planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/Charles_Aznavour_Cannes-183x300.jpgახალციხეში რაბათის კომპლექსის გახსნის ცერემონიაში შარლ აზნავურის მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომეხთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო განცხადებას ავრცელებს.“16 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება კაპიტალური რემონტის შემდეგ ახალციხის კომპლექსის და მისი შემადგენელი ნაწილის – მეჩეთ “ახმედიეს” საზეიმოდ გახნას აპირებს. ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებს შარლ აზნავურიც, რომელიც მის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად მეჩეთის გვერდით განლაგებულ ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებას აპირებს. საქართველოს ხელისუფლება ახალციხეში თურქულ მეჩეთს რესტავრაციას უკეთებს, თუმცა სომხური ეკლესიის – სურბნშანის დაბრუნებასთან დაკავშირებით, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მოთხოვნის იგნორირებას კვლავ აგრძელებს. საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ეკლესიები და რელიგიური ძეგლები ინგრევა. ასეთ პირობებში კი შარლ აზნავურის კონცერტი ჯავახელ სომხებს შორის ცნობილი მომღერლის ავტორიტეტს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობით იგი უნებლიედ ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ჯავახელი სომხების უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ღონისძიებას ვაფასებთ როგორც თურქულ-ქართული ტანდემის მორიგ შეთქმულებად ჯავახელი სომხების წინააღმდეგ, რომელშიც ისინი მსოფლიოში ცნობილი სომეხი მომღერლის ჩათრევას ცდილობენ, იყენებენ რა მის ავტორიტეტს და დიდი სურვილს მშობლიურ ქალაქში კონცერტი გამართოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო მოუწოდებს შარლ აზნავურს, უარი თქვას ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამის ნაცვლად, საჯაროდ დააყენოს ის პრობლემები საქართველოს ხელისუფლების წინაშე, რომელიც ჯავახელ სომხებს აღელვებს”, – ნათქვამია განცხადებაში.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts