planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/cesko-300x250.jpgროგორც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია აცხადებს, საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია და მისი მეუღლე საკონსულო აღრიცხვაზე ისრაელში იმყოფებიან.“გაირკვა, რომ ლაშა ჟვანია 2005 წლის 1 მაისიდან, მისი მეუღლე თეა კიკნაველიძე კი 2005 წლის 20 სექტემბრიდან იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე ისრაელში. მათი, როგორც აქტიურ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია, “ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ” სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან მიიღო. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არც ერთ მათგანს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არც საქართველოს საელჩოსთვის ისრაელში არ მიუმართავს, რათა საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილიყვნენ. ვერც საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურ რეჟიმში მოხსნის წესმა იმუშავა, რომლის მიხედვითაც მოქალაქე ექვსი თვის განმავლობაში გაუსვლელად უნდა იმყოფებოდეს საქართველოში და საქართველოს საზღვარი არ გადაკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექვსთვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.რაც შეეხება ლაშა ჟვანიას მისამართზე რეგისტრირებულ დაუდგენელ პიროვნებებს, აქაც, არც მას და არც მისი ოჯახის სხვა წევრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, “ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისათვის” აღნიშნული პირების რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნის თაობაზე არ მოუმართავთ”, – აღნიშნულია განცხადებაშიშეგახსენებთ, რომ ლაშა ჟვანიას განცხადებით, მან ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ სიაში მისი და მისი მეუღლის თეა კიკნაველიძის გვარების გასწვრივ გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა” არის მინაწერი “არის საზღვარგარეთ” და ასევე, მისი რეგისტრაციის მისამართზე რეგისტრირებულია სამი მისთვის უცნობი პიროვნება და რომ იგი დიდ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ “ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ” ვერ გაამართლა მისი იმედები. opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts