Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: დაანებე თავი ადამიანებით თამაშს!


Recommended Posts

http://sosomikeladze.files.wordpress.com/2012/07/roulette-1.jpg?w=450&h=315

 

შენ გგონია, რომ იცი რა არის გართობა? შენ გგონია, რომ ერთობი? შენ გგონია რომ თამაშობ და ხალისობ?! თამაშობ ხანდახან მაინც? ბურთით, კენჭებით, კოჭებით, ფიგურებით, კამათლით, ქვებით. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ვიღაც ძალიან დიდი როდი გეთამაშება ასე მარტივად, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მქონე ნივთებით?! მისი წესები უფრო პირდაპირი და სასტიკია…

ის უბრალოდ ადამიანებით გეთამაშება! შენ ვერც კი იგებ, რომ უხილავი დაუმარცხებელი მეტოქისათვის ადამიანები კაზინოს „ფიშკებივით“ არიან, ხოლო თვითონ შენ კი მისთვის ვნებებს აყოლილი აზარტომანი ხარ.

აზარტომანი, რომელსაც თავად სურს გაცალოს სული თვისი დაუყოვნებლივ; აქ და ახლა, ყოველნაირი სათნოებისაგან. ალბათ, ვერც კი იგებ, როგორ ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ აგებ თითქმის ყველაფერს, რაც გქონდა ბოძებული და მოხვეჭილი იმ წუთამდე, სანამ მიუჯდებოდი ამ მოჯადოებული სამორინეს მწვანე მაგიდას.

აგერ აგებ ყველაზე ძვირფასს – დროს, ნერვებს, ჩვევებს, ენერგიას, ასაკს, ენთუზიაზმს! ვერც ხვდები, რომ ყოველ შემხვედრ ადამიანს, ვისზეც ჩადიხარ ფსონს, მიაქვს შენი სისპეტაკის და  სამშვინელის უნიკალური ისნაწილი. შენი უხილავი მოწინააღმდეგე აკეთებს ფსონს პიროვნებებზე და ყოველ ჯერზე თამაში თქვენს შორის ახალ და ახალ ადამიანზე/ადამიანთა ჯგუფზე მიდის. შენ განიხილავ ამ ადამიანებს, როგორც კოჭებს, რომელთა უკანაც სიამოვნება და აღტაცების ემოციების მოლოდინი იმალება. თუნდაც, მეგობრებს! მეგობრებს, საკმაოდ მარტივად უყურებ – როგორც კაზინოს „ფიშკებს“. და ელოდები, რომ ისინი რაღაცას მოგიტანენ, გაგაბედნიერებენ, გაგამდიდრებენ ფულითა და გრძნობებით, გიმფარველებენ, ჰელიუმით დაგიბერავენ მაგ ჩამოვარდნილ ეგოს. და რაც უფრო ვერ ამჩნევ, რომ რა ხანია დროა გახვიდე ამ ეშმაკური სახლიდან, მით უფრო მეტი უცნაური, მანკიერი და შენთვის მიუღებელი ადამიანი შემოდის ცხოვრებაში, მით უფრო იტბორება შენი ყოფა ადამიანური ხორცისა და ლეშის თავბრუდამხვევი სიმყრალით. შემდეგ უკვე ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებთანაც სართოდ აღარც კი აპირებდი არანაირ გაკარებას! თითქოს იმისთვის მოდიან, რომ დაგანაგრიონ, დაგანარცხონ, თან თითქოს იმისათვისაც, რომ გაგისროლონ შორს ამ წყეული თამაშიდან.

..შენ ისევ თამაშობ, რულეტი ისევ ბზრიალებს! გაფაციცებით ელოდები და უსმენ მხოლოდ ამ აზრთა ტრემორს სულში – სად მიგიყვანს ახალი ფსონი, ახალ კოჭ-ადამიანზე თამაში. თუმცა შენი მეტოქე შენნაირ პრიმიტივებს ერთსა და იმავე შეცდომაზე იჭერს: ერთი და იგივე ადამიანები სულ ერთი და იგივე ტიპის მოვლენებს იწვევენ შენს ცხოვრებაში. ერთი და იგივე შეცდომა, ერთი და იგივე მომენტალური გონების დაბნელება, ერთი და იგივე შემდგომი თვითგვემა, ერთი და იგივე სიშმაგე აიღო რევანში და გააკეთო უფრო დიდი შურისმგებლური ფსონი…

ადამიანები, ადამიანები, ადამიანები… იცოდე, ვიღაც გეთამაშება ადამიანებით. გამიხსენე, როდესაც უაზროდ უყურებ ახალგაცნობილებს – ეშმა-მეტოქე ახალ ფსონს გთავაზობს. არ ავარდე და ნუ გაეთამაშები შენს მოწინააღმდეგეს. რადგან ამ საკითხს სხვა გაგრძელებაც აქვს!

ის, რომ, თავად შენ, ვიღაცის „ადამიანებით თამაშის“ ნაწილი ხარ. შეიძლება წინადადება რთულად აეწყო, მაგრამ ფაქტია. შენით თამაშობენ! შენით ეთამაშებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც შენსავით ეზიზღებათ საკუთარი თავი, რომლებიც შენზე ფსონს დებენ, ვინც ეძებენ შენში გრძნობებს, „თანაზიარ სულს“, „მესამოცე მეორე ნახევარს“. ვინც გულუბრყვილოდ გეგმავს იმას, რომ შენით რაც შეიძლება მეტ ფიშკას „მოიგებს“, გაანაღდებს და მოსწყდება-მოსცილდება ამ ჯოჯოხეთურ ადგილს, ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდრებს სუფთა, ადამიანურ ცხოვრებას. ისინიც გიყურებენ, როგორც უსულო ქვას, ბედნიერებისმომტან თილისმას, რომელსაც შეუძლია ცხოვრების შეცვლა.

რა უნდა გააკეთო?

საჩქაროდ, უპირობოდ დაანებე თავი თამაშს ადამიანებით. მათზე ფსონის დადებას, მათ განხილვა-განსჯას, მათგან მოლოდინების ეიფორიის შექმნას, როგორც იმ კაზინოს კოჭებისაგან, რომლებსაც სანატრელი გამარჯვების მოტანა შეუძლიათ.

უნდა იცოდე, რომ ეს შენი თამაში არ არის და აქ ვერავინ ვერ იგებს! თუ თამაში გსურს – ითამაშე მოვლენებით, პროცესებით, გარემოებებითა და მიზეზ-შედეგობრივი შენობებით…

არ ითამაშო ადამიანებზე არავისთან და არც არავის მისცე საშუალება და შესაძლებლობა ითამაშოს შენით და შენზე: დადოს შენზე, გაგაკერპოს, გიყუროს, როგორც შესაბოლ ქვის ღვთაებას!

ალბათ, ყველაზე ძნელია, იყო ადამიანებთან და არ ითამაშო მათით. ძნელია იყო ადამიანებთან და არ გათამაშებდნენ.

დადექი ამ ყველაფერზე უფრო მაღლა!

 

http://sosomikeladze.wordpress.com/category/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/

 

ტეგები:

 

ლიდერის გზა თამაში ადამიანები მოგება ფსონი თავისუფლება სოსო მიქელაძე

 

კატეგორიები:

 

საზოგადოება

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...