Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება დაღესტნის საზღვართან?!


Recommended Posts

ჯერ დაღესტნელი სასულიერო პირი მოკლეს

 

მერე ჩვენთან სრულიად გაუგებარი სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დაღუპულებიც არიანო

 

ოფიციოზი ჯერჯერობით ხმას არ იღებს...

 

ბოლო ინფორმაცია ეს არის:

 

 

ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

13:24 29-08-2012

ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი , რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები.

შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/211594-lopotas-kheobashi-antiteroristuli-operacia-grdzeldeba.html

 

იმედია დიდი მსხვერპლი არ იქნება, და კიდევ ერთი, საზღვრები ასე ღია როგო გვაქვს, თან ჩრდ, კავკასიასთან!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზღვრები ასე ღია როგო გვაქვს, თან ჩრდ, კავკასიასთან!

ნუ, არ თქვათ რა..! :facepalm:

 

ურთიერთგამომრიცხავი ნიუსებია.

ყოველთვის ასე არ იყო (IMHO)..??

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშკარად ჩანს რომ რუსეთი ძველ ტაქტიკას იყენებს: თავის ტერიტორიაზე არ ან ვერ ანადგურებს პარტიზანებს(ამბოხებულებს ვაჰაბიტებს რაც გნებავთ დაუძახეთ). რუსული ჯარები ახორციელებენ ალყაში მოქცევას ამ პარტიზანების, შემდგომში ხსნიან ერთ გზას რომელიც საქართველოს საზღვარზე გადის....რუსეთი მოგებულია ყველა ვარიანტში. ვარიანტი პირველი: საქართველო ანადგურებს პარტიზანებს: რუსეთი ტეხავს ამბავს აი ხომ ვიძახდით საქართველოში ბაზები აქვთ ბოევიკებსო(ხმას შეგნებულად არ იღებს რუსული მედია საიდან და რა ვითარებაში მოხვდნენ ეს ხალხი საქართველოს საზღვარს აქეთ პლუს ჩაურთავენ ალასანიას და კუკავა ძველ ან ახალ ინტერვიუს ნაგლეჯს სადაც საქართველო წარმოჩენილია როგორც რაღაც საშუალო ჰესბოლასა და ირანს შორის). ჩნდება კითხვები აბსურდული სადაც საქართველოს უწევს პასუხის გაცემა იმ საკითხებზე რაშიც არ მონაწილეობს. გარდა ამისა საქართველო მოკლული პარტიზანების მომხრეთა შორის და მთლიანად კავკასიაში იძენს ცუდ იმიჯს ქვეყნისა რომელიც ანადგურებს რუსეთთან მეომარ პატრიოტებს კავკასიელებს. მეორე ნაკლებად სავარაუდო საქართველო დაიჭერს ამ ხალხს და გადასცემს გაეროს ან მესამე ქვეყანას წამგებიანია ევროპელებთან რეპუტაციული თვალსაზრისით. ამ ამბით ხეირობს რუსეთი და მათი მეხუთე კოლონა საქართველოში. კარგი იყო უხმაუროდ გაენადგურებინათ და ეთქვათ აბა რა ვიცით არაფერი პარტიზანი თვალით არ გვინახავსო და მხოლოდ მოკავშირეთათვის მიეცათ ინფო. ყველა ვარიანტში იხეირებს პუტინი კუკავა და ნაწილობრივ ბიძინას ალასანიას ფრთა. p.s.რუსეთი ცდილობს ჩრდილოკავკასიური შიდა კონფლიქტის საზღვრებს გაერეთ გატანას... რობიკო სტურუამ და სხვა გავლენის აგენტურამ უკვე მიიღო ინსტრუქციები მელორისაგან და სხვა ამხანაგებისაგან რუსეთიდან... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

3 დაღუპული სპეცრაზმელი 11 რუსეთიდან გადმოსული დაღესტნელი პარტიზანია იმედის ინფორმაცია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

3 დაღუპული სპეცრაზმელი

ამის გარეშე ხომ არ შეიძლებოდა..?! :(

 

1 რუსეთიდან გადმოსული დაღესტნელი პარტიზანია

ანუ, ისნიც დაღუპულები..?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio მთიანი რელიეფის 100% კონტროლი შეუძლებელია მთებში "შლაგბაუმები" და გზები არაა....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

ვინ არიან და რა უნდათ არ იცით????

რატო არავინ არ ჩადის ადგილზე გასარკვევად? ან ჟურნალისტები წავიდნენ , ან ვინმე...........ამბავს მაინც ჩამოიტანს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten ალბათ არ შეიძლებოდა ....ხო ისინი 11 დაიღუპნენო და 6 ალყაშიაო მეეჭვება რომ სუყველა ალყაში მოექციათ....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთიანი რელიეფის 100% კონტროლი შეუძლებელია მთებში "შლაგბაუმები" და გზები არაა...

განა მარტო გზებზე და შლაგბაუმებზეა დაფუძნებული სასაზღვროს მუშაობა..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ამ ამბავს თავიდან ბოლომდე არცერთი ხელისუფლება არ გვეტყვის.... რუსეთმა ესეთი რაღაც ერთი 4-ჯერ გააკეთა წარსულში. შეავიწროვა და პატარა ბილიკო დაუტოვა რომ საქართველოში გადმოსულიყვნენ....შეიძლება აქაც ყავდეთ ვინმე ქისტი ვინც შეპირდებოდა თურქეთში გადაყვანას(საეჭვოა).. ცუდი ამბავია მე ვიტყოდი უარესის მოფიქრება გამიჭირდება....3 დაღუპული სპეცრაზმელი ეს სერიოზული დანაკარგია ამას 16ვაჰაბიტი ვერ იზავდა....აქ გრუს ხელი ურევია...თუ უბედური შემთხვევით არ დაიღუპნენ ჩვენები ყუმბარის აფეთქება და სხვა...3 სპეცრაზმელი ერთდროულად ომის დროსაც კი არ იღუპება ერთ დღეში.....1 სპეცრაზმელი 5 ჯარისკაცს აღემატება მომზადებით და ცოდნით....ყველაზე ცოტა მესაზღვრეების უფროსი მაინც უნდა მოხსნან ..

 

Shaten მთაში ეს მცნება პირობითია საზღვარი.... ხდება პატრულირება ბილიკებისა დღეში ერთხელ ზამთარში და ორჯერ ზაფხულში და მაინც ვინც ეს რელიეფი იცის იქითაც და აქეთაც მაისი-სექტემბერი თავისუფლად გადავა გადმოვა..

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...