planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/bidzina-ivanishvili.pngზუგდიდში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მისულმა ქალაბტონმა პროტესტი გამოთქვა, იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გია ბურჯანაძემ “ფეხქვეშ გათელა მეგრელი ხალხის ღირსება” და ამის გამო მას საკადრისი პასუხი არც ივანიშვილმა და არც “კოალიციის მეგრელმა წევრებმა არ გასცეს”. .მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერმა ქალს დაბრუნება რამდენჯერმე სთხოვა, ქალი ბიძინა ივანიშვილის პასუხს აღარ დალოდებია და შეხვედრა დატოვა. “ასეთი რამ ხშირად არის, როდესაც საჯარო სამსახურებში მუშაობენ. მახსოვს, როდესაც სვანეთში ვიყავით, სოფელ ბეჩოს სკოლის დირექტორი მოვიდა, დაიწყო ყვირილი, გააკეთა განცხადებები და სკოლის ეზოდან გასვლა მოგვთხოვა. მეორე დღეს ვნახეთ ის ქალბატონი აბსოლუტურად ღირსეული – მას გამგებელმა დაავალა, თუ გინდა დარჩე სკოლაში და შეინარჩუნო თანამდებობა, იქ უნდა მიხვიდე და იყვიროო. არ გამოვრიცხავ, ამ ქალბატონსაც ასეთივე დავალება ჰქონდა. თუ დაბრუნდება, მე მას განმარტებას გავუკეთებ. ის, რაც თქვა გია ბურჯანაძემ მე არ მომისმენია, მაგრამ აქ ამიხსნეს რომ თქვა “ვიღაც მეგრელი უღირსად მოიქცაო”. გიასგან ამგვარი გამონათქვამი საკადრებელი არ არის და თუ მან ასეთი რამ თქვა, ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს, პირადად შევხვდები და მოვთხოვ ამას. გია ბურჯანაძეც კი, რომელიც ჩვენი საყვარელი მსახიობია, დაიბნა. ეს ქალბატონიც დააბნია სააკაშვილის იდეოლოგიამ. სწორედ მას სურს, რომ დააპირისპიროს სვანი და მეგრელი, იმერელი და კახელი, საქართველოს მოსახლეობა. ძალიან ხშირად, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეები ცდებიან და მცდარ გამონათქვამებს ხმარობენ”, – აღნიშნა ივანიშვილმა. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts