Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მოგესალმებით, ძმებო! მეც ერთი თქვენნაირი მთიული ბიჭი ვარ, უბრალოდ თქვენთან, მთაში არ ვცხოვრობ. მაგრამ მეც თქვენსავით მთიულურად მიდუღს სისხლი, თქვენსავით ვიცავ ქართულ ტრადიციებს და თქვენსავით მტკივა გული რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია... დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ მთაში, კონკრეტულად კი ჯერ მხოლოდ ფშავში, ხევისბერებს მოუწოდებენ რომ ხალხს ხატზე დააფიცონ ნაციონალებისათვის ხმის მიცემაო. შემზარა ამ ამბავმა, ძმებო. ჩვენ ხომ ვაჟკაცი ხალხი ვართ? ჩვენ ხომ არ მოგვწონს ის რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს? მთის ხალხს არასოდეს მოგვწონდა მონობა. ყოველთვის თავისუფლების მოყვარულნი ვიყავით, სისხლის ფასად ვიცავდით ყველაფერს რაც ქართულია. ალბათ თქვენთან მხოლოდ სახელისუფლებო არხებს აჩვენებს ტელევიზორი და გატყუებენ რომ ქვეყანა შენდება. ასე არ არის ძმებო, გატყუებენ!!! უპირველესყოვლისა რაც თქვენ მიშა სააკაშვილის არ უნდა მოგწონდეთ, ეს არის ქართული ტრადიციების ფეხით ჩაქოლვა და ყველაფერი ამერიკულის შემოტანა. რაც კარგია ის შემოვიტანოთ, კაცო! რაც კი იმ ვეშაპ დამპყრობლებს ცუდი გააჩნიათ ყველაფერი ცუდი ჩვენთან შემოაქვთ... ახლა რელიგიის მინისტრის დანიშვნას გვიპირებენ კიდევ. უპირველესყოვლისა, რაც თქვენ არ უნდა მოგწონდეთ ეს ამერიკული პროპაგანდა და ქართულ ტრადიციებთან ამ ხელისუფლების პროპაგანდისტული ბრძოლაა... სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე მჯერა რომ თქვენ ბრძანებას არ შეასრულებთ, ხევისბერებო! მე მჯერა რომ ვიღაცის დაკრულზე არ გაივლით! ვიღაც ამერიკის შნირის... დიახ, ჩვენ ვაჟკაცები ვართ და შნირი სააკაშვილი და მისი შნირუკები ვერ შეგვაშინებენ!!! ღმერთო, შენ დალოცე ფშავი და ფშავლები... და სრულიად ქართული მთა!

თქვენი მთიული ძმა ბარიდან....

 

ოთარ ბექაური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...