Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება დაღესტნის საზღვართან?!


Recommended Posts

http://geo.ambebi.ge//politika/60827-saidumlo-romelic-boevikebma-ician.html?utm_source=feedburner

 

ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით გაზეთი ”ვერსია” წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიის" ლიდერს, ვაჟა წიკლაურს ესაუბრება:

 

- ჩეჩნებმა და ქისტებმა ალაჰი დაიფიცეს, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ სააკაშვილს. ამ კაცმა ძალიან ბინძური პროვოკაცია მოაწყო ლაფანყურში, მაგრამ შედეგი მალე თვითონვე მოუტრიალდება, არ შერჩება არც უდანაშაულო ქართველი და არც ჩეჩენი ბიჭების სისხლი.

 

- რაიმე ახალი დეტალი ხომ არ არის ცნობილი?

-დაღუპული "ტერორისტებიდან" რამდენიმე კაცი ამათ ორი წლის წინ ჩამოიყვანეს ევროპიდან, სადაც თავს აფარებდნენ. აქ სამხედრო ინსტრუქტორებად დანიშნეს და ცხოვრების ყველანაირი პირობა შეუქმნეს. შემდეგ, არჩევნების წინ ამ ვაჟბატონ სააკაშვილს თავში მოუვიდა გენიალური იდეა: რაიმე სახის სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და არჩევნების გაურკვეველი დროით გადადება. ადრე გითხარით, რომ თავდაპირველად, პროვოკაცია სამაჩაბლოს საზღვრებთან იგეგმებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. იქ რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილია და ამ კურდღლებს ადგილზევე დაადუღებდნენ რუსები, ამიტომ გაითამაშეს ლაფანყურის ვარიანტი, სადაც ვითომ გატაცებული ბიჭების გამოსახსნელად სპეცოპერაციაში ჩახოცეს ხალხი. სინამდვილეში, იქ არავინაც არ გაუტაციათ.

 

ოპერაცია სულ სხვანაირად ჩატარდა: ამათ დაიბარეს ჩამოყვანილი ჩეჩნები და პანკისელი ქისტები, რომლებსაც სთხოვეს ჩრდილოკავკასიელ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებთან დაკავშირება, რათა სამომავლოდ, საჭირო შემთხვევაში ერთმანეთთან კოორდინაცია ჰქონოდათ. ჩეჩნებმა და ქისტებმა ეს საქმე ორ თვეში მოაგვარეს, დაღესტანში გადავიდნენ. საჭირო ხალხი ნახეს და შეხვედრის დრო და ადგილიც დათქვეს. ამის შემდეგ ჩვენი სპეცჯგუფი, კურიერ ქისტებთან და ჩეჩნებთან ერთად გავიდა დანიშნულების ადგილზე, სადაც უკვე დამალული იყო კიდევ ერთი ქართული ჯგუფი. ამის შემდეგ სცენარი ისე წარიმართა, ნებისმიერ ჰოლივუდელ რეჟისორს შეშურდებოდა, როცა ჩვენები ადგილზე მივიდნენ, იმ მხრიდან, საიდანაც უკვე მომავალი ჩრდილოკავკასიელები გამოჩნდნენ, გავარდა სამი სნაიპერის ტყვია და სამი ქართველი სპეცრაზმელი მიწაზე დავარდა. ჩეჩნებმა და ქისტებმა სწრაფად გაიგეს რაც მოხდა. მათ დაინახეს, რომ ტყვია არ უსვრიათ ჩრდილოკავკასიელებს. სნაიპერები სრულიად სხვა ადგილზე იყვნენ და მიხვდნენ, რომ ისროდა ჩასაფრებული ქართული ჯგუფი, რათა გამოეწვია შეტევის იმიტაცია. ეს რომ გაიზიარეს, იმასაც მიხვდნენ, რომ თვითონაც განწირულები იყვნენ. ქართველებმა თუკი თავისიანები არ დაინდეს, მათ ვინღა დაინდობდა? ამიტომ გაქცევა არჩიეს და სწორედ ეს გაქცეული, მოლაპარაკებაზე მიმავალი უიარაღო ხალხი ამოხოცა ჩასაფრებულმა ჯგუფმა, რათა იმ სიბინძურის მოწმეები მოეშორებინათ თავიდან, რაც შემდეგ მოხდა: მოწმეების ლიკვიდაციის შემდეგ, შესახვედრად მიმავალ სტუმრებზე მიიტანეს იერიში. მოკლედ, ეს იყო თავიდან ბოლომდე ბინძურად დადგმული პროვოკაცია, რომლის ოფიციალური ანუ მთავრობის მიერ გავრცელებული ვერსიის, არავის სჯერა. ან რა დასაჯერებელია. როცა ტელევიზიით აჩვენებენ საწყობიდან ახლადგადმოტანილ, ჯერ კიდევ ზეთშეუმშრალ არსენალს, რომელიც ვითომ მოკლულ "ტერორისტებს" აართვეს. წარმოუდგენელია, მისი ტარება ტყეში გადაადგილების დროს.

 

- თქვენ თქვით, რომ პირველად ისროლეს სნაიპერებმა. მათ კონკრეტული სანიშნე ჰქონდათ, თუ სულ ერთი იყო ვის მოკლავდნენ?

- აი, ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა. მოკლულია სამი კაცი: ჩოხელი, წიკლაური და ხვედელიძე. პირველი ორი აშკარად გამოხატავდა თავის სიმპათიას ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამას არ მალავდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ კიდეც. ანუ არასასურველი პირები იყვნენ ნაცებისთვის. რაც შეეხება ხვედელიძეს, მასაც რაღაც პირადი ურთიერთობის გამო ჰქონდა პრობლემა. მოკლედ, სნაიპერებმა კარგად იცოდნენ, ვინ იყო სამიზნე, ამით არასასურველი პირებიც გადიოდნენ საქმიდან და თავისთავად, პროვოკაციის დაწყებაც მათი სიკვდილის ტერორისტებისთვის გადაბრალებით იყო შესაძლებელი. ძალიან მაინტერესებს, დღეს რომ სამხედრო ექსპერტები იბრალებენ და ხელისუფლების საქციელს ამართლებენ, რატომ არ კითხულობდნენ, რატომ უნდა დაღუპულიყო სამხედრო ექიმი სპეცოპერაციის დროს?

 

ექიმი იმყოფებოდა ყველაზე უსართხო ადგილზე, ყოველ შემთხვევაში შეტაკების დაწყების წინ და თუ იღუპება, ეს ყოველთვის ბოლოს ხდება, როცა მთელი მისი ჯგუფი ლიკვიდირებულია. აქ კი მოკლულია სამი კაცი და ამ სამ კაცში ერთი ექიმია. მოკლედ, ეს დეტალები ბევრისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ყველამ იცის, რომ სააკაშვილმა რაღაც საშინელება ჩაიდინა ლოპოტას ხეობაში.

 

- თუკი სააკაშვილმა ეს არჩევნების გადასადებად ჩაიდინა, ან აშკარად შეცდა, რადგან ჩრდილოკავკასიელთა მხრიდან სიჩუმეა და არავინ არ გვებრძვის, ანდა აწი უნდა ველოდეთ ამ ყველაფერს?

- ჩრდილოკავკასიელებმა ძალიან კარგად იციან, რა მოხდა სინამდვილეში, ამიტომაც ისინი არაფერში ადანაშაულებენ ქართველ ხალხს. არადა, სააკაშვილს სურდა, ჩეჩნებს თბილისში ტერაქტების სერია დაეწყოთ, სწორად ვერ გათვალა. ჩეჩნებმა და ქისტებმა ალაჰი დაიფიცეს სააკაშვილის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ ძალიან შეშფოთებულია დღეს ჩვენი პრეზიდენტი, სადაც ჩადის, ყველგან პატარა ბავშვებს შემოიხვევს ხოლმე. იქნებ ჩეჩნებმა ბავშვები მაინც დაინდონ და აღარაფერი მომიწყონო. ბავშვების ხათრით, შეიძლება არავინ მიეკაროს, მაგრამ ერთ დღეს ყელში რომ ამოუვიდეს ვინმეს და აღარც ბავშვი დაზოგოს, მერე რაღა ვქნათ?

 

ამიტომ მოვუწოდებ ყველას. თქვენ ქალაქში სააკაშვილი რომ ჩამოდის და ბავშვებს მიაგებებთ ძალადდაზეპირებული "მიშა, მიშას!" ძახილით, საკუთარი შვილები მაინც დაინდეთ.

 

 

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge//politika/60827-saidumlo-romelic-boevikebma-ician.html?utm_source=feedburner#ixzz26Rd7unS8

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...