Jump to content
Planeta.Ge

ბლოგერების სახლი: დაუვიწყარი ამბავი (VIII)


Recommended Posts

სუზენს სახლში გავუარეთ და დიდუბის სადგურში მივედით. რის ვაივაგლახით მოვეწყვე მარშუტკაში. ცეკვის ფორმები სკამის გვერდზე ჩამოვკიდე, რომ არ დაკუჭულიყო და ნაუშნიკები გავიკეთე.

გზაში ვიღაც ბებო ამოვიდა მარშუტკაში. როგორ მაღიზიანებს ესეთი რამეები. პირველი მაღიზიანებს, როცა მოხუცებული ან ქალი ამოდის ავტობუსში და ნაგლად გაიძულებს ადგილი დაუთმო. ხედავს, რომ დგილი არ არის, თუმცა მაინც ამოდის, იცის ადგილს დაუთმობენ. და მეორე ამაზე უფრო გამაღიზიანებელია, როცა მარშუტკაში გოგოსთან ერთად ზიხარ, არ იმჩნევ ნაგლ ქალს ან ბებოს, რომელიც თავზე წამოგდგომია დასაჯდომი ადგილის დათრევის მიზნით და გოგო დგება, რომ დაუთმოს ამ ქალს. ანუ ნამუსზე გაგდებს. სწორედ ასე მოიქცა სუზენიც. ეს მოხუცი ბებო ლამის თავზე დამაჯდა ადგილი დამითმეო. ისნიდან ორთაჭალაში, ხომ არ მივდივართ, ღმერთო ჩემო, თბილისიდან ქუთასში მივდივართ. სამი საათის სავალი გზა არის და ეს შენი სამი საათი ფეხზე მდგომმა გავატარე. დგომისაგან წელი მტკივდებდა და ეხლაც, არ თქმა უნდა, მკლავდა წელისა და ზურგის ტკივილი. ისეთ ზიზღს ვგრძნობდი სუზენისა და ბებომის მიმართ, ენით ვერ აგიწერთ. სიმწრისაგან მარშუტკის კედლები ლამის დავპორჭყნე. გზაში ერთი რამე გამახსენდა.

პირველ კურსზე ვიყავი როცა მარშუტკაში ერთი ბებო გამომელაპარაკა. უნივერსიტეტიდან სახლში მივდიოდი და ეს ბებო გვერდზე მომიჯდა. ჰოდა ასეთ რამეს მეუბნება:

-         როგორი დღე გქონდა ?

მეთქი მომესმა,

-         კარგი- ვუპასუხე მე.

შემდეგ თვალი ჩამიკრა და მეუბნება,

-         ერთ რჩევას მოგცემ, მარშუტკაში ან ავტობუსში როცა ახვალ შეეცადე ფანჯრის მხარეს დაჯდე, რომ ჩემნაირი როცა ამოვა უხერხულად არ იგრძნო თავი და ადგილი არ დაკარგო.

გამეცინა მის რჩევაზე. შემდეგ დავფიქრდი. მართლა სასარგებლო რჩევაა-მეთქი გავიფიქრე.

-         განა ახალგაზრდები არ იღლებიან? - განაგრძო მან- მე როცა ახალგაზრდა ვიყავი მე და ჩემი მეგობრები ასე ვიქცეოდით. მაგრამ, როცა კაი გოგოს დაინახავ და მოგეწონება სადაც არ უნდა იჯდე წამოფრინდი, შენი ვაჟკაცობა დაანახე და დააჯინე შენს ადგილზე. მისი გული უკვე მოგებული გექნება და შეგიძლია მერე ტელეფონის ნომერიც კითხო ან შენი ჩააწერინო. დღეს გოგოები ბიჭებივით თამამები არიან და,- ერთი შეხედე ამას - სახეზე ჩამომისვა სწრაფად ხელი- ამას ვინ არ დაურეკავს!

სახეზე რომ შემეხო, ინსტიქტურად გავწიე და ფანჯრის მინას მივახეთქე თავი. ისე მეტკინა მეგონა სკალპი ამძვრა.

-         ნუ იქნები ფიცხი. დღეს არ გესევა გოგოები? ხუთ წელში ნახავ რამდენი გთხოვს ცოლად წამიყვანეო.

გაშტერებული ვუსმენდი. გოგოების ყურადღების ნაკლებობას არ განვიცდიდი, თუმცა ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა მე ვისაც მინდოდა მოვწონებოდი, ის საერთოად არ მიმჩნევდა.

ამ ლაპარაკში ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა, გამოვემშვიდობე და წინ გადასვლა დავიწყე. ერთი წუთით მოიცადეო დამიძახა. თავისი ძველი შავი ჩანთიდან რაღაც გახუმებულ გაზეთში გახვეული ამოაძვრინა და ხელში მომაჩეჩა.

ჩამოვედი მარშუტკიდან, გაჩერებაზევე გავხსენი გაზეთის ფუთა და შიგნით ორი ცალი მანდარინი დავინახე. ძალიან კი მშიოდა, უნივერსიტეტიდან სახლისაკენ მიმავალს, თუმცა არც ისე, რომ უცხო ადამიანის მოწოდებული ხილი მეჭამა. ვიფიქრე მოწამლული არ იყოს და არ გამაგოროს აქვე-მეთქი და ნაგვის ბუნკერში დავაპირე გადაყრა. ხელი, რომ ავწიე უცებ ის ქალი გამახსენდა და იქვე გაჩერების სკამზე დავდე გაზეთებში შეხვეული, იქნებ ვინმეს უნდოდეს და შეჭამოს-მეთქი.

მოკლედ ამ ფიქრებში გართულმა, როგორც იქნა მივაღწიეთ ქუთაისამდე. ქალაქში ისეთი ძლიერი ქარი იყო მარშუტკას აქეთ-იქეთ არწევდა. დარბაზის კიბეები კი მაღალი და უმოაჯირო. სუზენის ჩემოდნებს დავეძგერე ჯენტლმენურად. კიბეებზე, რომ ავდიოდი ტყვიასავით მძიმე ჩემოდნებს ქარი ჰაერში სწევდა. უცებ ისე დაუბერა ლამის ზურგით გადმოვვარდი და დაცემის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ შემოვტრიალდი და კუნტრუშით ჩამოვირბინე ქვემოთ, ვითომ რაღაც დამრჩა და იმიტომ.

რა ვიცოდი, რომ ჩემი ქუთაისში ვიზიტის მთელი „სიამოვნება“ ჯერ კიდევ წინ მქონდა. იმ დღეს ისე გავწამდი, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. გვიან ღამით თბილისიდან დაჯავშნილ სასტუმროში მივედი. ჯერ დაკეტილ კარებზე 20 წუთი ვაბრახუნებდი. უკვე წასვლა, რომ დავაპირე ვიღაცის იმერული ხმა მოისმა შიგნიდან. როგორც იქნა გამიღეს კარები. სასტუმრო, ერთ დროს ლამაზი უნდა ყოფილიყო. თუმცა უკლიენტობასა და ცუდ მენეჯერს გაეპარტახებინა არემარე. შალშემოხვეული ქალები გაწითლებულ ცხვირებს მბჟუტავ „პლიტაზე“ ითბობდნენ. რომ შევედი ერთ-ერთმა მეორეს დაუძახა:

-         მარინა, ააცილე ნომერში და ამოყრილ პარკეტს ნოხი მიაფარე.

ნოხი მიაფარეო?!!! ამ მომენტში ბოლომდე გავაცნობიერე სად აღმოვჩნდი და დავიგრუზე სასტიკად. ოთახში რაღაც გაჯისა და სინესტის სუნი იდგა. წინა დღეებში წყალი ჩამოსულიყო და იატაკი არავის მოეწმინდა. საწოლის გადასაფარებელი მტვრისაგან იყო გამხმარ-გაუხეშებული. მარინა ოთახიდან გავიდა და ოთახის დათვალიერებას შევუდექი.

ტუალეტში შუქი არ ინთებოდა და კარგად ვერ მოვათვალიერე სიტუაცია, თუმცა დავინახე, რომ ტუალეტის ქაღალდი და პირსახოცი არ იყო. მაგას ვინ ჩიოდა, ნიჟარაზე დაღეჭილი კევი დაეწებებინათ, ალბათ შემდეგი დაღეჭვის მიზნით და  გაწვრილებული საპონი კი ბანჯგვლებით იყო დამშვენებული. ცოტა ხანს საწოლზე ჩამოვჯექი, შემდეგ სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, ამ ნომერში ას ლარს ვერ გადავიხდიდი, ჩემი ჩანთა ისევ ჩავალაგე, სასტუმროს მეპატრონეს ვუთხარი ნათესავთან მივდივარ-მეთქი და სასწრაფოდ გამოვედი გარეთ. ისე ციოდა ძვალსა და რბილში ატანდა. აქამდე ქუდს არ ვიხურავდი არ მიხდება-მეთქი და ეხლა ქუჩაში დავუწყე ჩანთებს ქექვა და სანატრელ ქუდს ძებნა. ამოვაძრე და ბოლომდე ჩამოვიწიე ყურებსა და შუბლზე. ჩაბნელებულ ქუჩაში, რომ აღმოვჩნდი მაშინ გავაცნობიერე რა შარში ვიყავი. ქუჩის გაყოლებაზე ინგლისურ მ-ს მოვკარი თვალი და სახე გამინათდა. მაგდონალდსი უნდა ყოფილიყო. სასწრაფოდ გავეშურე იქეთ. მაგდონალდსში ცოტა გავთბი და მოვსულიერდი არაფრის მომცემი საჭმლით.  ხელში ჩემი გადარჩენილის წერილს ვატრიალებდი და უკვე ვინ იცის მერამდენედ ვკითხულობდი.  

ჩემმა მეგობარმა გამაფრთხილა ტაქსები ატყუებენ თბილისელებს და ბევრს გლიჯავენო, ამიტომ მაგდონალდში კილოს ვამუღამებდი, როგორ უნდა მეკითხა ახლო-მახლო სად არის სასტუმრო-მეთქი ისე, რომ ვერ მიხვედრილიყო ქუთაისელი არ ვიყავი.

ტაქსის მძღოლი რატომღაც პატიოსანი აღოჩნდა და სულ რაღაც 7 ლარი გამომართვა სასტუმრომდე მიყვანაში. მიმიყვანა რაღაც ახლადგარემონტებულ სასტუმროში და იქ გავიგე რომ მოცეკვავეთა ნაწილი სწორედ ამ სასტუმროში გაჩერებულიყო. ოთახი მართალია ახლადგარემონტებული იყო თუმცა საწოლი არ გამოეცვალათ და შიგნით საკმაოდ გრძელი თმები ეყარა. შემდეგ დღეს სასტუმროს მეპატრონემ მე დამაბრალა შენ გაგცვივდაო, არადა ქერად შეღებილი წელამდე თმა ნამდვილად არ მქონია. მოკლედ, ტანსაცმელები ამოვყარე. ფრაკს სამაგრები დავაძრე და ამ სამაგრებით მივამაგრე თეთრეულზე ჩემი ტანსაცმელი. ღამე კი არ ვიწექი, ვიჯექი, რომ ტანსაცმელი არ გადასძრობოდა საწოლს და ბაქტერია არ დამტაკებოდა საიდანმე. როგორც კი მოვდუნდებოდი მეგონა რაღაც მიძვრებოდა ტანსაცმელში. ორჯერ წამოვხტი კიდეც და ტელეფონი დავანათე, რამე რწყილის მაგვარი ხომ არ შემომიძვრა-მეთქი. ღამე კიდევ ერთი  რამ მოხდა, რამაც ბოლომდე გამაგიჟა. როგორც იქნა ჩამთვლიმა და უცებ ვიღაცამ მთელი ძალით შემოგლიჯა ოთახის კარები. დერეფანში სიბნელე იყო და ვერ დავინახე ვინ იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო სანამ ავყვირდებოდი მანამდე დაკეტა კარები და  წავიდა, თუმცა რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა. მეორედ რომ შემოაღეს თავი ვეღარ შევიკავე და დავუღრიალე სანამ პანჩურს არ ამოგარტყავ არ დამანებებ თავს-მეთქი! საწოლიდან წამოვხტი და ერთი მოცეკვავე გოგო შემრჩა ხელში, რომელიც თავისი დაქალის ოთახს ეძებდა თურმე. მეორე დღეს ბოდიში მოვუხადე უხეშობისთვის.  შემდეგ კიდევ ერთხელ შემომიღეს. მესამედ, რომ შემოაღეს არც შევიმჩნიე და თავი მოვიმძინარე.

დილით ადრე ავდექი, ბაგრატის ტაძართან გავიარ-გამოვიარე ფეხით და ცეკვის დარბაზისკენ გავეშურე.

 

პოსტის სურათი:

 

http://www.blogger.ge/sites/default/files/Bad-hotel-327x268.jpg

 

კატეგორიები:

 

განათლება

საზოგადოება

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...