ნაც.მოძრაობასა და სტუდენტურ თვითმართველობებს არის შემოკედლებული, იმ მოტივით რომ უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ(თვითონვე ამას ამბობენ) ყველა სხვა კი ვინც იქ არ არის, ავტომატურად თქვენ მტრად თვლით. გინდათ რომ ყველა ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ჩაირეცხოს. ეს იდეოლოგია ჩაუნერგეთ თქვენ იმ საცოდავ ბავშვებსაც.. მათ ახალგაზრდობიდანვე ასწავლით განსხვავებული აზრის დევნას და ტოტალიტარიზმის სიყვარულს. მაგრამ არ გამოგივა დამიჯერე :

მე მინდა გითხრა, დიახ დღეს მართლა წყდება ჩემი და ჩემი ათასობით მეგობრის გრძელვადიანი მომავლის ბედი! დღეს ჩვენთვის მომავალი არა ანაკლიის ბარებში და ბორდელებში დროის ტარებაა, არამედ ჩვენი მომავალი საქართველოა. ამიტომაც ვარ მე დღეს იქ – სადაც ვარ! ვიცი რომ ჩემი და ჩემი ქვეყნის ბედი ჩემს ხელშია! და გპირდები, რომ შენ აუცილებლად დამარცხდები!

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...