planetanews Posted August 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/new_europe-150x29.jpgგრიგოლ ვაშაძე2008 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაციამ სამხედრო, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო ობიექტები დაბომბა, ათასობით რუსი ჯარისკაცი და ჯავშანტექნიკა შემოიჭრა საქართველოში. ოთხი წლის შემდეგ საქართველო მტკიცედ დგას, ადასტურებს რა, რომ ის ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფოა, მისი ეკონომიკა ვითარდება და მთავრობა თავდაუზოგავად შრომობს, რათა მზრუნველობა არ მოაკლოს კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს. ჩვენი მეგობრები მხარში გვედგნენ 2008 წელს, და მათი მხარდაჭერა კვლავაც გვჭირდება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მცხოვრებმა მოსახლეობამ გაიზიაროს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.ომის კადრები, რომელიც წამყვანი საინფორმაციო არხებით გადაიცემა ხოლმე, ასახავს ნგრევას და იმ ადამიანების სასოწარკვეთას, რომლებიც კონფლიქტში ჩაითრიეს. როდესაც საერთაშორისო მიმომხილველის თვალი ოდესმე, წლების შემდეგ, კვლავ უბრუნდება ასეთ ტერიტორიებს, სადაც ადამიანის ტანჯვა და უიმედობაა გამეფებული, ის სასტიკი რეალობის მოწმე ხდება ხოლმე. ეს იყო შესაძლო სცენარი ჩემი ქვეყნისთვისაც, სადაც ტერიტორიულადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც მასზე ბევრად დიდი მეზობელი შეიჭრა. კიდევ უფრო უარესი გახლდათ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ცხოვრების წესის განადგურების საფრთხე.თუმცა, ვერცერთი ვერ განხორციელდა. ქართველმა ხალხმა საკუთარი სამშობლო დაიცვა. საერთაშორისო არენაზე ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები გვერდით დაგვიდგნენ, დაგმეს რა რუსეთის ინტერვენცია. საქართველო ინარჩუნებს თავისუფალი ქვეყნის იდენტობას და განაგრძობს განვითარებას, თუმცა მუდმივად გრძნობს საფრთხეს ორი რუსული სამხედრო ბაზიდან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით.ქვეყანამ გაუძლო შოკს და მოახერხა შეენარჩუნებინა სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სახეზეა მშპ-ის რეალური ზრდა – 6,4% 2010 წელს და 7% – 2011 წელს. მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილია მთავარი სარკინიგზო მარშრუტის გახსნა, რომელიც ცენტრალურ აზიას თურქეთთან და შემდეგ, ევროპასთან დააკავშირებს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საქართველო გამოარჩია ტურიზმის დარგში მნიშვნელოვანი ზრდით – ჩამომსვლელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა გასული ხუთი წლის განმავლობაში: 2006 წლის დაახლოებით მილიონიანი მაჩვენებლიდან 2011 წლის სამ მილიონამდე. საქართველო კვლავაც რჩება ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად ევროპაში, სადაც ბიზნესის წარმოება ძალზე იოლია.საქართველოს დემოკრატიული არჩევანი ურყევია. მოქალაქეები 1 ოქტომბერს ახალ პარლამენტს აირჩევენ და ჩვენს დემოკრატიას გააახალგაზრდავებენ. ჩვენმა საჯარო მომსახურების დარბაზებმა (მთავარი გზა, რომლითაც მოქალაქეებს მთავრობასთან ყოველდღიური ინტერაქცია აქვთ) მომსახურების ინოვაციური დიზაინისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრიზი მოიპოვა. ჩვენი ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, ახორციელებს რა რეფორმებს ჩვენი სასამართლო სისტემის, ადგილობრივი მმართველობისა და პენიტენციალური სისტემის განმტკიცებისთვის.მაშინ როდესაც ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით, იმავდროულად ვცდილობთ ყურადღების მიპყრობას იმ ათასობით ადამიანისადმი, რომლებიც ომის დროს ღია ცის ქვეშ დარჩნენ და რომელთა სახლებიც დიდწილად ეთნიკური წმენდისას აღიგავა პირისაგან მიწისა. ომის დასრულებისთანავე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამ ოჯახების უმრავლესობა 2008 წლის ზამთარს საკუთარი, ახალი სახლის ჭერქვეშ შეხვედროდა, მაგრამ მათი უფლებები ჯერ კიდევ როდია დაცული, მათი დანაკარგი ანაზღაურებული და სამართლიანობა – აღდგენილი.ვიღვწით რა ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება და მხარდაჭერა ოკუპაციის ფაქტის განსჯისა და დაგმობისთვის, რათა ჩვენი წარმატება ხელმისაწვდომი გახდეს მათთვისაც, ვინც დღესდღეობით, ჩვენი ტერიტორიის იმ 20%-ში იმყოფება, რომელიც რუსულ არმიას აქვს ოკუპირებული. 21–ე საუკუნეში ვერცერთი ხელისუფლება ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ადამიანები მავთულხლართების მიღმა გამოკეტოს, სოფლები მიწასთან გასწოოროს, რათა მათ ადგლზე სამხედრო ბაზები განათავსოს, ბავშვებს დედა ენაზე სწავლის უფლება ჩამოართვას და დასაქმების ერთადერთ საშუალებად იარაღის ტარება აქციოს.ჩვენ ხმა მივაწვდინეთ ყველას ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, მათთან ურთიერთქმედების, მომსახურების შეთავაზების, ნდობის განმტკიცებისა და იმ სოციალური ქსოვილის აღდგენის სურვილით, რითაც საუკუნეები დაკავშირებულნი ვართ. საქართველო კვლავაც ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობას რუს ხალხთან – მიმდინარე წლის მარტში ჩვენ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის და ტურისტებიც დაიძრნენ კრემლის დაშინების მიუხედავად. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. საქართველომ ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ საკითხზე ჯერ შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა, მაგრამ ვიმედოვნებთ, ხშირად ნაკლებიმედიანადაც, რომ ნელნელა განწყობა და მოსაზრებები მოსკოვში შეიცვლება.საქართველომ ბევრს მიაღწია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება მეგობრული ხელი იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა თანამემამულემ მშვიდობიანად, ღირსეულად და უხიფათოდ იცხოვროს. თავისუფალი სამყაროს მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებრიობამ უნდა განაგრძოს ხმამაღალი და მკაფიო სიგნალების გაგზავნა რუსეთის ფედერაციის მთავრობისათვის, რომ სამხედრო ოკუპაცია მოუთმენელია, რომ ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევა არ უნდა გახდეს ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობის სიმბოლო, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ეთნიკური წმენდა დაუშვებელია. ომიდან ოთხი წლის შემდეგ ქართველი ერი თავაწეული დგას, მომავლისკენ იყურება და ყველა მისი მოქალაქისთვის სამართლიანობას ითხოვს.გრიგოლ ვაშაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts