planetanews Posted August 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2012 ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მხოლოდ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა, ეს ოლიმპიადა საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა.,,დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები შემდეგი ოლიმპიადისთვის უფრო კარგად მოემზადებიან. ამ ოლიმპიადას კი დადებითად ვაფასებ. ჩვენი გეგმა იყო, რომ აგვეღო 7-8 მედალი, თუმცა გული მწყდება რომ მხოლოდ ერთ ოქროს მედალზე მეტი ვერ მოვიპოვეთ. აქ იყო სხვადასხვა მომენტები, ერთ შემთხვევაში მსაჯების შეცდომა. დანარჩენ შემთხვევები შეიძლება გამოუცდელობასაც დავაბრალოთ. მთლიანობაში 5-ბალიანი სისტემით ამ ოლიმპიადას ჩვენი ნაკრებისთვის 4 პლიუსით შევაფასებდი”, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ მედლები ნაკრებმა მხოლოდ ჭიდაობაში მოიპოვა – ,,აუცილებელია კარგად მოვემზადოთ სპორტის სხვა სახეობებშიც. ვფიქრობ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე კალათბურთელების ასპარეზობაც შესაძლებელი იქნება’’, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts