Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თითქოს მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოში შეძულდეთ დასავლეთი .

რატომ ცდილობენ ყველაფერი ასე გადააკეთონ. დათმობები კი არა ფეხებითაა ცამოსაკიდი ყველა, ვინც მოგელაძე , ალისტრახო და სხვა ფენომენები შექმნა..

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და მომავალი არჩევნების შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტის კეტრინ ეშტონისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოძრაობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

 

„განცხადებაში აღინიშნა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, კერძოდ: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით; ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით; მომავალ წელს ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებს. განცხადებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა არ უნდა დაუშვან ძალადობა, დაძაბულობა და სიძულვილის გაღვივება. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაემორჩილონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ მოუწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ძალადობის, დაძაბულობისა და შუღლის გაღვივებისაკენ და ემსახურება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.

 

„გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თავისი ქმედებებითა და განცხადებებით აღვივებს ეჭვს არჩევნების შედეგების შესახებ. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მხარი დაუჭირა ახალ საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის შექმნას და must carry-ის რეგულაციების შემოღებას მედიაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ასევე პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა საერთო ქცევის წესებზე შეთანხმება, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს უარი თქვან ძალადობაზე, შუღლის გაღვივებაზე და აღიარონ არჩევნების შედეგები.

 

კიდევ ერთხელ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას და ჩვენი მხრივ, ვაცხადებთ მზაობას, მომავალშიც შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“,- აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ მოუწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ძალადობის, დაძაბულობისა და შუღლის გაღვივებისაკენ და ემსახურება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.

:)) :)) :))

რა ნაგლები არიან, ''ყვავმა, ყვავს უთხრა შენ ჩემზე შავოო''...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ არ ვიცი არ გამიგია სანდო წყაროდან მაგრამ მეეჭვება მაგ "საშურ" საქმეში ვინმეს პირველობა დაუთმოს თინიკო ხიდაშელმა უსუფამ, კუკავამ და ძიძიგურმა....აი ვისგან უნდა ისწავლონ მომავალმა ანტიევროპელებმა და ანტიამერიკელებმა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci თქვენთვის არ მომიმართავს ისე რომ ცოტა უხერხული ხომ არაა ამდენი რამე, ამდენი ხანი მაბრალოთ და მერე კითხვა-ბრალება დამისვათ? მე არავინ არასოდეს არ გამიპრავებია ეს მშვენივრად ვიცი.... როდესაც მეტრორუსეთუმე ტურისტი ბიძინას და მისი თანამხარჯველების შესახებ აზრის გამოთქმა ოფიციალურად აიკრძალება და რუსულ ტანკებზე გაიკვრება ეს აკრძალვა მეც დავდუმდები. მანამდე კი რასაც მინდა ვიტყვი და თქვენი ფანტაზიით რაც გინდათ დამაბრალეთ....მომავალში არავითარ აზრს არ ვხედავ თქვენ კითხვა-ბრალდებას ვუპასუხო....ისე რომ დიდი ბოდიში მაგრამ თქვენი პოსტები და კითხვა-ბრალდებები არავითარ სურვილს არ მიღვივებს რაიმე გიპასუხოთ...რამდენჯერმე მოგახსენეთ ამის შესახებ მაგრამ ვხედავ გადაულახავი სურვილი გიჩნდებათ ჩემი პოსტების კითხვისას რაღაც მომაძახოთ....ამის წინააღმდეგი არ ვარ რაც გნებავთ მეძახეთ მაგრამ მე შევიკავებ თავს მომავალში თქვენი პოსტების წაკითხვით მიღებული აღტაცებისაგან....პასუხი აღარ იქნება ლაცი! ჩვენ უბრალოდ განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ვიმყოფებით და არ გვესმის ერთმანეთის....აქ არიან ბევრი თქვენი თანამოაზრეები და სარბიელი მათთვის დამითმია....მშვიდობით
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

ფორუმია და რაც დაპოსტე იმაზე დაგიპოსტე მეც, თქვენთვის არ მომიმართავს რა შუაშია საერთოდ..?

ბიძინა რო არ გამოჩენილიყო რა გეშველებოდათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვხედავ გადაულახავი სურვილი გიჩნდებათ ჩემი პოსტების კითხვისას რაღაც მომაძახოთ

მოძახება არა მარა სურვილი მაქვს მე მოგცეთ იმდენი ფული რამდენსაც ნაცები გაძლევენ და მერე მოვისმინო თქვენი პირადი აზრი :) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...