planetanews Posted August 11, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2012 იცით თუ არა.... "მ ჟ ა ვ ე წ ვ ი მ ე ბ ი"კლიმატის შეცვლასა და ოზონოსფეროს ტრანსფორმაციასთან ერთად თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პრობლემაა. ტერმინი "მჟავა წვიმა" პირველად რ. სმიტმა გამოიყენა 1872 წ. მან ასეთ ნალექებში დაადგინა სულფატების შემცველობა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ატმოსფეროში მკვეთრად გაიზარდა მჟავური ოქსიდების (CO2, SO2, NO2) კონცენტრაციები, რასაც ატმოსფერული ნალექების pH-ის რეაგირება მოჰყვა. მსოფლიოს მრავალ რეგიონში ატმოსფერული ნალექების pH < 3,5. ასეთი ნალექები მიეკუთვნებიან მჟავა ნალექებს. ამდენად, ატმოსფერული ნალექების მჟავიანობის ზრდა მჟავური ოქსიდების კონცენტრაციის მომატებით აიხსნება. ატმოსფეროში მოხვედრილი მჟავური ოქსიდები ჰაერის ნაკადებით ათასობით კმ-ზე მიგრირდება. ამის გამო, პრობლემამ პლანეტარული ხასიათი მიიღო. მჟავა წვიმების გავლენით იცვლება ნიადაგის სტრუქტურა, მცირდება მისი პროდუქტiულობა და ბიომასის დაჟანგვის სიჩქარე, ხოლო თუ pH < 3 ნიადაგი უნაყოფო ხდება. ამის ძირითადი მიზეზი ნიადაგის მიკროფლორის დეგრადაციაა. დადგენილია, რომ ნიადაგის pH-ის შეცვლით 5,6-დან 5,0-მდე ბაქტერიების საერთო რაოდენობა ნიადაგში 2,5-3-ჯერ მცირდება, აზობაქტერიები კი იღუპებიან. ნიადაგის ხსნარის pH-ის შემცირება სხვა უარყოფით მოვლენებსაც იწვევს. კერძოდ, იზრდება მძიმე ლითონების მოძრავი, ბიოლოგიურად აქტიური ფორმების კონცენტრაცია და ადვილად ირეცხება ბიოგენური ნივთიერებები. სამრეწველო რეგიონებში ტყეების გაჩანაგების ერთ-ერთი მიზეზი მჟავა წვიმებია. მათი გავლენით იშლება ფოთლების დამცავი აპკი - ეპიდერმისი, რაც ზრდის მცენარის დაავადების ალბათობას.ნიადაგებზე მჟავა წვიმების უარყოფითი გავლენა მით მეტია, რაც უფრო მაღალია მათი ბუნებრივი მჟავიანობა და ნაკლებია კარბონატების შემცველობა. წყალსატევების მსგავსად, გამჟავებული ნიადაგების "მკურნალობის" ეფექტური საშუალებაა კირქვის, ან მცენარეულინაცრის შეტანა ნიადაგში. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/imagesCAGWJ20I.jpg ტეგები: მჟავე წვიმებინიადაგი კატეგორიები: Lifestyleგანათლებამეცნიერება View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.