planetanews Posted September 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2012 ქართულ ინტერნეტ სივრცეში,არჩევნების მოახლოებასთან ერთად,მატულობს პოლიტიკური სიმხურვალეც.მატულობს გამომდინარე იქიდან,რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და ერთვება პოლიტიკურ დისკუსებსა თუ გამოკითხვებში. ზოგადად,ინტერნეტ სივრცეში, ადამიანი ბევრად თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ აზრს,ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ეს ლოგიკურიცაა,კომპიუტერთან მჯდომ ადამიანს,ექმნება განცდა რომ ის არის ანონიმური(თუ რეალური სახელით არ სარგებლობს) და შესაბამისად,დაცული. ალბათ, აქედან გამომდინარეობს ის,რომ ინტერნეტ სივრცეში ოპოზიციის მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან,ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ჩანდეს. ზოგადად,ინტერნეტ სივრცეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსები და მათ შორის,პირველი პირები დიდ ყურადღებას აქცევენ.ვგულისხმობ Facebook-ს,Twitter-ს და სხვა… ამ მხრივ არც საქართველო არ არის გამონაკლისი. ამაზე მეტყველებს ნაციონალური მოძრაობის ვებ-გვერდის თუ მაჟორიტარული კანდიდატების რეკლამები,რომლებიც მთელს “ჯინეტში” გვხვდება ნებისმიერ პოპულარულ ვებ-გვერდზე. სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით ოპოზიციური კანინდატების რეკლამებსაც.არსებობენ ინტერნეტში მომუშავე ჯგუფებიც,რომლებიც მუშაობენ ერთ შემთხვევაში ხელისუფლების,ხოლო მეორე შემთხვევაში ოპოზიციის გასაპიარებლად ან პირიქით,”გასაშავებლად”. ინტერნეტ სივრცეში მუშაობენ ე.წ “ზონდერ ჯგუფებიც”,რომლებიც აქტიურად მუშაობენ ოპოზიციის მხარდამჭერების კრიტიკაზე და მათ შეურაცხყოფაზე,დაშინებაზე.ისევე, როგორც ტელევიზიას,ინტერნეტსაც შეუძლია ადამიანის არჩევანზე გავლენის მოხდენა,ცხადია,ვგულისხმობ ადამიანს,რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. ალბათ,სწორედ პირველ აბზაცში გამოთქმული ვარაუდი განაპირობებს იმას,რომ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ნაციონალური მოძრაობა სრულ კრახს განიცდის. მიუხედავად მათ მიერ გადაყრილი ათი ათასობით ლარისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის და მთავრობის სხვა წევრების ინტერნეტში რეკლამირებას ხმარდება,ნებისმიერ გამოკითხვაში ,რომელიც არ ყალბდება,სააკაშვილის მხარდამჭერები ,ოპოზიციის,ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების წინააღმდეგ, უძლურნი არიან.ამავე შედეგს ვხედავთ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის,ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის და საქართველოს პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის გვერდის მოწონებების რაოდენობის მიხედვით სოციალურ ქსელ ფეისბუქში. ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი,ჩემი აზრით არის ის,რომ ადამიანებს,რომლებსაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა,გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ხელისუფლების და ოპოზიციის ამა თუ იმ ქმედების შესახებ,ვიდრე ადამიანებს,რომლებიც ინფორმაციას მხოლოდ ხელისუფლების მიერ მართული ტელევიზიებიდან იღებენ. რა თქმა უნდა არსებობენ როგორც ხელისუფლების,ისე ოპოზიციის მხარდამჭერები,რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ,ან მსგავს გამოკითხვებში მონაწილეობას ვერ იღებენ.რაც ცხადია,მოსახლოების განწყობის ზუსტ სურათს ვერ დახატავს,მაგრამ ფაქტია,რომ ინტერნეტ მომხმარებლის 85-90 % , ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts