Jump to content
Planeta.Ge

კიდევ ერთი მოსაზრება ლოპოტის ამბებთნ დაკავშირებით


Recommended Posts

http://ghn.ge/news-73427.html

"ხეობაში არაფერი არ ხდება, თუ ხელისუფლებამ თავად არ მოიგონია რამე. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, ჩვერ რამდენიმე საათში სრულ სიმართლეს მივაწვდით საზოგადოებას", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის ხალხთა კონფედრაციის თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა ლოპოტის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის კომენტირებისას განაცხადა.

კასრელაშვილი აცხადებს, რომ ამ წუთას არც ერთი მიმართულებით არ არსებობს საფრთხე და მისთვის გაუგებარია რას უნდა ემსახურებოდეს ხეობაში დამატებითი ნაწილების შეყვანა.

 

მისი თქმით, არც სხვა მიმართულებით არ ხდება რაიმე საგანგაშო, თუმცა, რადგან ტემპერატურა ხეობაში საკმაოდ მაღალია, "ვფიქრობ, ხელისუფლება დამატებით იზღვევს თავს".

 

კასრელაშვილის თქმით, ხელისუფლება საზღვრისპირა რაიონებში ყველან აპირებს ჯარის განლაგებას, მათ შორის ყაზბეგის რაიონში.

 

"მოტივი აქვს. საფრთხე რეალურია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. თან ამ ქმდებით ისინის მაქსიმალურ ზეწოლას განახორციელებენ საზღვრისპირა მოსახლეობაზე წინასაარჩევნო პერიოდში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზაალ კასრელიშვილმა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს ხეობაში შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი კვლავ შევიდა. როგორც სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ხეობაში სპეცრაზმელებით სავსე 8 დიდი მანქანა, 15-ზე მეტი პოლიციის პიკაპი და 4 ვერტმფრენი შევიდა. ლაფანყურის მაცხოვრებლების თქმით, რამდენიმე წუთის წინ მანქანები უკან სპეცრაზმელების გარეშე დაბრუნდნენ.

ლაფანყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაციით, ლოპოტის ხეობაში დამატებითი ძალები არ შესულან და მხოლოდ გეგმიური როტაცია განხორციელდა. მისი თქმით, ხეობაში შსს-ის სამინისტროს ქვედანაყოფები სამ დღეში ერთხელთ იცვლებიან.

kasrelishvili-copy-2.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...