Jump to content
Planeta.Ge

მიხაილ ბულგაკოვი და მისი რომანი "ოსტატი და მარგარიტა"


Recommended Posts

მიხეილ ბულგაკოვი,

1920-1930-ანი წლების ყველა მწერალიდან რუსეთის საზოგადოებრივ მეხსიერებაში ალბათ ყველაზე მეტად რჩება მიხაილ აფანასიევიეჩ ბულგაკოვი. რჩება არა მხოლოდ თავისი

ბიოგრაფიით, საიდანაც ჩვეულებრივ იხსენებენ მის მიერ სტალინისთვის მიწერილ წერილებს და ერთადერთ სატელეფონო საუბარს ტირანთან,არამედ მისი გენისლური ნაწარმოებებით რომლებიდანაც მთავარი არის "ოსტატი და მარგარიტა". მკიტხველთა ყოველ ახალ თაობას რომანი ეხსნება ახალი წახნაგებით...

 

რომანის გამოცანების ასახსნელად კრიტიკოსები იხსენებ გოგოლს. ბულგაკოვი "მკვდარი სულების" ავტორ გოგოლს თვლიდა თავის მასწავლებლად. მაგრამ კრიტიკოსების აზრით ბულგაკოვის წინამორბედები გოგოლის გარდა არიან დოსტოევსკი, სალტიკოვ-შჩედრინი, ბელი, მაიაკოვსკი //როგორც დრამატურგი//, საზღვარგარეთიდან პირველ რიგში ჰოფმანი, სამყაროს როგორც არარეალურობის აღმდგენი გერმანელი რომანტიკოსი. უეჭველია რომ ეს სია გაგრძელდება.

 

დღემდე ვერავის აუხსნია თუ რას წარმოადგენს სატირული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ერშალაიმის თავებში ეპიკური რომანი "ოსტატი და მარგარიტა". მას განიხილავდნენ როგორც მსოფლიო ლიტერატურული განვითარების შედეგს,როგორც კონკრეტულ გამოხმაურებას 1920-1930-ანი წლების მოვლენებზე, როგორც მწერლის წინა ნაწარმოებების იდეების კონცენტრაციას.

 

 

 

 

თვითონ ბულგაკოვი კი სიკვდილის წინათგრძნობისას ამ რომანს თვლიდა მწუხრის უკანასკნელ რომანად, ანდერძად, თავის მთავარ მიმართვად კაცობრიობისადმი. ყველაზე საოცარი ისაა რომ ბულგაკოვი ამ რომანს წერდა თავისთვის,უჯრაში ჩასადებად, ისე რომ არ იყო დარწმუნებული ამ შედევრის გამოქვეყნების შესაძლებლობაში.

 

ცოტა რომანს თუ გამოუწვევია იმდენი კამათი რამდენიც გამოიწვია ამ რომანმა. კამათობენ მოქმედი პირების პროტოიპებზე,სიუჟეტის ამა თუ იმ შემადგენელი ნაწილის წიგნიერ წყაროებზე,რომანის ფილოსოფიურ-ესთეტიკურ ფესვებზე,იმაზე თუ ვინაა ნაწარმოების მთავარი გმირი-ოსტატი, ვოლანდი, იეშუა თუ ივან უსახლკარო //მიუხედავად იმისა რომ ავტირმა სრულებით ცხადად გამოხატა თავისი პოზიცია იმით რომ მე-13 თავს დაარქვა გმირის გამოჩენა//. დაბოლოს კამათობენ რომანის ჟანრის შესახებ. ამ უკანასკნელის ცალსახად განსაზღვრა შეუძლებელია.

 

საკმაოდ ხშირად რომანს თვლიან სიმბოლისტურ, პოსტსიმბოლისტურ თუ ნეორომანტიულ ნაწარმოებად. ამას გარდა მას შეიძლება ეწოდოს პოსტრეალისტური თხზულებაც...

 

საბჭოთა ყოფაში ღრმად აღწევს ჯოჯოხეთური ფანტასტიკა. რომანის ჟანრის მრავალპლანიანობის წინაპირობა შეიძლება იყოს ის რომ თვითონ ბულგაკოვმა დიდხანს ვერ განსაზღვრა რომანის საბოლოო სიუჟეტი და სახელი. არსეობდა რომანის 3 რედაქცია რომლებშიც იყო სახელების შემდეგი ვარიანტები: "შავი ჯადოქარი", "ინჟინერის ჩლიქი", "დიდი კანცლერი", "აი მეც", "ჟონგლიორი ჩლიქით", "სატანა", "ქუდი ბუმბულით", "შავი ღვთისმეტყველი", "გასტროლი( ვოლანდის ?), და ა.შ...

 

 

ერთი წლის შემდეგ კი გაჩნდა დღევანდელი სათაური "ოსტატი და მარგარიტა".

 

უნდა ითქვას რომ რომანის დაწერისას ბულგაკოვი სარგებლობდა რამოდენიმე ფილოსოფიური თეორიით: მათზეა დაფუძნებული ზოგი კომპოზიციური მომენტი,მისტიკური ეპიზოდები და ერშალაიმის თავების ეპიზოდები.

 

იდეათა უმრავლესობა მწერალმა აიღო მე-18 საუკუნის უკრაინელი ფილოსოფოსი გრიგოლ სკოვოროდასგან. რომანში ხდება სამი სამყაროს ურთიერთქმედება: ადამიანურის//ყველა ადამიანი რომანში//,ბიბლიური//ბიბლიური პერსონაჟები// და მთაავარი სამყაროს-კოსმიურის //ვოლანდი და მისი ამალა//.

 

სკოვოროდას სამი სამყაროს თეორიის თანახმად ყველაზე მთავარია კოსმიური სამყარო, სამყარო,ყოვლისმომცველი მაკროკოსმი. სხვა ორი სამყარო კერძოა. ერთი მათგანია ადამიანური სამყარო,მიკროკოსმი, მეორეა-

სიმბოლური-ბიბლიური სამყარო.

 

ყოველ სამყაროს აქვს ორი ბუნება,ხილული და უხილავი. სამივე სამყარო ნაქსოვია სიკეთისგან და ბოროტებისგან და ბიბლიური სამყარო სკოვოროდასთან არის მაკროკოსმის და მიკროკოსმის ხილულ და უხალავ ბუნებათა დამაკავშირებელი რგოლი.

 

ადამიანს აქვს ორი სხეული და ორი გული: ხრწნადი და მარადიული,მიწიერი და სულიერი. ეს ნიშნავს იმას რომ არის ადამიანი "გარეგანი" და არის ადამიანი "შინაგანი". და უკანასკნელი არ იღუპება, ის უბრალოდ კარგავს თავის მიწიერ სხეულს.

 

რომანში "ოსტატი და მარგარიტა " ორმაგობა გამოიხატება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში და დიალექტიკურ ურთიერთობაში //ესაა რომანის მთავარი პრობლემა//. სკოვოროდას თანახმად სიკეთე ვერ იარსებებს ბოროტების გარეშე.ადამიანები უბრალოდ ვერ გაიგებენ რომ ეს სიკეთეა. როგორც უთხრა ვოლანდმა ლევი მათეს:"რას იზამდა შენი სიკეთე რომ არ არსებობდეს ბოროტება და რას დაემსგავსებოდა დედამიწა მისგან რომ გაქრეს ყველა ჩრდილი?",

 

უნდა იყოს სიკეთისა და ბოროტების გარკვეული წონასწორობა რომელიც მოსკოვში მკვეთრად დაირღვა ბოროტების სასარგებლოდ და ვოლანდი მოვიდა ბოროტების დასაჯელად და ამით წონაწორობის აღსადგენად.

 

 

 

 

 

 

 

 

რომანის სამნაწილედობა შეიძლება შეეფარდოს ცნობილი რუსი რელიგიური ფილოსოფოსი,ღვთისმეტყველი და მათემატიკოსი პ.ა.ფლორენსკის//1882-

1937// შეხედულებებს რომელთა თახმადაც სამნაწილედობა არის არსებობის ყველაზე ზოგადი დამახასიათებელი ნიშანი,რაც უკავშირდება ქრისტიანულ სამებას. ის ასევე წერდა რომ ჭეშმარიტება არის ერთიანი არსი სამი იპოსტასით.

 

რომანის კომპოზიცია შედგება სამი პლასტისგან,რომელთაც მივყავართ რომანის მთავარ იდეასთან- ადამიანი ზნეობრივად პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე,რომ ყველა ადამიანს ყოველთვის უნდა სურდეს ჭეშმარიტების წვდომა.

 

ბულგაკოვის შემოქმედების უკანასკნელმა გამოკვლევებმა გააჩინა აზრი რომ რომანის ფილოსოფიურ კონცეფციებზე გავლენა ასევე მოახდინა ზიგმუნდ ფოიდის შეხედულებებმა, მისმა ნაშრომმა "მე და ის", მეს, იმის და მე-იდეალის გამოყოფამ ადამიანში.

 

რომანის კომპოზიციას ქმნის სამი ერთმანეთთში უცნაურად ჩახლართული სიუჟეტური ხაზი. ყოველ მათგანში თავისებურად გარდატყდა ფროიდის წარმოდგენა ადამიანის ფსიქიკაზე:

 

ბიბლიურ თავებში მოთხრობილია მე-იდეალის //სიკეთისაკენ, ჭეშმარიტებისკენ, მხოლოს სიმართლის თქმისკენ სწრაფვის// განმასახიერებელი იეშუა გა-ნოცრის ცხოვრება და სიკვდილი.

 

მოსკოვის თავებში ნაჩვენებია ადამიანთა ქვენა, მდაბალი ვნებების, უხამსი ავხორცობის მამხილებელი იმის //ვოლანდი და მისი ამალა// თავგადასავლები.

 

და ვინ განსახიერებს მეს? ოსტატის ტრაღედიაა საკუთარი მეს,მეობის დაკარგვა. "მე ეხლა არარაობა ვარ...მე არა მაქვს ოცნებები, და შთაგონებაც არ მაქვს.. მე გამტეხეს, მე მოწყენილი ვარ და მინდა სარდაფში ყოფნა", ამბობს ის.

 

როგორც ჭეშმარიტად ტრაღიკული გმირი ოსტატი დამნაშავეცაა და არცაა დამნაშავე. მარგარიტას დახმარებით უწმინდურ ძალასთან გარიგებით "მან არ დაიმსახურა ნათელი, მან დაიმსახურა სიმშვიდე",მე-იდეალისა და იმის სასურველი წონასწორობა.

 

რომანის იდეისა და პრობლემების საბოლოოდ გასარკვევად აუცილებელია მოქმედი პირების,ნაწარმოებში მათი როლის და ისტორიაში,ლიტერატურაში თუ ავტორის ცხოვრებაში პროტოტიპების უფრო დაწვრილებით განხილვა.

Edited by Giorgi Kiskeidze
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...