Jump to content
Planeta.Ge

tabula.ge: გია ნაცვლიშვილი: საინტერესოა, რა საკითხზე ჩივის შუკვანი, ვის უნდა გაუპროტესტოს, რომ 4 წამით ადრე დათმო შეხვედრა


Recommended Posts

##image#10446#1#სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის  გია ნაც­ვლიშ­ვი­ლის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ჩი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში ბეთ­ქილ შუკ­ვა­ნი. მი­სი თქმით, შუკ­ვანს სპორ­ტუ­ლი სა­არ­ბიტ­რა­ჟო კო­მი­ტე­ტის­თვის უნ­და მი­ე­მარ­თა და არა სა­სა­მარ­თლოს­თვის. ,,სა­ინ­ტე­რე­სოა, რა სა­კით­ხზე ჩი­ვის შუკ­ვა­ნი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის უნ­და გა­უპ­რო­ტეს­ტოს, რომ 4 წა­მით ად­რე დათ­მო შეხ­ვედ­რა”, – გა­ნაც­ხა­და გია ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი სპორ­ტსმენ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­სა­ხებ შუკ­ვა­ნის ბრალ­დე­ბას სიც­რუ­ეს უწო­დებს. მი­სი თქმით,  სპორ­ტსმენ­ზე ზე­წო­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და და ამას ვერც ვე­რა­ვინ შეძ­ლებ­და: ,,ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლებ­და ვერც ერ­თი ადა­მი­ა­ნი, რომ შე­მო­სუ­ლი­ყო იქ ნას­ვა­მი და ვინ­მე­ზე რა­ი­მე ზე­წო­ლა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, მით უმე­ტეს, ამის მი­ზე­ზი არც არ­სე­ბობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, გია უდე­სი­ა­ნი, ვი­საც შუკ­ვა­ნი ადა­ნა­შა­უ­ლებს, მი­სი ნა­თე­სა­ვია და ოლიმ­პი­ა­და­ზე წა­გე­ბის შემ­დეგ სწო­რედ უდე­სი­ა­ნი უთა­ნაგ­რძნობ­და. ოლიმ­პი­უ­რი სო­ფელ­ში შე­მოს­ვლის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ცე­დუ­რა იყო სა­ჭი­რო, მა­გა­ლი­თად, აკ­რე­დი­ტა­ცია, რო­მე­ლიც წი­ნა დღით უნ­და გა­გევ­ლო. არ ვი­ცი, რა­ტომ ამ­ბობს ამ ყვე­ლა­ფერს შუკ­ვა­ნი, მაგ­რამ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა”, – გა­ნაც­ხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

შუკ­ვა­ნის ბრალ­დე­ბებ­ზე ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა კა­ხა გე­წა­ძე­მაც ისა­უბ­რა. მი­სი თქმით, შუკ­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი უდევს: ,,მის წა­მოს­ვლას ოლიმ­პი­ა­და­ზე უკ­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი ჰქონ­და. მან ოლიმ­პი­ა­დამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე გა­მარ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, რა­მაც ძა­ლი­ან იმოქ­მე­და მის გა­მოს­ვლა­ზე’’, – გა­ნაც­ხა­და მან.

ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ბეთ­ქილ შუკ­ვა­ნი ლონ­დონ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში მსა­ჯის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას­თან ერ­თად აპი­რებს გა­აპ­რო­ტეს­ტოს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გავ­ლე­ნის ქვეშ ყოფ­ნა და ზე­წო­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ სპორ­ტსმე­ნებ­ზე.

შუკ­ვა­ნის თქმით, სპორ­ტსმენს ხე­ლის თი­თის ტკი­ვი­ლის გა­მო ორ­თაბ­რძო­ლის დროს სის­ხლი წას­კდა,  მსაჯ­მა ბრძო­ლა არ გა­ა­ჩე­რა და თი­თის გა­დახ­ვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.  ბეთ­ქილ შუკ­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მან მსაჯს  სის­ხლი­ა­ნი ხე­ლი აჩ­ვე­ნა, რის შემ­დე­გაც მსა­ჯი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, ბრძო­ლა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მან ეს არ გა­ა­კე­თა და სპორ­ტსმენ­მა თა­მა­ში წა­ა­გო.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...