planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/betqil-shukvani3-300x198.jpgროგორც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ,დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ ჩივის საერთაშორისო სასამართლოში ბეთქილ შუკვანი. “საინტერესოა, რა საკითხზე ჩივის შუკვანი. საინტერესოა, ვის უნდა გაუპროტესტოს, რომ 4 წამით ადრე დათმო შეხვედრა. ჯერ მარტო ისიც პარადოქსულია, რომ ს მიდის სასამართლოში. არადა, უნდა წასულიყო სპორტულ საარბიტრაჟო კომიტეტში”, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა. რაც შეეხება შუკვანის ბრალდებებს, იმის თაობაზე რომ მასზე ოლიმპიადის დროს ხორციელდებოდა რაიმე სახის ზეწოლა, ნაცვლიშვილი ამას სიცრუეს უწოდებს.“ფიზიკურად ვერ შეძლებდა ვერც ერთი ადამიანი, რომ შემოსულიყო იქ ნასვამი და ვინმეზე რაიმე ზეწოლა განეხორციელებინა, მით უმეტეს, ამის მიზეზი არც არსებობდა. აღსანიშნავია, გია უდესიანი, ვისაც შუკვანი ადანაშაულებს, მისი ნათესავია და ოლიმპიადაზე წაგების შემდეგ სწორედ უდესიანი უთანაგრძნობდა. ოლიმპიური სოფელში შემოსვლისთვის ძალიან ბევრი პროცედურა იყო საჭირო, მაგალითად, აკრედიტაცია, რომელიც წინა დღით უნდა გაგევლო. არ ვიცი, რატომ ამბობს ამ ყველაფერს შუკვანი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა”, – აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა. ბრალდებების შესახებ კომენტარი გააკეთა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემაც. “მის წამოსვლას ოლიმპიადაზე უკვე პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. მან ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე გამართა პოლიტიკური შეხვედრები, რამაც ძალიან იმოქმედა მის გამოსვლაზე, აღსანიშნავია ისიც, რომ რა შედეგითაც უნდა დაემთავრებინა შუკვანს ოლიმპიადა, მაინც იგივეს იზამდა და ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებასთან” იყო შეთანხმებული, – აღნიშნა კახა გეწაძემ. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts