planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/08_12/61653.jpg კოალიცია `ქართული ოცნების` წევრები ერთიანი საარჩევნო სიიდან ე.წ. მიწერილი ამომრჩევლების ამოღებას მოითხოვენ. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, კოალიციამ სიაში თითქმის 180,000 ამომრჩევლის მონაცემი აღმოაჩინა, რომლებსაც არ აქვთ უფლება, არჩევნებში მონაწილება მიიღონ. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან შედეგების გაყალბების მცდელობაა. `საქართველოს პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას საკითხი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე. პირს, რომელსაც გაუუქმდა რეგისტრაცია მესაკუთრის განცხადებით და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სიაში არ უნდა მოხვდეს ძველი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთების რაოდენობა კი სახელმწიფო კომისიის მონაცემების მიხედვით, 189 000 მიწერილ ამომრჩეველს შეადგენს. რაც შეეხება იმ კატეგორიის ამომრჩეველს, რომელსაც გაყიდული აქვს საცხოვრებელი ადგილი და არ ამოწერილა ძველი რეგისტრაციის ადგილიდან, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შეუძლია ახალი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მესაკუთრის თანხმობით გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო თუ ასეთი მისამართი არ გააჩნიათ, ან მესაკუთრე თანახმა არ არის, რეგისტრაცია გაიარონ შესაბამისი ქალაქის თუ რაიონის სამოქალაქო რეესტრში, ისინი დარეგისტრირდებიან მისამართის გარეშე,`- განაცხადა ქუცნაშვილმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts