planetanews Posted August 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2012 ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საშუალება კარგი ბიბლიოთეკა მოაწყოს, ვფიქრობთ აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს. ბიბლიოთეკის ქონა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები აუცილებლად ბევრ წიგნს წაიკითხავენ, მაგრამ ეს რამოდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო.1. ვისაც აქვს კითხვის სურვილი, ექნება საშუალება უფრო მეტი იკითხოს. ბიბლიოთეკის ქონა ასეთი ადამიანების დანახვის და უკეთ დაფასების საშუალებასაც იძლევა.2. კარგი ბიბლიოთეკა თვითონ შეიძლება გახდეს იმის სტიმული, რომ თანამშრომლების ნაწილი დაინტერესდეს რამე წიგნი აიღოს და კითხვა დაიწყოს.3. ბიბლიოთეკა იძლევა ისეთი არაფორმალური შეხვედრების უფრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში ჩატარების საშუალებას, რომელსაც ვერც რესტორანში და ვერც რომელიმე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ვერ ჩაატარებ.4. თვითონ კარგი ბიბლიოთეკის ქონა თავისთავად არის ორგანიზაციის ავტორიტეტისთვის კარგი, ვინიადან ის მიუთითებს მენეჯმენტის დამოკიდებულებაზე უწყვეტი სწავლის მიმართ, ინტელექტზე და გრძელვადიან ხედვაზე.5. ბიბლიოთეკის მუდმივი განახლების პროცესში თანამშრომლების ჩართვა, მათი სურვილების და პრეფერენციების გათვალისწინება უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა მათი კმაყოფილების ზრდისათვის. მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ;წყარო : insight.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_58_2_16.jpg ტეგები: ბიბლიოთეკა ორგანიზაციაში კატეგორიები: ბიზნესი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.