Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ოკუპანტები ქართული სოფლის განადგურებას განაგრძობენ


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/08_12/61648.jpg

 

ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებს სახელები შეეცვლება, იქ მდებარე სახლებს კი დაანგრევენ - ეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გაახმაურა. მისი განცხადებით, სახლების ნაცვლად აქ სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება. საქმე ეხება რვა დასახლებას, მათ შორის, თამარაშენს, ქურთას, კეხვსა და აჩაბეთს.

 

`ეს ტერიტორიები, როგორც დასახლებული პუნქტები, აღარ იარსებებს. სამი-ოთხი წლის შემდეგ ამ ადგილებს ვერც კი იცნობთ. თამარაშენში უკვე აშენდა ახალი მიკრო-რაიონი `მოსკოვსკი`. კეხვის სამლოცველოს არ შევხებივართ, თუმცა სახლების დიდი ნაწილი აქ უკვე აღებულია,`- ამბობს თიბილოვი.

 

მის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

`ეთნიკური წმენდა, რომელიც განხორციელდა 2008 წელს ქართველების წინააღმდეგ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ისევ გრძელდება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს დანგრეულ იქნეს დარჩენილი სოფლები, არის გაგრძელება იმ ეთნიკური წმენდის პოლიტიკისა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ხორციელდება,`- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ და დასძინა, რომ ამ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...