planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/08_12/61646.jpg საქართველოს პრემიერმა ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ვანო მერაბიშვილი ორივე სამინისტროში ალექსანდრე ხეთაგურთან და ვახტანგ ბალავაძესთან ერთად მივიდა. მანამდე კი პრემიერმა პარლამენტს ფინანსთა ყოფილი მინისტრის ახალი თანამდებობა გააცნო. დიმიტრი გვინდაძე საქმიანობას საქართველოს საპარტნიორო ფონდში გააგრძელებს.`თქვენი გაკეთებული საქმე უნდა გახდეს მომავალში საქართველოს ეკონომიკური განვითარების საფუძველი. ჩვენი დაპირებების და გეგმების დიდი ნაწილის შესრულება მხოლოდ თქვენს სამსახურებზე გადაივლის, იმავე პროდუქციის ექსპორტის წახალისება სწორედ თქვენი დახმარებით განხორციელდება, რაც გახდება გარანტია იმისა, რომ ქართველ გლეხს ექნება ინტერესი გაზარდოს საკუთარი წარმოება,`- განაცხადა წარდგენისას ვანო მერაბიშვილმა.`საპარტნიორო ფონდი მუშაობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ეს არის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მსხვილი პროექტები, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად ვიქნები ჩართული მთლიანად ამ მსხვილი პროექტების განხორციელებაში,`- განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts