planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/ingagrigolia.jpgროგორც “ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ, “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში განცხადა, საპარლამენტო არჩევნებში მთავარ კონკურენტად “ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნიკოლოზ ხაჩირიშვილს ასახელებს. “საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ქდმ-ს საკუთარი შიდა კვლევები გვაქვს ჩატარებული, რომელიც ცხადჰყოფს, რომ გლდანში ბევრი მხარდამჭერი გვყავს, ოპტიმიზმის საფუძველს ასევე მაძლევს ის, რომ თბილისი ოპოზიციურადაა განწყობილი და მიხეილ სააკაშვილმაც საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში პირწმინდად წააგო. რაც შეეხება ხაჩირიშვილს, იგი ჩემი პირდაპირი კონკურტენტია, თუნდაც იმიტომ, რომ საკრებულოში ჩვენ ორივე ფრაქციის თავმჯდომარეები ვართ და ყოველთვის ჩვენს შორის ფარული თუ ღია დაპირისპირება იყო”, – განაცხადა გრიგოლიამ.როგორც ინგა გრიგოლია აღნიშნავს, იგი კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოსო ჯაჭვლიანს კონკურენტად ვერ აღიქვამს. “სოსო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესპონდენტი იყო წლების განმავლობაში და მას, როგორც კონკურენტს ვერ აღვიქვამ, ჩემი მთავარი კონკურენტი მაინც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატია”, – აღნიშნა გრიგოლიამ.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts