planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/alasania83-300x235.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს ზუგდიდში ირაკლი ალასანიას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებისას განაცხადა, “ირაკლი ალასანია თავისი თვისებებიდან გამომდინარე ქვეყნის მართვას თავისუფლად შეძლებს”. “ჩვენ ჩვენს ღირსებას დავიბრუნებთ, ამის საფუძველს მე მაძლევს ის, რომ თქვენ გყავთ ისეთი შვილი, როგორიცაა ირაკლი ალასანია, თქვენ გყავთ საამაყო შვილი, რომლითაც მთელი საქართველო და თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ის კაცია, რომელიც 18 წლის, მამასთან ერთად სოხუმში საქართველოს მთლიანობის აღსადგენად იბრძოდა, ეს ის კაცია, რომელსაც მამა 18 წლის ასაკში საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, ეს ის კაცია, რომელმაც საკუთარი ემოციები, ამბიციები გადადო 2006 წელს, მიუხედავად მომხდარი ფაქტებისა, ჩავიდა სოხუმში და გააჩინა რეალური შანსი ჩვენს ძმებს შორის ურთიერთობის აღდგენის. ირაკლის იქ ყოფნის დროს დაიწყო აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის ეტაპები და ისევ ერთი კაცის გაუზარებელმა პოლიტიკამ დაარღვია ყველაფერი, რაც ირაკლისგან ფაქტებით ვიცი. ირაკლი ალასანია თავისი თვისებებიდან გამომდინარე ქვეყნის მართვას თავისუფლად შეძლებს. ასეთი გამოცდილი კაცი ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ყველა ღირსება რაც კი შეიძლება, ადამიანს გააჩნდეს, ამ კაცს გააჩნია, მას აქვს ძალიან სწორად ნაცხოვრები და თქვენ მეგრელებს, ასეთ ნიჭიერ ხალხს, მის გვერდით დგომა არ შეგრცხვებათ. ირაკლიმ თავმდაბლობა გამოიჩინა, კაცი, რომელიც გამოკვეთილი ლიდერია ჩამოვიდა ზუგდიდში და დადგა მაჟორიტარ კანდიდატად. არც ერთ სხვა ლიდერს ირაკლის მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია”, – განაცხადა ივანიშვილმა. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts