Jump to content
Planeta.Ge

არადა ოცდამეერთე საუკუნეა


Recommended Posts

BBС-ის ინფორმაციით, ავღანეთის პროვინცია გილმენდში 17 ადამიანია აღმოჩენილი, რომელთაც თავები აქვთ მოკვეთილი.

 

ამ განაცხადებას ავღანეთის ხელისუფლება ავრცელებს. დაღუპულთა შორის 2 ქალია.

 

ადგილობრივ ხელისუფალთა განცხადებით, ეს თალიბების ნახელავია, რომლებიც სისტემატიურად ახორციელებან თავდასხმებს ადგილობრივ მოსახლეობასა თუ სამხედროებზე. სააგენტოს განცხადებით, ყველაზე ხშირად თავდასხმები, სწორედ ამ პროვინციაში ხდება.

 

http://www.for.ge/view_from.php?from_id=4879&from_cat=8&n_title=%60+Talibebma+avRaneTSi+17+adamians+moaWres+Tavi+

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მუსულმანებს (ყველას არ ვეხები რათქმაუნდა) კიდიათ XXI საუკუნე, თან იმათი წელთაღრიცხვით, მგონი XIV სუკუნე უნდა იყოს ჯერ... -)))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten მუსულმანებს წელს ჰიჯრით მგონი 1433 წელი უნდა ქონდეთ. ისინი მთვარის კალენდარით სარგებლობენ და ახალი წელის პირველ დღეს 26 ნოემბერს აღნიშნავენ. მუსლიმები წელთაღრიცხვას მუჰამედის და მისი მიმდევრების მექიდან მედინაში გადასახლებიდან აწარმოებენ რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 662 მოხდა და სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ ჰიჯრას. აი სუნიტები და შიიტები(ეს ორი უმსხვილესი განშტოებაა ისლამში) რა სხვაობით აკეთებენ ჩემთვის უცნობია ვფიქრობ ჰიჯრაზე კონსენსუსი ექნებათ. :chegesto: მეორე სემიტური ჯგუფის ებრაელების კალენდარით დღეს 5772 წელია და ახალი წელი ანუ როშ ხა შანა ოქტომბრის პირველ შაბათ დადგება(ან ოქტომბრის 1 რიცხვში) ეს იმ შემთხვევაში თუ ვინმეს დააინტერესებს.... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გმადლობთ ინფორმაციისთვის urfinjus..! ნამდვილად არ ვიცოდი ეს... და მითუმეტეს ის, რომ ებრაელები ასე შორს ყოფილან წასული... :) Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s61.radikal.ru/i174/1208/99/428edee5e37e.gifარაფერს Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

იმათი წელთაღრიცხვით, მგონი XIV სუკუნე უნდა იყოს ჯერ

წელთაღრიცხვას ამ შემთხვევაში არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად შუა საუკუნეებში, როცა ევროპელები ჯვაროსნულ ლაშქრობებს აწყობდნენ ღმერთის სახელით, მუსულმანები გაცილებით უფრო შემწყნარებლები იყვნენ ვიდრე ქრისტიანები. უბრალოდ აღარ განვითარდა ისლამი, უფრო სწორად რეგრესი განიცადა ამ რელიგიამ.

 

 

ნამდვილად არ ვიცოდი ეს... და მითუმეტეს ის, რომ ებრაელები ასე შორს ყოფილან წასული...

სამყაროს ასაკი მაგ ებრაული კალენდრით იზომება :givi: ადამ და ევადან მიმდინარეობს ათვლა

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წელთაღრიცხვას ამ შემთხვევაში არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს.

არა, ამაში გეთანხმებით, მე ის უბრალოდ სიტყვაზე.., გავიხუმრე..

აგალითად შუა საუკუნეებში, როცა ევროპელები ჯვაროსნულ ლაშქრობებს აწყობდნენ ღმერთის სახელით, მუსულმანები გაცილებით უფრო შემწყნარებლები იყვნენ ვიდრე ქრისტიანები.

თქვენ ფიქრობთ..? საქართველოში ლაშქრობის დროს, ხატს რომ დადებდნენ ქვემოთ და ის ქართველი, რომელიც მასზე დაბიჯებით არ გაივლიდა, - მისი თავი იმ ხატზე ეცემოდა... ამით გამოიხატებოდა იმათი უფრო შემწყნარებლობა?? მე ვიტყოდი, რომ მუსულმანები შემწყნარებლები არასოდეს ყოფილან, უბრალოდ, როგორც თქვენ თქვით, ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით

აღარ განვითარდა ისლამი, უფრო სწორად რეგრესი განიცადა ამ რელიგიამ.

 

სამყაროს ასაკი მაგ ებრაული კალენდრით იზომება ადამ და ევადან მიმდინარეობს ათვლა

-)))..ჰო.., ისე ვერ გაიგებ კაცი... ამავე დროს, რელიგიურად, თითქოს, სამყარო სულ 7000 წლისააო... -)))

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s61.radikal.ru/i174/1208/99/428edee5e37e.gifარაფერს

ჰეჰ.., იცით, რომ მიყვარს სერჯო ლეონეს ფილმები... -))

ცოტა ხანში იქნება - "надевай штаны и сними пистолет!" ;))

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten "сними пистолет, надевай штаны" ეგ ფილმი ზეპირად ვიცი თითქმის...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება "ჯვაროსნულ ომებს" ეგ ტერმინი მოგვიანებით დამკვიდრდა ისტორიკოსებში....თავიდან "ქრისტეს საფლავისაკენ" მიმავალ მომლოცველებს თავს ესხმოდნენ სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები: როგორც მუსულმანები ისე ქრისტიანები. მათ დასაცავად შეიქმნა რაინდებით დაკომპლექტებული რაზმები. მოგვიანებით ეს რაზმები ორდენებად ჩამოყალიბდნენ...ერთი ვერსიით რომის პაპ ურბან მეორეს ბიზანტიის იმპერატორმა კომინ პირველმა თხოვა დახმარება. სხვათა შორის თავიდან ამ ე.წ. "ჯვაროსნული რაზმების" უდიდესი ნაწილი უიარაღო იყო და პაპის ურბან მეორეს "მგზნებარე" მოწოდებით აღტყინებული(1095წ სამხრეთ ფრანგულ ქალაქ კლერმონში დიდი "მიტინგი" მოაწყო ურბან მეორემ 26 ნოემბერს) გაემგზავრეთ ქრისტეს საფლავის დასაცავადო!(სადაც ურბან მეორეს თქმით:" ვინც აქ მგლოვიარე და ღატაკია, იქ მხიარული და მდიდარი იქნება"(ბიბლიის თავისებური ინტერპრეტაციაა).) გაემგზავრა იერუსალიმისაკენ უმთავრესად გაკოტრებული ვაჭრები გლეხები და სხვა რაინდები იქ 5% იყო. უმრავლესობა ამ პირველი "ჯვაროსნებისა" გზაში შიმშილით და ავადმყოფობით დაიღუპა ვინ გადარჩა და ჩავიდა აღმოსავლეთში....მონებად გაყიდეს ან მოკლეს...... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten "сними пистолет, надевай штаны" ეგ ფილმი ზეპირად ვიცი თითქმის...

ჰო, ვიცოდი ზეპირად რომ გეცოდინებოდათ, იმიტომაც მოგწერეთ ის ფარაზა.. :)

 

სხვათა შორის თავიდან ამ ე.წ. "ჯვაროსნული რაზმების" უდიდესი ნაწილი უიარაღო იყო და პაპეის ურბან მეორეს "მგზნებარე" მოწოდებით აღტყინებული

ახლა ეს სისულელე არ იყო..? ხო დამეთანხმებით? მაშინ როდესაც ასე ხდებოდა -

თავიდან "ქრისტეს საფლავისაკენ" მიმავალ მომლოცველებს თავს ესხმოდნენ სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები: როგორც მუსულმანები ისე ქრისტიანები.

აი შედეგიც :) -

 

ვინ გადარჩა და ჩავიდა აღმოსავლეთში....მონებად გაყიდეს ან მოკლეს......
Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten რა თქმა უნდა სისულელე იყო მაგრამ ეს მკაცრი პრაგმატული მოსაზრებით იყო განპირობებული: 1. ევროპა სავსე იყო მცირე მოსავლებით გაკოტრებული ბოგანო გლეხებით, უსქმურად დარჩენილი რაინდებით რომლებიც აშკარად შარაგზის ყაჩაღებად იქცნენ და ურბან მეორემ საფრანგეთის მეფესთან შეთანხმებით ეს "ბალასტი" მოუსვლელში გაამგზავრა.(მსგავსი რამ რამდენჯერმე გააკეთა რუსეთმა ე.წ. მთიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნით....უფრო ადრე "კაზაკობი"-ის(ეს "ერი" გაქცეული ყმებისაგან შედგა). ჩამოყალიბებით. ეფრიტორმა ადოლფმა კი პირველ მსოფლიო ომით გამოწვეულ უკმაყოფილება ინფლაცია და ქაოსი ქვეყნის გარეთ "მტრების" ზიზღზე გადიტანა, როგორც ნაპოლეონმა ეროვნული სამართებლის(გელიოტინას) მუშაობა გარე მტერთან ომებით შეაჩერა....ნეტარ არიან მორწმუნენი :2. რელიგიური ბლაბლაბლა რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. საერთოდ ჯიჰადი, ომი, "ადამიანის და მაიმუნის უფლებების დაცვა" სოციალური "თანასწორებისათვის" ბრძოლა "ჭეშმარიტად მორწმუნეთა იდეებისათვის ბრძოლა" ეს სატყუარაა ცარიელი ადამიანთათვის რათა იგი ან აშურაზე გაიყვანონ, ან ფლაგელანტად ატანტალონ, ან განსხვავებულის ანგარიშსწორებისათვის "ხალხის" მასოვკაში ჩააყენონ ან საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ არისტოკრატებმა, ბელადებმა, ოლიგარქებმა, "სასულიერო ლიდერებმა"....ოდეს თავისუფალი ადამიანი შემაწუხებელი გამოწვევაა რაიმე იდდებით შეზღუდული მოგვთათვის... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპა სავსე იყო მცირე მოსავლებით გაკოტრებული ბოგანო გლეხებით, უსქმურად დარჩენილი რაინდებით რომლებიც აშკარად შარაგზის ყაჩაღებად იქცნენ და ურბან მეორემ საფრანგეთის მეფესთან შეთანხმებით ეს "ბალასტი" მოუსვლელში გაამგზავრა.

ეს კარგი იყო..! :D

 

უფრო ადრე "კაზაკობი"-ის(ეს "ერი" გაქცეული ყმებისაგან შედგა).

აუ, ეს მართლა მაგარი ნაგავი ხალხია! მარტო იმიტომ კი არა, რაც საქართველოში დაათიეს... საერთოდ, მაგარი ხისთავიანი და ტყიური ხალხია..!

 

(მსგავსი რამ რამდენჯერმე გააკეთა რუსეთმა ე.წ. მთიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნით....

:+:

 

ნაპოლეონმა ეროვნული სამართებლის(გელიოტინას) მუშაობა გარე მტერთან ომებით შეაჩერა...

თუ ასეა კიდევ უფრო პატივს ვცემ მას... საფრანგეთში მაშინ მართლა სამარცხვინო რამეები ხდებოდა... რაც არ უნდა ყოფილიყო.., მაინც.., როცა ერი იმ დონემდე მივა, რომ საკუთარი თავად-აზნაურობისა და თვით მეფის თავებით "გაერთობა"... და მეტიც - მეცნიერებზე გადავა (ლაუაზიე).., რავი... :ravic:

 

ევროპა სავსე იყო მცირე მოსავლებით გაკოტრებული ბოგანო გლეხებით, უსქმურად დარჩენილი რაინდებით რომლებიც აშკარად შარაგზის ყაჩაღებად იქცნენ

მგონი იქედან ჩამოსვლის მერეც იმ გზას დაადგნენ... ალბათ ერთი მათგანიც იყო რობინ ჰუდი... გმირად რომ შერაცხეს... -))

 

ნეტარ არიან მორწმუნენი

ამინ! :020: ;))

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წელთაღრიცხვას ამ შემთხვევაში არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს.

 

ეგ მართალია! თან უყურეთ, აზერბაჯანში სახელმწიპო რელიგია ისლამია (შეიტი) და ავღანეთში (სუნიტები) მაგრამ, განსხვავება რაშია?რაშია და იმაში, რომ ჯერ თომობრივი წყობა აქვთ მაგალითად: ქალმა სხვასთან რო უღალათოს ქვების ცემით გატენიან ეს კი მიუთითებს როგორც საზოგადოების სისუსტეზე ისე სახემწიფოს სისუსტეზე. მერე უნნდა გაითვალისწინოთ მეზობლები: აქეთ სპარსეთი იქით პაკისტანი მოკლეთ ჯანდაბა!და ბოლოს პრობლემა იმაშიცა რო რელიგიას და ცხოვრებას ურევენ ერთმანეთში.

Edited by Giorgi Kiskeidze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...