planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/irakli_alasania_qobuletshi-300x225.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დღეს ზუგდიდში კოალიციის ლიდერის მიერ მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის დროს განაცხადა, “ყველა დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მთლიანად კოალიციამ მოსახლეობას მისცა, ასრულდება”. “სწორედ ზუგდიდი და ზუგდიდელები ბევრად მეტს ვიმსახურებთ, ვიმსახურებთ იმას, რომ აქ ჯანდაცვაც, უმუშევრობაც, მართლაც რაც შეიძლება, სწრაფად იქნას დაძლეული, რომ ადამიანებს შეეძლოთ შრომით საკუთარი თავის და ოჯახის რჩენა. ამ ყველაფერს სჭირდება გააზრებული, ეკონომიკური პოლიტიკა და ვის, თუ არა ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია რომ ამ საქმეში მთელ საქართველოს და ამ კუთხეს გვერდში დაუდგეს. მას აქვს ასობით, ათასობით სამუშაო ადგილი”- განაცხადა ალასანიამ. მაჟორიტარობის კანდიდატის აღნიშვნით, „ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, მთელი საქართველოდან გარბიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შრომისუნარიანი არიან და რომლებსაც შეუძლიათ, სიკეთე შექმნან“. “ამიტომაც მე გაძლევთ პირობას, რომ ის ყველაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მთლიანად კოალიცია საზოგადოებას დაპირდა, შესრულდება. ზუგდიდელები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილები იმ პარლამენტში, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნება”, – დასძინა ალასანიამ. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts