newstudio Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 7 საფლავი უკვე გათხრილია _ პანკისის ხეობა დაღუპულებს გლოვობს წუხელ გვიან ღამით, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. "ბოევიკები", სინამდვილეში, პანკისის ხეობის მაცხოვრებლები იყვნენ. ჩვენი კორესპონდენტი პანკისში იმყოფება და ამ წუთებში, იმ ადგილასაა, სადაც დაღუპულთა გვამებს ელოდებიან. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ე. წ. "ბოევიკები" პანკისის ხეობაში მცხოვრები 19-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები არიან. მათი განცხადებით, ისინი ვაჰაბიტები იყვნენ და დაღესტნის გავლით სირიაში გადასვლას და ამბოხებულთა მხარეს ბრძოლას აპირებდნენ. როგორც პანკისელები გვიყვებიან, სირიელ ამბოხებულთა მხარეს დაღუპულთა შორის რუსლან გილაევის ვაჟიც იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს და რომელიც დუისში დაკრძალეს. პანკისის მცხოვრებთა თქმით, "ეს ბიჭებიც აპირებდნენ იქ ჩასულიყვნენ და სირიელი ამბოხებულების მხარეს ებრძოლათ". საფლავების გათხრა, წუხელ, გვიან ღამით, თავსხმა წვიმაში დაიწყეს. პანკისის ხეობა დაღუპულებს გლოვობს. დაღუპულები ჰყავს სამ სოფელს, _ დუისს, ჯოყოლოსა და ბირკიანს. როგორც პანკისელები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ზუსტად არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ რომ, 11-ვე ამ ხეობიდანაა. "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს დაუკავშირდა: _ ქალბატონო სალომე. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. "ბოევიკები", რომელთა ლიკვიდაცია მოხდა საქართველო რუსეთის საზღვართან, პანკისის მცხოვრებლები არიან. ამ წუთებში ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება პანკისის ხეობაში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 7 გვამი უკვე ამოიცნეს და ნამდვილად პანკისის ხეობის სოფლის მცხოვრებლები არიან. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? _ აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის არავინ არ იყო საქართველოს მოქალაქე. როგორ ამოიცნეს ძალიან მაინტერესებს?! სად ნახეს, თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა?! _ ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდა... _ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მათ შორის არცერთი საქართველოს მოქალაქე არ იყო. _ გვამების ამოცნობა, ხეობაში მათი მუსულმანური წესით დასაფლავება, გარდაცვლილების ხეობის მაცხოვრებლებისთვის გადაცემა, რომელსაც დღეს აპირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება? _ არა. არა. ეს არ ვიცი. უნდა დავაზუსტო. რამდენიმე წუთში დამირეკეთ და დავაზუსტებ. სალომე მახარაძე რამდენიმე წუთში "გურია ნიუსს" თვითონ დაუკავშირდა და გვითხრა: "გადავამოწმე ყველგან ყველაფერი. მათ შეხება არ აქვთ არ გვამებთან და არც არაფერთან; წარმოუდგენელია, ვინმეს ენახა გვამი, ან მათი რაიმე გადაცემა. " კვლავ არ პასუხობს ჩვენს სატელეფონო ზარებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო პოტრჟებსკაია. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელს, თამარ კინწურაშვილს, რომელიც კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა, მაგრამ ამჯერად არც ქალბატონმა თამარმა გვიპასუხა. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ნინო იმედაშვილს, რომელიც შეგვპირდა, რომ რამდენიმე წუთში შეგვეხმიანებოდა. ვესაუბრეთ შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, უფროს ლეიტენანტს, თეა პატიეშვილს, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა. ჩვენ ისევ ველოდებით გამოხმაურებას სახელმწიფო სტრუქტურებიდან და კომენტარებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=5292:7--------&catid=66:2010-11-25-16-47-31&Itemid=111 პ.ს. რაღა უნდა ვთქვა??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 მოკლედ, როგორც ვხედავ, კაურკვევლობას, გაურკვევლობა ემატება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
rezrez Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 newstudioმოკლედ, როგორც ვხედავ, კაურკვევლობას, გაურკვევლობა ემატება... mgoni yvelaferi gairkva ukve Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 mgoni yvelaferi gairkva ukve და - რა..? ანუ გულისხმობთ იმას, რომ ისინი მართლა პანკისელები იყვნენ..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
rezrez Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 Shatenისინი დაგესტანიდან გადმოსული ტერორისტები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gvantsa22 Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 (edited) ვერ გაიგებ სიმართლეს მაინც.....მე დადგმული სცენა მგონია საარჩევნოდ ქულების დაწერისათვის..... Edited September 1, 2012 by gvantsa22 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 ისინი დაგესტანიდან გადმოსული ტერორისტები არიან )კიიი როგორ არა,,,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 ისინი დაგესტანიდან გადმოსული ტერორისტები არიან რამე ტერორისტული აქტი ჩაატარეს? ქარიშხალი და წვიმა არ ითვლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 რაც შეეხება 11 მოკლულ რუსეთის მოქალაქეს ისინი მუჯაჰედები და პარტიზანები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე იყვნენ, როგორც კი გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი იარაღით კრიმინალები არიან და ქვეყანა ვალდებულია გაანაგუროს. აქ ერთი ყრზო კითხულობდა სავარძლიდან ტყვედ რატომ "არ აიყვანეს საეჭვოა"-ო საინტერესოა თვითონ რამდენ მეტრს ირბენს მთებში? გინდა დაიჭირო გინდა არა ეს ზიც მეტრორუსეთუმეები მაინც ისეთ ჭორებს დაახეთქებენ რომ ჯინ როდენბერის რომ ცოდნოდა საქართველოში ესეთ ფანტასტიკის საცხობი აქვს ოპოექსერტებს, წერას თავს დაანებებდა(ეხლა რუსეთი გვამების ამოცნობაზე უარს ამბობს და ოპოექსპერტები ლავროვის კარნახით ამ დივერსანტებს ქისტობას აბრალებენ(სხვათა შორის ეს ის ოპოექსპერტები არიან რომლებიც 2008წლის 10 აგვისტოს შეფარული აღტაცებით ამტკიცებდნენ საქართველომ 5 000 ჯარისკაცი დაკარგა მოკლულებითო) აქაოდა არჩევნების ჩასაშლელადაა ეს ამბავიო). ამ ტურისტი ბიძინას რეტროგრად დაჯგუფებას რა გონია ამდენ არაკებს სულ ჩაყლაპავენ მათი ოსტანკინოს ფილიალი ტელევიზიის მაყურებლები? ყველაფერს დადებენ გვარებს და სახელებსაც მაგრამ ამ რუსული ფეესბეს ნაკარნახბი ჭორების გავრცელებაზე არ მოეთხოვებათ პასუხი? მოეთხოვებოდათ საქართველოს ხელისუფლებას ეგზომ დიდად რომ არ უყვარდეს ევროპელი ოფოფების თავისი გაუღწეველი შემწყნარებლობით გაკვირვება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 14 ადამიანი დაიღუპა, იბადება კითხვა, რისთვის?ეს 11 ადამიანი, რომლეთნა ნაწილიც ქისტი იყო საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სახელმწიფოს? ჩვენს მოქალაქეებს?სეპარატისტები იყვნენ? ბანდიტები? რაიმე ტერაქტი ჩაიდინეს საქ. ტერიტორიაზე? ააფეთქეს რაიმე ობიექტი? აპირებდნენ რაიმე კანონსაწინააღმეგო ქმედებას რომლის განეიტრალებისთვისაც საჭირო იყო მათი ლიკვიდაცია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 1, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 საფლავის ფოტოები https://www.facebook.com/media/set/?set=a.432954870076216.95410.273000696071635&type=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 1, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 პანკისის ხეობის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 4 ახალგაზრდის შესახებ აქვთ ინფორმაცია. ისინი არიან 20-დან 25 წლამდე ასაკის ბიჭები ბაჰაუდი ალდამოვი, ბაჰაუდი ბაღაკაშვილი, ასლან მარგოშვილი და მუთოშვილი.დუისის სასაფლაოზე 6 საფლავია გათხრილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 (edited) ხიზრი ალდამოვის "ოქროს სიტყვა" აკლია ამ საქმეს, თან რა გენიალურადაა შეცურებული გელაევის ვაჟის სირიაში დაღუპვის ამბავი( ეგაა მხოლოდ მართალი, ერთი კვირის წინ დაბომბვაში მოყვა სირიაში გელაევის ბიჭი....ეს ვის ადარდებს მაგრამ ამხელა არაკში ერთი ღერი სიმართლე ხომ მაინც უნდა ერიოს.)...ეხლა დავრწმუნდი რომ ესეთ არაკებს ბიძინას მედიას გრუს მაიორები უწერენ სულ ცოტა, ახალი საფლავების ისტორიაც ჟღერს კარგად და დამაჯერებლად. აქ ერთი სიძნელეა შეიარაღებული "ქისტები" დაღესტნის გავლით (ორი კვირაა რაც რუსეთმა საზღვართან ბაზა 1500-დან 5000-დე გაზარდა) აპირებდნენ სირიაში საბრძოლველად წასვლას.......რაო თურქეთიდან ვერ წავიდოდნენ? ეგეც არ იყოს 1წელია ომია სირიაში და ვიდრე გელაევის ბიჭს ბომბი არ დაეცა ვერ წყვეტდნენ ვაჰაბიტები მათ სირიელი ძმების დახმარებას? გარდა ამისა ვაჰაბიტები იგივე სალაფიტები არ ებრძვიან ასადს(ეს ისე ცნობისათვის- ირანული-არაბული ორიენტაციის გამოა ეს ბრძოლა სირიაში და სალაფიტი(ვაჰაბიტები) ორივე მხარეს მტრად აღიქვამენ...ლავროვის უწყებამ უარი განაცხადა გვამების ამოცნობის საკითხში საქართველოსთან თანამშრომლობაზე.....ქისტებს კი ალბათ დაღესტნელებმა თხოვეს ეგება დაგვეხმაროთ და უხმაუროდ შეგვინახოთ მიცვალებულები ან მერე გადმოვასვენოთ და ამდაგვარი....ხიზრის "ოქროს სიტყვა" როგორ აკლია ამ ბიძინა-გრუს ერთობლივ უტკას... http://www.youtube.com/watch?v=xkATi0RMZvA&feature=plcp Edited September 1, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted September 1, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2012 (edited) http://i049.radikal.ru/1209/d3/3fdb9f34a1f0.jpgეს ირანია. ერთხელ გაიღვიძეს სპარსელებმა და ნახეს 5 000 გათხრილი ორმო ამერიკელებისათვის....რატომ რისთვის და ვისთვის თხრიან საფლავებს წინასწარ ფუნდამენტალისტები მხოლოდ იშთარი უწყის...ტრადიცაააო Edited September 1, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2012 რაღა უნდა ვთქვა??? მთავარია სისულელე არ თქვა ;) სირიაში გადასვლას და სირიელი ამბოხებულების მხარეს ბრძოლას აპირებდნენო - ეს მართალიც რომ იყოს შენი ქვეყანა შეიარაღებული ბანდფორმირებების სატრანზიტო ქვეყანა არაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.