planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/08_12/61651.jpg ინგა გრიგოლიას ტელეფონის ნომერზე მალე ნებისმიერი მსურველი შეძლებს დარეკვას – გლდანის მაჟორიტარობის ქრისტიან-დემოკრატმა კანდიდატმა გადაწყვიტა, რომ პირადი ნომერი საჯარო გახადოს, რათა ამომრჩეველმა თავისუფლად შეძლოს მასთან ნებისმიერ დროს დაკავშირება და პრობლემებზე საუბარი. გრიგოლიამ განაცხადა, რომ რაიონში მთავარ კონკურენტად ის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მიიჩნევს.`ორიოდე დღეში მე ღიად გამოვაცხადებ ჩემს პირად ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეეძლება ნებისმიერ გლდანელს დამირეკოს და პირადად მას ვესაუბრო ყოველგვარი თანაშემწეების გარეშე. მე მინდა შევთავაზო ჩემს მხარდამჭერებს, რომ ერთად შევადგინოთ იმ პრობლემათა ნუსხა, რომელიც გლდანისთვის პრიორიტეტულია,`- განაცხადა ინგა გრიგოლიამ პრესკლუბ `პრაიმ-ტაიმში` გამართულ პრესკონფერენციაზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts