lasha_alo Posted September 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2012 ოპონენტების მიმართ ასეთი უხეში ზომების მიღებით, საქართველომ ძირს უთხრის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე, ინვესტიციებზე ორიენტირებული, ტექნოკრატული სახელმწიფოს იმიჯს. „ეს კარგად არ გამოიყურება“, ამბობს ტეილორი.“და გზავნილია, რომ საქართველოში ბიზნესის საკეთებლად კარგი მეგობრებია საჭიროა“. ტეილორს მიაჩნია, რომ ბანკზე ზეწოლა არა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ლახავს, არამედ არის უფრო სერიოზული პრობლემიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. „სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანთა მცირე ჯგუფი ყველა დიდ ბიზნესს აკონტროლებს,“ ამბობს ის. „საქართველოში ინვესტიციის დაბანდება მხოლოდ ამ ხალხთან ახლობლობითაა შესაძლებელი.“ ის დასძენს: „დასავლეთში, არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილი ამკვიდრებს კონკურენციას“, თუმცა ეს „ილუზიაა“. ეს მოსზრება ეხმიანება „საერთშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ არაერთ კვლევას. ერთ-ერთის თანახმად, რომელიც საწვავისა და საკვები პროდუქტების სფეროში ჩატარდა, გამოავლინა რომ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ოლიგოპოლიას. კიდევ ერთი ანგარიში მოწმობს, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობრებისა და ბიზნესპარტნიორების ხელშია. კვლევა, რომელიც მედიისა და ფარმაცევტულ სექტორში ჩატარდა იგივე შედეგები უჩვენა. „დასავლეთში ისეთი წარმოდგენა აქვთ თითქოს სააკაშვილმა კონკურენტული გარემო შექმნა“, მაგრამ ეს მხოლოდ „ილუზიაა“ აღნიშნავს ანალიტიკოსი ტეილორი.თარგმანი:http://foreignpress.ge/?p=21303#more-21303http://blogs.ft.com/beyond-brics/2012/09/03/georgia-dark-side-of-rose-revolution/#axzz25QkTnuDI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.