Jump to content
Planeta.Ge

ერორი- რუსეთის ვეტოს დიპლომატია


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg

 

რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია მომავალშიც გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლი საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის.

ასეთ პროგნოზს საქართველოში აკრედიტებული ყოფილი ელჩები რუსეთის პოლიტიკის ბოლო ათწლეულების ანალიზის საფუძველზე აკეთებენ.

დენის კორბოუმ, უილიამ კორტნიმ და კენეტ იალოვიცმა სტატია სახელწოდებით რუსეთის ვეტოს დიპლომატია `ნიუ-იორკ ტაიმსში` გამოაქყვეყნეს.

უცხოელმა დიპლომატების განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთი ვეტოს უფლებას ბოროტად იყენებს, კრემლი პარტნიორებს და მოკავშირეებს კარგავს და შესაბამისად, მისი როლი საერთაშორისო არენაზე სულ უფრო ეცემა.

სტატიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-საქართველოს ომია დასახელებული.

დიპლომატები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელიც პუტინმა წინასწარ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციად აღიარა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გამო, კრემლმა საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა.

ეუთოს მონიტორინგის პრევენციით მეამბოხე ჩრდილო კავკასიაში მოსკოვი უარს ამბობს ძლიერ ინსტრუმენტზე, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს რეგიონში, სადაც რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე გამუდმებით იზრდება.

ის, რაც განასხვავებს რუსეთს ჩინეთისგან და სხვა სახელწიფოებისგან, მისი ნეგატიური დიპლომატიის გავლენაა საერთაშორისო არენაზე. მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდა, მან ეს მიმართულება კიდევ უფრო გააძლიერა.

იმ ფონზე, რომ კრემლი ასადის რეჟიმის ძლიერი მხარდაჭერია, არაა გასაკვირი, რომ რუსეთის მეგობრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა, - ასკვნიან დიპლომატები.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...