planetanews Posted August 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2012 დათესეთ თქვენს ცნობიერებაში კონსტრუქციული სურვილის თესლი, დაე, თქვენი ესთეტიკური კოდექსის საფუძველი იყოს შემდეგი -ჩემი ცხოვრების მანძილზე მინდა ვემსახურო ხალხს; ეს რომ შევძლო, სხვებთან ურთიერთობისას, უნდა გამოვიყენო შემდეგი წესები:ვასწავლო საკუთარ თავს, რომ არასოდეს დავადანაშაულო სხვა, რამდენადაც განსხვავებული შეხედულება არ უნდა მქონდეს, რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს მისი შესრულებული სამუშაო, თუ ვიცი, რომ იგი გულწრფელად ცდილობდა უკეთესად გაეკეთებინა.პატივი ვცე საკუთარ ქვეყანას, პროფესიასა და საკუთარ თავს. ვიყო პირნათელი და სამართლიანი სხვებთან, რამდენადაც მინდა, რომ ისინი პირნათელნი და სანართლიანნი იყვნენ ჩემს მიმართ. ვიყო სამშობლოს ერთგული მოქალაქე, ვასახელო ის და ისე მოვიქცე, როგორც მისი სახელის ღირსებას შეეფერება. ვიყო კაცი, რომლის სახელსაც წონა აქვს.ველოდო ჯილდოს მხოლოდ გაწეული სამსახურის ფასად. ვიყო მზად წარმატებისთვის პატიოსნად გადავიხადო. შევხედო სამუშაოს, როგორც სასიამოვნო პროცესს და არა მძიმე და მოსაწყენ ვალდებულებას.მახსოვდეს, რომ წარმატება ჩემშია – ჩემს საკუთარ ცნობიერებაში. ველოდო სიძნელეებს და მზად ვიყო მათ დასაძლევად.თავი დავაღწიო დროის გაწელასა და საქმის გადადებას ნებისმიერ ფორმაში, არასოდეს გადავდო ხვალისთვის ის, რაც შეიძლება დღეს გავაკეთო.მკაცრად გავაკონტროლო ცხოვრებისეულ სიამეთა გამოყენება, რათა კეთილგანწყობილი ვიყო გარშემომყოფთა მიმართ და ერთგული მეგობრებისა და ღმერთის წინაშე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts