Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: ჩაქოლეთ "მეგობრებო"


Recommended Posts

ყველა ჩვენგანია მომსწრე, როგორ ასხამენ ხოტბას მეგობრობას, ურთიერთგაგებას და სიყვარულს. ყველა მხრიდან ამ „დიადი“ ცნებების ქებათაქება ისმის. ქართული სუფრა ხომ საერთოდ მათი სამსხვერპლოა. მსხვერპლს წირავენ თითოული ჭიქის სახით, მაგრამ დატოვებს თუ არა „სამსხვერპლოს“  ეს უკიდეგანოდ მეგობრული და ურთიერთგამგები საზოგადოება, მაშინვე იწყებს მის გმობას. ტრიბუნაზე გამოსვლისას თუ მსხვერპლს წირავდნენ სიტყვით, აუდიტორიის გარეშე დარჩენილები, როგორც კი საშუალება მიეცემათ, ძღვენად მიართმევენ საკუთარ თავს, საკუთარ ინტერესებს  გაგლეჯილ, დაჯიჯგნილ და  ლამაზად შეფუთულ „უმწიკვლო მეგობრობას“. 

ბავშვობიდან სწავლობს ადამიანი როგორ მოატყუოს, როგოგორ უღალატოს როგორ აკრიტიკოს და საერთოდაც ჩაქოლოს მეგობარი.  კლასობანას თამაშისას ცდილობს მოატყუოს , რომ ხაზზე ფეხი დააბიჯა; მეგობრის სათამაშო თუ გატეხა მეორე მეგობრის თანდასწრებით, ის  აუცილებლად ერტყვის სათამაშოს პატრონს მან გატეხაო, თავი რომ დაიცვას და თვითონ არ დაბრალდეს. თუ ლახტზე გადახტომისას შეეშალა, მეორეს უხარია, მისი ჯერი დადგა და ეხლა შეუძლია საკუთარი თავი წარმოაჩინოს , რაშიც აქამდე მეგობარი უშლიდა ხელს და ასე უსასრულოდ. ნელ–ნელა იზრდებიან და სწავლობენ, როგორ გაალამაზონ გარეგნულად მეგობრის ღალატი. ქების, მხიარულიების, დახმარების შავ ფარდას აფარებენ  და მერე შეუძლიათ თავისუფლად აკეთონ ის, რაც მათ ცხოვრებას წაადგება, მიდიან წინ. ფარდა კი თავის მოვალეობას ასრულებს. ძალიან დიდი დროა საჭირო, რომ გახუნდეს და შესამჩნევი გახდეს რა ხდება მეორე მხარეს. ზოგიერთი კი იმდენად წინ წასულა და ფარდა უკან ჩამოუტოვებია , რომ აღარ ჩანს რა ხდებოდა ფარდის მიღმა, თუნდაც ისე გახუნდეს , რომ გამჭირვალე გახდეს . მაინც ვერ ხედავ რა ხდება მის მიღმა, მაგრამ თუ დაინახე მაშინ ხვდები , რომ აზრი არ აქვს ფარდის ჩამოხსნას, მისი მკერავის მხილებას.

საინტერესოა იდეალური მეგობარიაო რომ ამბობთ რას გულისხმობთ. ალბათ იმას, რომ ყოველთვის გულისყურით გისმენს, როცა რაღაც ამბავს უყვებით საკუთარ თავზე. მერე ამას იმახსოვრებს და ნებისმიერ შესაძლო მომენტში, როცა მისი „პიროვნული ღირსების“ ზარი ჩამოჰკრავს გამოიყენოს ის. შენ კი გეგონა იმიტომ ისმენდა , რომ შენი სევდა თუ სიხარული გაეზიარებინა. ალბათ დახმარების ხელიც გამოგიწოდა, სწორედ მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდა. რატომ? იმიტომ რომ შენ გადაერჩინე? თუ იმიტომ, რომ გახუნებული შავი ფარდა ისევ შეემოსა და საშუალება ჰქონოდა მშვიდად „ემუშავა“ მის მიღმა.

დაუჯერებელია?! . .

აბა შენს თავზე დაფიქრდი. შენც ხომ „იდეალური მეგობარი“ ხარ. არასოდეს გითქვამს ტყუილი მეგობრისთვის იმიტომ, რომ სიმართლე შენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიდა. არასოდეს გაგიტარებია კრიტიკის ქარცეცხლში  იმის გამო , რაც მან გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ შენ მისი ეს საქციელი არანაირ ზიანს არ გაყენებდა, არა უბრალოდ ამ კრიტიკით შენ საკუთარ პოზიციას უსვამდი ხაზზს, იმას რომ შენ მასზე უკეტესი ხარ და ამას არასოდეს ჩაიდენ. არასოდეს  დახმარებიხარ იმიტომ,  რომ ამ დახმარებით და „კარგი საქციელით“ მომავლისთვის ნიადაგი შეგემზადებინა, თუ რამეს ცუდად გააკეთებდი მის მიმართ, თავის დასაცავი „კარგიც“ ხომ გექნებოდა შენს ანგარიშზე.  ნებისმიერი ჩვენგანი დიადი „იდეალური მეგობარია“, თუმცა საფრთხეს თუ იგრძნობს მგელი ხდება და შეუძლია მეორე მგელი შეჭამოს, მიუხედავად იმისა რომ წინათ ერთმანეთს ეხმარებოდნენ ცხვრების ფარის „დალქაშქვრაში“.

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/1325795535_megobroba-siyvaruli.jpg

 

კატეგორიები:

 

საზოგადოება

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...