newstudio Posted September 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2012 ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმება?!_ ინტერვიუ ,,ქართული ოცნების“ წევრ ლაშა ნაცვლიშვილთან. ,, თუ ეს არის მართული პროცესი ხელისუფლების მხრიდან, მაშინ ამ უზნეობის მიზეზი არის ის პოლიტიკური კალენდარი, რაც საქართველოში მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ვერ უმკლავდება მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, და თუ სასწაული არ მოხდა, ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება“ ოქტომბერში მოვლენ ხელისუფლებაში. ეს გარდაუვალი მარცხის საფრთხე შესაძლებელია იყოს მხოლოდ და მხოლოდ გენერატორი იმ უზნეობისა, რომელიც, შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან იყოს მოწყობილი....“-აცხადებს ნაცვლიშვილი ლაფანყურის აქციის შეფასებისას. ,,სააკაშვილს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მთავარი არგუმენტი გამოეცალა, რასაც ქვია რუსული საფრთხე...თუ ეს პროცესი, ეს უზნეობა, რაც მოხდა სოფელ ლაფანყურში ხელისუფლების მიერ არის მართული, ამ შემთხვევაში ამოცანა ასეთია,_ საქართველოში უნდა დაიწყოს კულტივირება ისლამური ფუნდამენტალური ჯიჰადისა, ამ შემთხვევაში ჩვენ მომსწრენი გავხდებით არაერთი ძალადობის აქტისა. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ გავხდეთ მომსწრე მიხეილ სააკაშვილზე დაგეგმილი ვერახდენილი ტერაქტისა. არ გამოვრიცხავ, რომ მივიღოთ ძალადობის ესკალაცია, ტერაქტების ან დივერსიული აქტების სერია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობაში გაიყიდება როგორც ორგანიზებული ბრძოლა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ, რომელივ დგას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ავანგარდში, ანუ მიხეილ სააკაშვილი იცვლის ტყავს, ის რუსეთთან მებრძოლი რაინდისგან გადაიქცევა საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლად“_თვლის ლაშა ნაცვლიშვილი. ,,ალია“ №67(2723); ავტორი: ნინო სამხარაძე -- პ.ს. ნაცებისგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ამდენს ვერ გაქაჩავენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted September 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2012 სიმართლე გითხრათ, მე ის მიკვირს, ამდენი ხანი რას უცდიან? და საერთოდ, ივანიშვილი პოლიტიკაში რომ წავიდა, იმ დღესვე რატომ არ მიაყენეს მის სახლს ბეტეერი, მიკვირს... ახლა კი შეიძლება გვიანი იყოს... გაბაზრდა საქმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2012 ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი იგეგმება?!_ ინტერვიუ ,,ქართული ოცნების“ წევრ ლაშა ნაცვლიშვილთანკარმუშკასთან ახლოს მყოფი სასტავი შეშფოთდა, "არიქა, მარჩენალია საფრთხეში"... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted September 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2012 მე ვერ ვიხსენებ პოლიტიკოსს(უფრო სწორედ მოპოლიტიკოსე ეგოებს..(."თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია(ნ.დუმბაძე)") ვისაც არ ეთქვას ჩემზე თავდასხმა იგეგმებაო...ნეტარი შალიკოთი დაწყებული ბიძინას პუწინით დამთავრებული.....ეს განცხადება რა თქმა უნდა რეიტინგს აუწევს იმათ თვალში(თანამხარჯველები, აქტიური მოპოეტო ქალები, ისტერიული ყმაწვილები და ა.შ). ვინც ისედაც მოხიბლულია მისი გენიით(უფო სწორედ მილიარდების გენიით თორემ ბიძინას არც პოლიტიკაში არც ხელოვნებაში არც სახალხო მეურნეობაში არც ფილოსოფიაში საქართველო ჯერ არც გაუკვირვებია და არც გაუხარებია(ბერას გენიას ვერ ვაფასებ რადგან თანამედროვე ვარ და ალბად მომავალი უკვდავყოფს მის სახელს), არიან ისეთებიც ვისაც სათისფაქცია სურთ საქართველოს ხელისუფალთან და ფული არ აინტერესებთ ესეთებიც არიან და არ დაუკარგავთ). თორემ ჯერ არ მინახავს პოლიტიკოსი მოჰანდას განდის(ის დეოკუპაციას ითხოვდა ბიძინასაგან განსხვავებით) გარდა ვისაც ამ სახის არაკმა გმირის ან ტანჯულის სახელი შეძინა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Valefor Posted September 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2012 urfinjus მოკლედ შენ მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას ეწევი ბბ-ს წინააღმდეგ როგორც ვხვდები ჰო? ისა და რამ დამაინტერესა, ამას გავალებენ თუ პიროვნულად გძულს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted September 5, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2012 არ ვიცი რას ხვდებით ან რა გგონიათ ჩემ შესახებ....ერთი ნათელია ჩემთვის რომ ვინმეს "დაევალებინა" ალბათ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი გამოხატვაში...მე აქ არაერთხელ ვთქვი ეგ....პიროვნულად მე საერთოდ არავინ არ მძულს, მით უმეტეს არ ვიცნობ საბედნიეროდ პირადად არც ერთ მეტრორუსეთუმეს და თანამხარჯველს....არასოდეს მიმსახურია საჯარო სამსახურში ისე რომ როგორც ესეთი ხელისუფლება მე არ მადარდებს....ჩემთვის მიუღებელია რუსეთის მოკავშირე, მეხოტბე და ა.შ ყველა პოლიტიკოსი ან მათი მსგავსი....რუსეთის მტერი ჩემი მეგობარია....პიროვნულად დამიფაროს ბუნებამ ვიცნობდე მდიდარ ადამიანს ან ადამიანს რომელიც ძალაუფლებითაა მოსილი....და ალბათ ბევრად უკეთესს და ნიჭიერს ნახავდნენ "დასავალებლად"...მე უკვე ბებერი ვარ "დავალებებისათვის".... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 8, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2012 Saturnკარმუშკასთან ახლოს მყოფი სასტავი შეშფოთდა, "არიქა, მარჩენალია საფრთხეში"... ხომ ჯანმრთელად ხარ? რა შუაშია კარმუშკა?!? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.